მესის კამპ ნოუზე ვიზიტს ბარსელონას პრეზიდენტი გამოეხმაურა – ბარსელონას პრეზიდენტმა, ხუან ლაპორტამ ლიონელ მესის კლუბში დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს რეალისტური არ არის.
მესიმ კატალონიური გუნდი ორ დეკადაზე დიდხანს ყოფნის შემდეგ, 2021 წელს დატოვა და პარი სენ-ჟერმენში გადავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს ბარსელონაში დარჩენა სურდა.
კატალონიელებსაც სურდათ ლიონელ მესის შენარჩუნება, თუმცა ფინანური საკითხების გათვალისწინებით, გარანტირებულად ვერ ახერხებდნენ მესის დარეგისტრირებას გუნდში. არგენტინელი სუპერვარსვკლავი ინტერ მაიამიში 2023 წელს აღმოჩნდა და კლუბთან ახალი კონტრაქტი გასულ ოქტომბერში გააფორმა.
ბარსელონას დატოვების შემდეგ, ლაპორტას არა ერთხელ აღუნიშნავს ინტერვიუებში, რომ კატალონიური გუნდი მესისთან ‘მორალურ ვალშია’ და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არგენტინელმა კარიერა ბლაუგრანაში დაასრულოს.
ლაპორტა, რომელიც კატალონიური კლუბის მფლობელობაში 2003-წლიდან 2010 წლამდე იყო და პაუზის შემდეგ დაკავებულ პოსტს 2021 წელს დაუბრუნდა, მესის საიდუმბლო ვიზიტს კამპ ნოუზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელის ბარსელონაში დაბრუნება არარეალისტურია.


“ბარსელონა ყველა ჩვენგანზე მაღლა დგას. მესის დაბრუნება არარეალისტურია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვსურს, კლუბში არის ისეთი სიტუაცია, როგორიც არის.”
“კლუბის სტაფის, ყველა წევრის და მოთამაშეების პატივისცემიდან გამომდინარე, ახლა მესის დაბრუნებაზე სპეკულაცია ჩემი მხრიდან მართალი არ იქნება, ამ მომენტისთვის ეს არარეალისტურია”, – აღნიშნა 63 წლის პრეზიდენტმა კატალონიურ რადიოში.
ლა მასიას აკადემიის ყველაზე წარმატებული პროდუქტს, ლიონელ მესის ბარსელონაში 778 მატჩი აქვს ჩატარებული, მის აქტივში 672 გოლი და 303 შედეგიანი გადაცემაა, რაც ორივე შედეგით სარეკორდოა კლუბის ისტორიაში. 10-გზის ლა ლიგის ჩემპიონი და 4-გზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს ბარსელონას მაისურით 8-დან 7 ოქროს ბურთიც აქვს მოგებული.
მიიღე ფასდაკლება setantasports.com-ზე
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.