სარჩევი
რენი vs პსჟ - უყურე კვარას თამაშს setantasports.com-ზე | Setanta Sports

რენი vs პსჟ – ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი უმწვრთნელოდ დარჩენილ რენს გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსით ესტუმრება.

რენი vs პსჟ – როგორ ვუყუროთ?

13 თებერვალი, 22:00 სთ, ლიგა 1 – ტური 22

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ის პლატფორმასა და Setanta Sport 1-ის არხზეა შესაძლებელი.

უყურე TOP სპორტს setantasports.com-ზე

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

NEWS26 – თვის გამოწერა

YEAR26 – წლის გამოწერა

სიახლეები და გუნდების სათამაშო ფორმა

ლანსთან განცდილი მარცხის შემდეგ (1:3), რენის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი ჰაბიბ ბეიე დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლა, რომლის ქვეშაც გუნდს ზედიზედ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა (3 წაგება, 1 ფრე). მიუხეავად გუნდის ამჟამინდელი ცუდი ფორმისა, შავ-წითლები სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე არიან და ევროტურნირების საგზურისთვის იბრძვიან. მოქმედი ჩემპიონების წინააღმდეგ რენს ფრანკ ჰაისე გაიყვანს, რომელიც ამ კლუბის აკადემიაში 2006 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა.

2026 წელს რენს ყველა ტურნირზე ერთადერთი მოგება აქვს. რენმა საფრანგეთის თასზე დაბალ დივიზიონში მოასპარეზე შანტილი ჩანტილი დაამარცხა, თუმცა შემდეგ მერვედფინალურ ეტაპზე მარსელთან უშანსოდ დამარცხდა (0:3).

პარი სენ-ჟერმენს საფრანგეთის ჩემპიონატში 7-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. ეს მოგებათა სერია ლუის ენრიკეს გუნდმა დეკემბერში სწორედ რენის დამარცხებით დაიწყო – მაშინ პარიზელებმა მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხეს (5:0).

საფრანგეთის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულები სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნდნენ და მდევარ ლანსს 2 ქულით უსწრებენ.

გასულ კვირაში, პსჟ-მ ლე კლასიკში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – პარიზელებმა ჩვეული სწრაფი, შემტევი ფეხბურთი აჩვენეს და მეტოქე უბრალოდ არ შეიმჩნიეს. გამოსარჩევია დემბელეს ბრწყინვალე თამაში – ფრანგის აქტივში 2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა იყო. ბრწყინვალე გოლი გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც დემბელეს ასისტი გამოიყენა და ხერონიმო რულის კარი ეფექტური დარტყმით აიღო.

სეზონის დამაგვირგვინებელ ფაზაში შესვლასთან ერთად, პარი სენ-ჟერმენი სათამაშო ხარისხს აუმჯობესებს – ბოლო 7 მატჩიდან 6-ში მოქმედმა ჩემპიონებმა ორი ან მეტი გოლი გაიტანეს.

რენი vs პსჟ – საკადრო სიახლეები

ლანსთან გამართულ შეხვედრაში რენის ცენტრალურმა მცველმა, ჟერემი ჟაკემ მიიღო დაზიანება და თავის გუნდს პსჟ-სთან მატჩში ვერ დაეხმარება. კითხვის ნიშნის ქვეშაა მეორე ცენტრალური მცველის, აბდელჰამიდ ბუნდალის თამაშიც, რომელსაც კუნთის მცირე დაზიანება აწუხებს. ფრანკოვსი და სისე უკვე სამი მატჩია რენს ვერ ეხმარებიან და დღევანდელ მატჩშიც იუქმებენ.

პარი სენ-ჟერმენს ფაბიან რუისი დააკლდება, კარგი სიახლეა აშრაფ ჰაკიმის დაბრუნება – მოროკოელი მცველი სრული დატვირთვით ვარჯიშობს და რენთან სათამაშოდ მზადაა. რაც შეეხება ნჯანტუს, ფრანგ ნახევარმცველს დეკემბრიდან მოყოლებული ტრავმა აქვს და ჯერჯერობით სათამაშოდ მზად არ არის.

რენი vs პსჟ – სავარაუდო შემადგენლობები

რენი – სამბა, სეიდუ, რუაუ, ბრასიე, ნორდინი, კამარა, რონგიე, მერლინი, ტამარი, ლეპული, ემბოლო

პარი სენ-ჟერმენი – საფონოვი, ჰაკიმი, მარკინოსი, პაჩო, მენდეში, ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში, კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლა.