პრემიერ ლიგის 2025/26 წლების სეზონი იწყება მატჩით ლივერპული vs ბორნმუთი, რომელიც „ენფილდზე“ 15 აგვისტოს, პარასკევს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
მოქმედი ჩემპიონები ტიტულის დაცვისკენ გზას იწყებენ იმ ბორნმუთის წინააღმდეგ, რომელმაც გასულ სეზონში არაერთი საკლუბო რეკორდი დაამყარა.
პრემიერ ლიგა 2025-26 setantasports.com-ზე
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ლივერპული vs ბორნმუთი – ჩემპიონები სეზონს შინ იწყებენ
„ლივერპული“, რომელმაც პრემიერ ლიგა თანამედროვე ეპოქაში მეორედ (სულ 20-ედ) მოიგო, პირველად 2020/21 სეზონის შემდეგ იწყებს ჩემპიონატს შინ. არნე სლოტის გუნდი უკვე 12 სეზონია, რაც პირველ ტურში არ მარცხდება (9 გამარჯვება, 3 ფრე) და ამ მატჩს 17-მატჩიანი საშინაო დაუმარცხებელი სერიით ხვდება.
გასულ სეზონში „ლივერპული“ გამორჩეულად მძლავრ შეტევას აჩვენებდა – მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე რომელიმე სხვა გუნდმა (86), ყველაზე მეტი „მშრალი“ მატჩი ჩაატარა (14) და პრემიერ ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა, 31 თამაშში მინიმუმ ორი გოლის გატანით.
მოჰამედ სალაჰი, რომელმაც ოქროს ბუცი მოიპოვა (29 გოლი, 18 საგოლე პასი), ეცდება გაზარდოს თავისი რეკორდი პირველი ტურის გოლებში (9) და გააგრძელოს შთამბეჭდავი სერია ბორნმუთის წინააღმდეგ – 11 გოლი 11 მატჩში.
ზაფხულის სატრანსფერო კამპანია
წელს „ლივერპულმა“ პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი თანხა დახარჯა – £295,5 მილიონი, მათ შორის ბრიტანეთისთვის რეკორდული £116,5 მილიონი ფლორიან ვირცისთვის „ბაიერიდან“ მოსაყვანად.
გუნდს ასევე შემოუერთდნენ უგო ეკიტიკე (£79 მილიონი), მილოშ კერკეზი (£40 მილიონი – ბორნმუთიდან) და ჯერემი ფრიმპონგი (£29,5 მილიონი). გუნდი დატოვეს ლუის დიასმა („ბაიერნი“), დარვინ ნუნიესმა („ალ ჰილალი“) და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა („რეალი“).
რაც მთავარია გუნდში მივიდა გიორგი მამარდაშვილი, რომელიც კლუბმა წინა წელს იყიდა, თუმცა 1 წლით, იჯარით ვალენსიაშივე დატოვა.
მამარდაშვილი შანსებს სეზონის მიმდინარეობისას მიიღებს, რომელთა გამოყენებაც ქართველს უპირობოდ მართებს.
ბორნმუთის რეკორდული სეზონი
ბორნმუთმა გასულ სეზონში მე-9 ადგილი დაიკავა – გაიმეორა კლუბის საუკეთესო შედეგი (2016/17) – და დაამყარა ახალი კლუბური რეკორდები: ყველაზე მეტი გამარჯვება (15), ყველაზე ცოტა მარცხი (12), მეტი გოლი (58) და ყველაზე ნაკლები გაშვებული (46) პრემიერ ლიგის ისტორიაში.
გასვლაზე გუნდმა 7 მატჩი მოიგო და მხოლოდ 5 წააგო – ეს მაჩვენებელი უკეთესია, ვიდრე უმეტესი კლუბის მიერ დაფიქსირებული შედეგი.
თუმცა, დაცვის ხაზი მნიშვნელოვნად შეიცვალა: ილია ზაბარნი, დინ ჰაუსენი და მილოშ კერკეზი გუნდს დაემშვიდობნენ. ახალწვეულმა ბაფოდე დიაკიტემ (£34,6 მილიონი – „ლილი“) სწორედ ამ დანაკლისის შევსება უნდა შეძლოს.
ლიდერმა ანტუან სემენიომ, რომელმაც ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, გასულ სეზონში 11 გოლი გაიტანა, პრემიერლიგაში მესამე იყო დრიბლინგების რაოდენობით და პირველ ადგილზე – მოგებული ორთაბრძოლებით.
ლივერპული vs ბორნმუთი – პირადი შეხვედრების ისტორია
„ლივერპული“ აშკარად დომინირებს ამ წყვილში – ბოლო 12 პრემიერ ლიგის მატჩიდან 11 მოიგო, მათ შორის ექვსივე „ენფილდზე“. ბორნმუთს არასდროს უგია ამ სტადიონზე (1 ფრე, 10 მარცხი). გასულ სეზონში „ლივერპულმა“ ორჯერ სუფთად იმარჯვა – 3:0 შინ და 2:0 სტუმრად.
მთავარი სტატისტიკა – ლივერპული vs ბორნმუთი
- ლივერპული: 1-ლი ადგილი გოლებში (86), დარტყმებში (648), xG-ში (83,5) და სეივების პროცენტში (75,2%).
- ბორნმუთი: მე-9 ადგილი გატანილ გოლებში (58), მე-6 ადგილზე დაცვაში (46 გაშვებული), მე-3 ადგილი სეივების პროცენტში (73,6%).
- მუჰამედ სალაჰი: 47 შედეგიანი მოქმედება – 18-ით მეტი, ვიდრე უახლოეს მდევარს.
- ანტუან სემენიო: 37-ჯერ მოიგო ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან – საუკეთესო მაჩვენებელი ლიგაში.
პროგნოზი
Opta-ს მოდელი „ლივერპულს“ ჩემპიონობის 28,7%-იან შანსს აძლევს – ყველაზე მაღალს ლიგაში. სეზონის სტარტზე „წითლები“ აშკარა ფავორიტები არიან, თუმცა ბორნმუთის ძლიერი გასვლითი სტატისტიკა ენფილდზე შესაძლოა, სტუმრების არგუმენტი იყოს. მიუხედავად ამისა, სალაჰისა და ახალწვეულების შემატებით, „ენფილდი“ კიდევ ერთ გამარჯვებით გახსნილ სეზონს ელის.