ლივერპული vs მანჩესტერი – ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგა ისტორიული ინგლისური დერბით ბრუნდება.
ქვეყნის ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ერთმანეთს ენფილდზე, პრემიერ ლიგის მერვე ტურში შეხვდება და სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მასში მონაწილეობას საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილიც მიიღებს.
ლივერპული vs მანჩესტერ იუნაიტედი – როგორ ვუყუროთ?
ინგლისური კლასიკა 19 ოქტომბერს, 19:30 სთ-ზე დაიწყება Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ის პლატფორმაზე.
კომენტატორები – ზუკა კობალავა და ალექსანდრე გაბრიჩიძე
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ამ გუნდების მტრობა ისტორიულად გუნდების დაარსების დღიდან იწყება და მიუხედავად ამჟამად მათი არასახარბიელო სათამაშო ფორმისა, სანახაობა და ინტრიგა რა თქმა უნდა ამ დაპირისპირებას არ დააკლდება.
ლივერპული-მანჩესტერის საფეხბურთო მტრობა ისტორიულად ერთი დიდი საფეხბურთო საჩუქარია, რომელიც ცდება პრემიერლიგურ საზღვრებს და მსოფლიო საფეხბურთო კლასიკად ითვლება.
ეს არის დაპირისპირება, რომელიც განსაზღვრავს საფეხბურთო ერას და ემოციით ავსებს სხვადასხვა თაობებს მსოფლიოს გარშემო. თავდაუზოგავი ბრძოლა გამარჯვებისთვის, სიხისტე, ლამაზი გოლები, დაპირისპირება – თაობებს ამ დაპირისპირებაში ყველაფერი უნახავთ და ასევე, ენფილდზე ამ დროს You’ll Never Walk Alone – განსაკუთრებით მაგიურია ხოლმე.
ეს მატჩი ქართველი გულშემატკივრების გონებაში დიდი ხნით დაისადგურებს, რადგან ამჯერად ამ კლასიკის მონაწილე ლივერპულის ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილიც იქნება.
მამარდას აქამდე არა ერთხელ დაუმტკიცებია, რომ წნეხის ქვეშ თამაში მისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა მსგავსად გლობალურ საფეხბურთო კლასიკაში ქართველს საკლუბო კარიერაში აქამდე არ უთამაშია.
სკაუზერებმა ლიდერობა დაკარგეს
ახალი სეზონის დაწყების შემდეგ ყველა ტურნირზე ზედიზედ შვიდმატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ წითლებმა თითქოს რიტმი დაკარგეს და სანაკრებო პაუზამდე ზედიზედ სამი მატჩი წააგეს.
ინგლისის ლიგის თასზე, მამარდაშვილის სადებიუტო მატჩში საუთჰემპტონთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ არნე სლოტის გუნდმა კრისტალ პალასთან, გალათასარაისთან და ჩელსისთან წააგო.
მიუხედავად არადამაჯერებელი შედეგებისა, ლივერპული პრემიერ ლიგის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება, ასე რომ, მერსისაიდელებისთვის შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედთან წარმატებული თამაში გუნდის კარგ სვლაზე დაბრუნების მთავარი კატალიზატორი იყოს.
ბოლო წლებში იურგენ კლოპის ლივერპულმა მანჩესტერის წინააღმდეგ სკაუზერებს ბევრი სიხარული მოუტანა, იყო იმედგაცრუებებიც, თუმცა სიხარული აშკარად აჭარბებდა. მხოლოდ ის რად ღირს, რომ კლოპის ლივერპულმა ისტორიულ მტერს 7:0 მოუგეს ენფილდზე და სამუდამო კვალი დატოვეს ამით ისტორიაში.
მანჩესტერის ურთულესი ამოცანა ენფილდზე
რაც შეეხება ამორიმის გუნდს, მიუხედავად არსენალთან, მანჩესტერ სიტისთან და ჩელსისთან გამართული მატჩებისა, ენფილდზე შეხვედრა შესაძლოა ეშმაკებისთვის სეზონის ყველაზე რთული მატჩი იყოს.
რუბენ ამორიმის გუნდმა სანაკრებო პაუზაზე გასვლამდე პრემიერ ლიგაში სანდერლენდთან მეისონ მაუნტის და ბენიამინ შეშკოს გოლებით მოიგო (2:0).
ეს წითელი ეშმაკებისთვის ზედიზედ მესამე საშინაო მოგება იყო, თუმცა იუნაიტედმა ამ სეზონში ოთხი გამართული გასვლითი მატჩიდან ვერც ერთში მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
იუნაიტედს აქვს შანსი, რომ ამორიმის ხელმძღვანელობით ზედიზედ ორი პრემიერლიგური მატჩი პირველად მოიგოს და წარმატების გზას დაადგეს.
ლივერპული vs მანჩესტერი – გუნდების სიახლეები
ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, არნე სლოტმა მედიასთან მოთამაშეთა ფიზიკურ მომზადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალისონი გუნსდ მინიმუმ ორი კვირით გამოაკლდა.
მერსისაიდელთა გასახარად, იბრაჰიმა კონატე და რაიან გრავენბერხი სრული დატვირთვით ვარჯიშობენ და დიდი ალბათობით მათ მანჩესტერის წინააღმდეგ ვიხილავთ.
მიუხედავად სეზონის ცუდი სტარტისა, ეროვნულ ნაკრებში კარგი თამაშები აჩვენა ფლორიან ვირცმა, რომელმაც ჩელსისთან მატჩი სათადარიგოდან დაიწყო, ხოლო მანჩესტერთან, დიდი ალბათობით, სასტარტო თერთმეტეულის წევრი იქნება.
საინტერესოა, ისაკი-ეკიტიკეს შორის სლოტი რომელს დააწყებინას კვირის თამაშს. ეკიტიკე ამ ეტაპზე უკეთეს ფორმაში იმყოფება, რაც შეეხება ისაკს, შვედმა დიდად თავი ვერც ნაკრებში დაგვამახსოვრა და როგორც არნე სლოტმა აღნიშნა, ისაკი ფიზიკურად 100%-ით მზად ჯერ არ არის.
მანჩესტერის მხარეს, ლისანდრო მარტინესს ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესში აქვს წინსვლა, თუმცა კვირას ლივერპულთან არგენტინელი მცველი ვერ ითამაშებს.
ნუსარ მაზრაუიმ იუნაიტედის ბოლო ორი მატჩი მცირე დაზიანების გამო გამოტოვა, ჯერჯერობით მოროკოელი ინდივიდიალური პრაქტიკით ვარჯიშობს, ასე რომ, ამორიმის გუნდს ლივერპულთან მაზრაუიც დააკლდება.
ლივერპულის სავარაუდო შემადგენლობა
მამარდაშვილი, ფრიმპონგი, ვან დაიკი, კონატე, კერკეზი, სობოსლაი, გრავენბერხი, ვირცი, გაკპო, სალაჰი, ეკიტიკე
მანჩესტერის სავარაუდო შემადგენლობა
ლემენსი, შოუ, დე ლიხტი, იორო, დალო, ბრუნო, კაზემირო, დორგუ, მბიუმო, კუნია, შეშკო