კვარას ასისტი, ვიტინიას ჰეტრიკი – ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა საკუთარ მოედანზე ლონდონის ტოტენჰემი მიიღო და სანახაობრივ მატჩში გაიმარჯვა (5:3).
პსჟ vs ტოტენჰემი – სრული ჩანაწერი
უყურე ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩს setantasports.com-ზე
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.


პარიზელთა ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ თავი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. ხვიჩას რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდა გოლის გატანის და რეაქტიული იყო შეტევაშიც და დაცვაშიც.
ვიტინიამ ტოტენჰემის წინააღმდეგ კარიერის პირველი ჰეტრიკი შეასრულა, ლუის ენრიკეს გუნდის ნახევარდაცვის ლიდერმა ორი გოლი ეფექტური შორეული დარტყმით გაიტანა, ხოლო ბოლოს თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
ტომას ფრანკის გუნდზე მხოლოდ კომპლიმენტების თქმა შეგვიძლია, ჩრდილო-ლონდონელები სწრაფ და რეაქტიულ პსჟ-ს ფეხბურთელებს ტოლსწორად ეთამაშნენ მთელ რიგ მომენტებში და ორჯერ გავიდნენ წინ, თუმცა პსჟ გაშვებულ გოლებზე სწრაფად რეაგირებდა და საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ტოტენჰემში გადმოსვლის შემდეგ უდავოდ საუკეთესო თამაში ჰქონა პსჟ-ს ყოფილ ფეხბურთელს, რანდალ კოლო მუანის, რომელმაც ინგლისელების გატანილ სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 1 ასისტი).
პსჟ მოგებული მატჩის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფაზაში მეორე ადგილზეა და ლიდერ არსენალს 3 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება ტოტენჰემს, დეზები მე-16 ადგილზე არიან და მერვეადგილოსან სპორტინგს 2 ქულით ჩამორჩება.
კვარაცხელიას პსჟ შემდეგ მატჩს საფრანგეთის ჩემპიონატში მონაკოს წინააღმდეგ გამართავს. ტოტენჰემი კი პრემიერ ლიგაში თანაქალაქელ ფულემს უმასპინძლებს.