სარჩევი
კვარაცხელიას ულამაზესი გოლი - პსჟ ბოლო წუთზე დამარცხდა | Setanta Sports

კვარაცხელიას საოცარი გოლი – უეფას ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-7 ტურში მოქმედი ჩემპიონი პარი სენ-ჟერმენი ლისაბონის სპორტინგს ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში ქულები დაკარგა.

ლუის ენრიკეს გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო – პარიზელთა შემტევ ხაზში გამორჩეული დეზირე დუე, რომელიც სწრაფი გადაადგილებით თავისუფალ ზონებს ითვისებდა და ძირითადი ქაოსი მეტოქის დაცვის ხაზში სწორედ მას შეჰქონდა. პსჟ პირველ ტაიმში სრულიად აკონტროლებდა თამაშის მიმდინარეობას – ფლობდა ბურთს და ქმნიდა მომენტებს, თუმცა გოლის გატანამდე საქმე ვერ მიდიოდა. კარისკენ განხორციელებული 15 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდი შესვენებაზე ნულოვანი ფრით გავია და მეორე ტაიმში მოედანზე ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაცვიხილეთ.

კვარაცხელია მოედანზე 66-ე წუთზე გამოვიდა – ქართველი თამაშში მაიულუს ნაცვლად ჩაერთო და ჩვეული მარცხენა ფლანგი დაიკავა. მატჩის 74-ე წუთზე, კოლუმბიელმა ლუის სუარესმა პსჟ-ს საჯარიმოში არეულობით ისარგებლა, სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა და შევალიეს კარი დალაშქრა. ზუსტად 5 წუთში, ხვიჩა კვარაცხელიამ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ანგარიში ულამაზესი გოლით გაათანაბრა და ლუის ენრიკეს გუნდმა თითქოს მუხტი დაიჭირა, თუმცა მატჩის მიწურულს, 90-ე წუთზე სპორტინგმა გამარჯვება მაინც შეძლო – ტრინკაოს დარტყმული შევალიემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ისევ ლუის სუარესი აღმოჩნდა და კოლუმბიელმა პარიზული კლუბის კარში დუბლი გაიფორმა.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 5 მატჩში უკვე 3 გოლი დაუგროვდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი მოედანზე კომპენსირებულ დროში, ტრინკაოს ნაცვლად ჩაერთო.

პარი სენ-ჟერმენი ამ მარცხის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფაზის საუკეთესო რვა გუნდში ჯერ კიდევ რჩება. ბოლო ტურში პარიზელები ნიუკასლ იუნაიტედის წინააღმდეგ მატჩს პარკ დე პრანსზე გამართავენ.

რაც შეეხება სპორტინგს, ამ მოგების შემდეგ ლისაბონელებმა პირდაპირ მერვედფინალში გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს – ქოჩორას გუნდს 13 ქულა აქვს და პსჟ-ს მხოლოდ ბურთების უარესი შეფარდების გამო ჩამორჩება. სპორტინგი ბოლო ტურში ბილბაოს წინააღმდეგ გასვლით მატჩს ჩაატარებს.

ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩის ხილვა setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.