სარჩევი
კრიზისი ლივერპულში - მანჩესტერმა ენფილდზე მოიგო | Setanta Sports

კრიზისი ლივერპულში – მანჩესტერმა ენფილდზე მოიგო და მერსისაიდელებს ყველა ტურნირზე ზედიზედ ოთხმატჩიანი წაგებათა სერია აქვთ.

არნე სლოტის გუნდს აშკარად პრობლემები აქვს, ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუნდი კრიზისშია და სასწრაფოდ სჭირდება რეაბილიტაცია.

ენფილდზე გამართული ინგლისური კლასიკა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ქართველ გულშემატკივრებში გიორგი მამარდაშვილის გამო, რომელიც ამ დიდი საფეხბურთო ისტორიის ნაწილი გახდა და შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე გამორჩეულ საკლუბო დაპირისპირებაში ითამაშა.

ლივერპულისა და მანჩესტერის ისტორიული დაპირისპირება პრემიერ ლიგის მე-8 ტურში ქართველმა მაყურებელმა Setanta Sports1-ზე და setantasports.com-ის პლატფორმაზე იხილა.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ლივერპლი ენფილდზე ისტორიულ მტერთან, მანჩესტერ იუნაიტედთან დამარცხდა და ლიდერ არსენალთან ჩამორჩენა აქხლა უკვე 4-ქულიან ნიშნულს გაუტოლდა.

რა ვნახეთ ენფილდზე

ისტორიული დატვირთვიდან გამომდინარე მაყურებლის მოლოდინი გამართლდა და ფანებმა დინამიური, სანახაობრივი და დაძაბული ინგლისური დერბი იხილა ენფილდზე.

ასეთ თამაშებში ენფილდზე განწყობა გაორმაგებულია ხოლმე და ამჯერადაც, სქაუზერებმა ჩვეული ატმოსფერო შექმნეს, თუმცა მბიუმოს მიერ გატანილი გოლი მეორე წუთზე შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მასპინძლებისთვის.

თითქოს მოედანზე მერსისაიდელთათვის ყველაფერი წესრიგში უნდა ყოფილიყო, დაწყებული მაგიური You’ll Never Walk Alone-ით და დამთავრებული ოპტიმალური შემადგენლობით, თუმცა ენფილდზე გამოჩნდა, რომ მერსისაიდელებს მომენტების რეალიზების პრობლემა აქვთ.

პირველ ტაიმში სლოტის გუნდი ბურთს ფლობდა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, თუმცა გაკპოს დარტყმული ძელს მოხვდა, ხოლო ისაკმა ერთი-ერთზე ლამენსის კარი ვერ აიღო.

ლივერპულის კონტროლს მანჩესტერ იუნაიტედი სწრაფი გადაკიდებებით და კონტრშეტევებით პასუხობდა. პირველ ტაიმში ბრუნო ფერნანდესსაც შეექმნა რეალური საგოლე მომენტი, თუმცა კაპიტნის დარტყმული ძელმა აისხლიტა.

სლოტის გუნდს პრობლემები აქვს დაცვის ხაზშიც, სადაც გაუგებარი ქმედებების გამო გიორგი მამარდაშვილს მოუწია ჯერ მბიუმოს წინააღმდეგ მცველივით თამაში, ხოლო შემდეგ დამატებაზე მეისონ მაუნტსაც აუღო რთული ბურთი.

მატჩის მეორე ტაიმში ლივერპულმა შეტევა გააძლიერა და ერთდროულად მოედანზე რაღაც მომენტში – ალექსანდერ ისაკი, ჰუგო ეკიტიკე, ფლორიან ვირცი, კოდი გაკპო და მოჰამედ სალაჰი იყვნენ.

წითლებისთვის შედეგიანი აღმოჩნდა მოედანზე ფედერიკო კიეზას გამოსვლა, რომელმაც მანჩესტერის დაცვაში ქაოსი შეიტანა და მერსისაიდელებს მომენტებიც შეექმნათ. ერთ-ერთი ასეთი ქაოსის დროს, კიეზას გადაცემა კოდი გაკპომ აქცია გოლად და ანგარიშიც გათანაბრდა.

ლივერპული კვლავ აგრძელებდა მეტოქეზე ზეწოლას, თუმცა მანჩესტერს მხოლოდ ერთი შეტევა დასჭირდა იმისთვის, რომ კვლავ ლიდერობა დაებრუნებინა. ბრუნოს ჩაწოდებული ბურთი ჰარი მაგუაიერმა თავით მამარდაშვილის კარში გადაგზავნა, რითაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა (1:2).

პრემიერ ლიგის 8 ტურის შემდეგ, ლივერპული მესამე ადგილზეა და ლიდერ არსენალს 4 ქულით ჩამორჩება, რაც შეეხება მანჩესტერს, ამორიმის გუნდი ამ მოგებით ცხრილში მე-9 ადგილამდე დაწინაურდა და ოთხეულთან ორ ქულაშია.

ლივერპული vs მანჩესტერი – მიმოხილვა

ლივერპულის შემდეგი თამაშები

ჩემპიონთა ლიგაზე მერსისაიდელები 22 ოქტომბერს ფრანკფურტში, ადგილობრივ აინტრახტს შეხვდებიან. სლოტის გუნდს ევროტურნირზეც უჭირს, სადაც ბოლოს გალათასარაისთან დამარცხდა (0:1).

პრემიერ ლიგის შემდეგ ტურში არნე სლოტის გუნდი ბრენტფორდს ესტუმრება. ოქტომბრის თვის ბოლო მატჩს სქაუზერები 28 ოქტომბერს, EFL თასზე კრისტალ პალასის წინააღმდეგ გამართავენ.

ფაქტია, რომ საჭიროა ცვლილებები, რაზეც ლივერპულის ფანები ფორუმებზე უკვე ლაპარაკობენ. საინტერესოა, თუ როგორ გაუმკლავდება არნე სლოტის გუნდი ამ კრიზისს. რესურსი რომ ამ გუნდს არ აკლია, ეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამაც გვიჩვენა.

ქართველი გულშემატკივრებისთვის ლივერპულის შემდეგი თამაშები განსაკუთრებით საინტერესო საყურებელი იქნება, რადგან ალისონის ტრავმის გამო წითლების კარში მინიმუმ შემდეგი ორი კვირა გიორგი მამარდაშვილს ვიხილავთ.

მამარდას თამაშების ყურება Setanta Sports-ის არხებსა და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეგიძლიათ.

ტრივიას მოყვარულებისთვის, გთავაზობთ ლივერპულისა და მანჩესტერის ურთიერთშეხვედრებიდან 11-კითხვიან ქვიზს:

ქვიზი – ლივერპული vs მანჩესტერი