ლეგენდების მატჩი ლისაბონში — ლუიშ ფიგუ, მაიკლ ოუენი და კაკა მონაწილეობას მიიღებენ ვარსკვლავურ დაპირისპირებაში. ორშაბათს, 15 სექტემბერს, პორტუგალიის ლეგენდები vs მსოფლიოს ლეგენდები, ლისაბონში.
ჯონ ტერი, პატრის ევრა, ალესანდრო დელ პიერო, კარლეს პუიოლი და ედვინ ვან დერ სარი და სხვები, პორტუგალიის დედაქალაქში თავს ფეხბურთის ლეგენდები მოიყრიან.
ლეგენდების მატჩი ლისაბონში – საქველმოქმედო მიზანი
Sport Global-ის მიერ ორგანიზებული მატჩის მთავარი ამოცანაა €1 მილიონზე მეტი თანხის შეგროვება შერჩეული საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის, მათ შორის უკრაინის წითელი ჯვრისთვის.
შეხვედრას ლისაბონში 50 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრება, ხოლო მილიონობით მაყურებელი მატჩს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან პირდაპირ ეთერში ნახავს.
ორგანიზატორები გეგმავენ „Legends Charity Game“-ის ყოველწლიურ ტრადიციად ქცევას, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, რომელსაც პორტუგალია, ესპანეთი და მაროკო უმასპინძლებენ. ორგანიზაციის მიზანია ყოველწლიურად გაზრდილი მასშტაბით საქველმოქმედო მასშტაბი გაიზარდოს.
პორტუგალიის ლეგენდები vs მსოფლიო ლეგენდები – შემადგენლობა
პორტუგალიის ლეგენდები
კაპიტანი ლუიშ ფიგუ იქნება. მის გვერდით იქნებიან ცნობილი პორტუგალიელი ვარსკვლავები: პეპე, რიკარდუ კარვალიუ, ჟოზე ბოსინგვა, დეკუ, ნანი, ნუნუ გომეში და სხვები.
მსოფლიოს ლეგენდები
მსოფლიოს გუნდის რიგებში ვიხილავთ ისეთ ფიგურებს, როგორებიც არიან: ედვინ ვან დერ სარი, პეტრ ჩეხი, ჯონ ტერი, პატრის ევრა, მაიკლ ოუენი და სხვები.
პორტუგალიის დედაქალქში ევროპას წარმოადგენენ: კარლეს პუიოლი, გაისკა მენდიეტა, იური ჯორკაეფი, გეორგე ჰაჯი, ალესანდრო დელ პიერო და ჰენრიკ ლარსონი.
სამხრეთ ამერიკას წარმოადგენენ: კაფუ, ხავიერ ძანეტი, რობერტო კარლოსი, კაკა და ხავიერ სავიოლა.
მატჩი ბევრ სიმბოლურ დაპირისპირებას გვპირდება: პუიოლი და ლარსონი დაუპირისპირდებიან საკუთარ ყოფილ თანაგუნდელს ბარსელონადან – დეკუს, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონები კრისტიან კარამბე და იური ჯორკაეფი მოედანზე ითამაშებენ 1998 წლის ფინალის მოწინააღმდეგეებთან – რობერტო კარლოსსა და კაფუსთან.
განსაკუთრებული ინტრიგა ექნება ჩელსის 2000-იანი წლების დაცვის წყვილს — ტერი და კარვალიუ ერთმანეთს მეტოქის რანგში დაუპირისპირდებიან. ნანიც ეცდება სძლიოს თავის ყოფილ თანაგუნდელებს მანჩესტერ იუნაიტედიდან – ვან დერ სარსა და ევრას.
საქველმოქმედო მისიები
ბილეთების შეძენა შესაძლებელია Legends Charity Game-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ოფიციალური სტატისტიკისა და ჰაილაითების პარტნიორია Stats Perform, ხოლო Opta უზრუნველყოფს ფართო მონაცემებით სატელევიზიო და მედია პარტნიორებს.
მატჩი ასევე გახსნის წლევანდელ SBC Summit-ს — ბეთინგისა და გეიმინგის ინდუსტრიის უმსხვილეს ფორუმს. შეხვედრა ჩატარდება ან „ჟოზე ალვალადეს“ (სპორტინგი), ან „ეშტადიუ და ლუჟის“ (ბენფიკა) სტადიონზე — ეს დამოკიდებულია ჩემპიონთა ლიგის კალენდარზე.
მონაწილეთა კომენტარები
ლუიშ ფიგუ:
„ყოველთვის სასიამოვნოა ჩემს ქვეყანაში დაბრუნება და ფეხბურთის თამაში, განსაკუთრებით ეროვნული გუნდის ფერებში! იმედი მაქვს, რომ ლისაბონში სავსე სტადიონს ვიხილავთ. ამ ღონისძიებიდან შეგროვებული თანხა მნიშვნელოვან საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.“
კაკა:
„ფეხბურთში გამარჯვება ყოველთვის იყო ჩემი გზის ნაწილი — ის გამოძრავებს და შთაგაგონებს. მე მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ოქროს ბურთი, მაგრამ ამ მატჩში მონაწილეობა განსაკუთრებულია. აქ მთავარი არა გამარჯვება და ანგარიში, არამედ ერთობა, მიზანი და სხვისთვის დახმარებაა. მოუთმენლად ველოდები ლისაბონში მოედანზე გამოსვლას და ყველასთან ერთად ამ გამარჯვების გაზიარებას.“
რასმუს სოიმარკი, Sport Global-ის დამფუძნებელი და CEO:
„ვზრდით ჩვენს საქველმოქმედო ინიციატივებს ამ გამორჩეული მატჩით, რათა დიდი თანხა შეგროვდეს ღირსეული მიზნებისთვის. SBC Summit-თან ერთად მატჩის ჩატარება საშუალებას იძლევა, რომ ფეხბურთისა და ბიზნესის საზოგადოებები გაერთიანდნენ სხვების დასახმარებლად.“
მხარდამჭერი ორგანიზაციები
შეგროვებული თანხა გადანაწილდება შემდეგ ორგანიზაციებზე:
- პორტუგალიის წითელი ჯვარი.
- საერთაშორისო ორგანიზაცია International Alert – საერთაშორისო განგაში.
- Caritas Portugal – პორტუგალიის კარიტასი.
- უკრაინის წითელი ჯვარი.
მაქსიმ დოცენკო, უკრაინის წითელი ჯვრის გენერალური დირექტორი:
„უკრაინაში ომი გრძელდება და სამწუხაროდ, მილიონობით ადამიანს დღემდე სჭირდება დახმარება. ასეთ ინიციატივებს, როგორიცაა Legends Charity Game, აქვს მნიშვნელობა არა მხოლოდ შეგროვებული თანხის გამო, არამედ ეს არის სოლიდარობა და თანაგრძნობა, რომელიც გარდაიქმნება რეალურ დახმარებად. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობს ამ ღონისძიებაში.“
SBC Summit-ის შესახებ
SBC Summit — გეიმინგისა და ბეთინგის ინდუსტრიის უმსხვილესი გამოფენაა. ლისაბონში 30 000-ზე მეტი დელეგატი შეიკრიბება, რათა გაეცნოს ახალ პროდუქტებს, განიხილოს ინდუსტრიის მომავალი და დაესწროს მასშტაბურ კონფერენციას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მშვენიერ ქალაქში.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.