ლივერპულის ყოფილმა თავდამსხმელმა, ემილ ჰესკიმ Liverpool Echo-სთან ინტერვიუში მოჰამედ სალაჰის შემცვლელზე ისაუბრა და ეგვიპტელის ადგილის დაკავების იდეალურ კანდიდატად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
NEWS26 – თვის გამოწერა
YEAR26 – წლის გამოწერა
მოჰამედ სალაჰს ლივერპულთან 1,5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, მიმდინარე სეზონის შედეგებიდან გამომდინარე, გავლენიან გამოცემებში აქტიურად იწერება იმის თაობაზე, რომ ეგვიპტელი გუნდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიცვლის.
მოჰამედი ლივერპულის ისტორიაში მესამე საუკეთესო ბომბარდირი კია, თუმცა ამ სეზონში ყველა ტურნირზე გატანილი 7 გოლი მის 9-წლიან კარიერაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია და იქიდან გამომდინარე, რომ ეგვიპტელს სათადარიგო მოთამაშეობას არ ეგუება, დიდი შანსია სალაჰმა ‘წითლები’ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს.
ბრიტანული გავლენიანი გამოცემები სალაჰს ძირითადად საუდის არაბეთის კლუბებს უკავშირებენ, The Athletic-ის ცნობით, ‘ალ იტიჰადი’ მზადაა ეგვიპტელს მსუყე კონტრაქტი დაუდოს.
ლივერპულის ყოფილი თავდამსხმელი, ემილ ჰესკი სალაჰის ალტერნატივად ლივერპულში ხვიჩა კვარაცხელიას მოიაზრებს:
“ვფიქრობ, სალაჰის შეცვლა ლივერპულში წარმოუდგენლად რთული იქნება. შესაძლოა, მწვრთნელს ეგვიპტელის წასვლის შემდეგ ფორმაციის შეცვლაც მოუწიოს. თუ სალაჰის შეცვლის კანდიდატებზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ ხვიჩა კვარაცხელია იდეალური ვარიანტია. ის სალაჰისგან განსხვავებულია, თუმცა თამაშის შეცვლა შეუძლია”
კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენთან 2029 წლამდე გათვლილი კონტრაქტი აკავშირებს. ქართველი პარიზულ გუნდს 2025 წლის იანვარში შეუერთდა.