სარჩევი
ხვიჩა კვარაცხელია მე-12 - ოქროს ბურთი 2025 | Setanta Sports

კვარა მსოფლიოში მე-12-ეა. ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთი 2025-ის დაჯილდოებაზე კვლავ 30 ნომინანტს შორის იყო.

ტრადიციულად ოქროს ბურთის ადგილები 30-დან მე-11 პოზიციის ჩათვლით დაჯილდოების დღეს, ცერემონიალის დაწყებამდე, თანდათან გასაჯაროვდა.

ხვიჩა კვარაცხელია კი პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოსთვის ბრძოლაში მე-12 ადგილზე გავიდა.

ცხადია, საუკეთესო 10-ეულს ველოდით, თუმცა მე-12 ადგილიც საუცხოო შედეგია. ხვიჩამ ამ მაჩვენებლით მისი წინა შედეგი, მე-17 ადგილი გააუმჯობესა, რომელიც ნაპოლიში სადებიუტო სეზონის შემდეგ დაიკავა.

ქართველი ფეხბურთელებიდან ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში საუკეთესო შედეგი კვლავ რამაზ შენგელიას აქვს. დინამო თბილისის შემტევი 1981 წელს მე-7 ადგილზე გავიდა.

დინამოს ოქროს თაობის გუნდიდან იმავე წელს, ალექსანდრე ჩივაძე მე-8 პოზიციაზე, ხოლო დავით ყიფიანი მე-11 ადგილზე გავიდა.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ქართველები და ოქროს ბურთი

ოქროს ბურთზე ქართველი ფეხბურთელების შედეგი ასე გამოიყურება:

1961 მე-17-22-ე. მიხეილ მესხი (4 ხმა) 23-27-ე. სლავა მეტრეველი (3 ხმა)

1965 მე-17-24-ე. სლავა მეტრეველი (2 ხმა)

1968 24-32-ე მურთაზ ხურცილავა (1 ხმა)

1972 მე-11-14. მურთაზ ხურცილავა (3 ხმა)

1981 მე-7. რამაზ შენგელია (10 ხმა) მე-8. ალექსანდრე ჩივაძე (9 ხმა) მე-11-15. დავით ყიფიანი (6 ხმა)

2023 მე-17 ხვიჩა კვარაცხელია.

2025 მე-12 ხვიჩა კვარაცხელია.

მალევე შემოგთავაზებთ სტატიას, თუ როგორ გადანაწილდა ხმები ოქროს ბურთზე საქართველოდან.

ოქროს ბურთი 2025 – პირდაპირი რეპორტაჟი პლატფორმასა და არხზე 21:00 საათიდან დაიწყება. კომენტატორები კი ცერემონიალის დასკვნითი ნაწილიდან, 22:30 წუთიდან ჩავერთვებით.