ლივერპული vs ბრაიტონი – ინგლისის ასოციაციის თასი 1/8 ფინალში ლივერპული ‘ენფილდზე’ ბრაიტონს უმასპინძლებს.
ლივერპული vs ბრაიტონი – როგორ ვუყუროთ?
გიორგი მამარდაშვილის თამაშის ხილვა FA თასის მატჩებში Setanta Sport-ის არხებსა და setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
NEWS26 – თვის გამოწერა
YEAR26 – წლის გამოწერა
არნე სლოტის გუნდმა პრემიერ ლიგის ბოლო ტურში სანდერლენდი დაამარცხა და სატურნირო მდგომაროება ოდნავ გაიუმჯობესა. ‘სქაუზერები’ ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლისთვისიბრძვიან და ამ მომენტისთვის მე-5 ადგილოსან ჩელსის 2 ქულით ჩამორჩებიან.
როგორც ჰოლანდიელი სპეციალისტი აღნიშნავს, ის სათასო შეხვედრებს სერიოზულად უყურებს და შემადგენლობის როტაციის მხრივ, ბევრ გადანაცვლებას არ ვიხილავთ. ‘ენფილდზე’ მოპოვებული გამარჯვებები, მთავარი მწვრთნელის შესუსტებული რეპუტაციის გამოსწორების გზაზე, მთავარი კატალიზატორი იქნება.
ლივერპული vs ბრაიტონი
FA თასი, 1/8 ფინალი
დასაწყისი – 14 თებერვალი, 23:55
პირდაპირი რეპორტაჟი – Setanta Sport 1 და setantasports.com
გუნდების სიახლეები და სათამაშო ფორმა


‘თოლიები’ მატჩს ცუდ ფორმაში ხვდებიან – ბრაიტონს ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (3 წაგება, 2 ფრე), პრემიერ ლიგაში არსებული მწვრთნელების გათავისუფლების ტენდენციიდან გამომდინარე, ფაბიან ჰულცერს დიდი პრესის ქვეშ უწევს მუშაობა. სათასო შეხვედრაში ლივერპულთან გამარჯვება შესაძლოა ბრაიტონისთვის რეაბილიტაციის მოხდენის ბრწყინვალე შანსია, თუმცა ‘ენფილდის’ ფაქტორი და ლივერპულის ძლიერი გუნდი ამოცანას ურთულესს ხდის.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბრაიტონს ამ ტურნირზე რთული ამოცანები არ აშინებს – 1/16 ფინალში ჰულცერის გუნდმა ‘ოლდ ტრაფორდზე’ მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა (1:2).
პრემიერ ლიგის ბოლო შევხედრას ბრაიტონმა დასანანი მარცხი იწვნია ასტონ ვილას წინააღმდეგ – ბირმინგემელებთან ‘თოლიებმა’ მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე გაუშვეს გოლი და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.
რთული იქნება ლივერპულის სავარაუდო შემადგენლობის პროგნოზირება ბრაიტონთან შეხვედრაში ტრავმირებული მოთამაშეების ფონზე – სლოტის გუნდს არ დარჩა ჯანმრთელი მარჯვენა მცველი, ამასთან, სანდერლენდთან მატჩში სერიოზული დაზიანება მიიღო ვატარუ ენდომ, რომელიც ჰოლანდიელი სპეციალისტისთვის დაცვის ხაზში როტაციის მთავარი კანდიდატი იყო.
სხვა მხრივ, დანაკლისის დაფარვა ჯო გომეზს შეეძლება, რომელსაც ასევე ტრავმა ჰქონდა, თუმა 60 წუთით სათამაშოდ მზად წესით უნდა იყოს. დისკვალიფიკაციიდან დაბრუნდება დომინიკ სობოსლაიც, თუმცა უნგრელმა ფეხბურთელმა შესაძლოა დატვირთული კალენდარიდან გამომდინარე დამსახურებული დასვენება მიიღოს.
ალისონს მანჩესტერ სიტისთან თავისი საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჰქონია, ისედაც, თასებზე მთელი სეზონის განმავლობაში ლივერპულის კარში გიორგი მამარდაშვილს ვხედავთ, ასე რომ, გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრაიტონის წინააღმდეგ ლივერპულის კარს ქართველი დაიცავს.
ლივერპული გასულ სეზონში ინგლისის ასოციაციის თასს სწორედ 1/8 ფინალიდან გამოეთიშა, ახლა არნე სლოტი ამ ტურნირზე თავისი შედეგის გაუმჯობესებას ეცდება.
მწვრთნელების მატჩისწინა კომენტარი
არნე სლოტი: “წილისყრის შედეგად ძლიერი ოპონენტი შეგვხვდა, ბრაიტონი კარგი გუნდია და არ იმსახურებს იმ პოზიციას, რაც ახლა პრემიერ ლიგაშ აქვს. ისინი გაცილებით კარგად თამაშობენ, ვიდრე ეს სატურნირო ცხრილშია ასახული, ასე რომ, მათთან მატჩი მორიგი გამოწვევაა”
ფაბიან ჰულცერი: “ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ კარგი შედეგების ჩვენება კარგი თამაშის ფონზე შეგვიძლია – ეს არის ის, რასაც ჩვენი ფანები იმსახურებენ. კარგი თამაშის მიუხედავად, ვილასთან მაინც დავმარცხდით, თუმცა დარწმუნებული ვარ, შედეგები თავისით მოვა”
ლივერპული vs ბრაიტონი – სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული – მამარდაშვილი, გომეზი, ვან დაიკი, კონატე, კერკეზი, გრავენბერხი, მაკალისტერი, ჯონსი, სალაჰი, ვირცი, ნგუმოჰა
ბრაიტონი – სტილი, ველტმანი, დანკი, ბოსალი, დე კუიპერი, მილნერი, ბალება, მინტე, რუტერი, მიტომა, უელბეკი