სარჩევი
იურგენ კლოპი Red Bull-ის გლობალური ფეხბურთის ხელმძღვანელის როლზე | Setanta Sports

იურგენ კლოპი როგორც Red Bull-ის გლობალური ფეხბურთის ხელმძღვანელი – ახალი რეგალია გერმანელმა სპეციალისტმა, ოფიციალურად, 1-ლი იანვრიდან მოირგო.

კლოპს ბევრი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, თუმცა მისი მიღწევები მოკლედ გავიხსენოთ.

კლოპომ მაინცი ბუნდესლიგაში ამოიყვანა, დორტმუნდით ბუნდესლიგის სატიტულო დუბლი და გერმანიის თასი გაიფორმა, ხოლო ლივერპულით პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მერსისაიდული გუნდი პრემიერ ლიგაში კვლავ ერთ-ერთ წამყვან კლუბად აქცია.

აქტიური სამწვრთნელო კარიერა იურგენ კლოპმა 2024 წლის მაისში დაასრულა.

იურგენ კლოპი – Red Bull-ის გლობალური ფეხბურთის ხელმძღვანელი

2025 წლის 1-ლი იანვრიდან კი ჰერ იურგენმა ახალი როლი მოირგო. ის Red Bull-ის გლობალური ფეხბურთის მიმართულების ხელმძღვანელია.

კლოპი Red Bull-ის ქოლგის ქვეშ მყოფი კლუბების ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ჩაერევა, თუმცა კლუბების სპორტულ დირექტორებს აქტიურად დაეხმარება. 57 წლის გერმანელის სტრატეგიული ხედვა დაეხმარება მწვრთნელბსა და სპორტულ დირექტორებს განვითარებაში. ასევე, ის Red Bull-ის სკაუტინგის საოპერაციო მიმართულებასაც დაეხმარება.

“ტექნიკურ ზონაში, თითქმის, 25-წლიანი ყოფნის შემდეგ, ასეთ პროექტში მონაწილეობით აღფრთოვანებული ვარ.

შესაძლოა ჩემი როლი შეიცვალა, თუმცა ჩემი ვნება და ჟინი ფეხბურთისა და მისი მამოძრავებელი ადამიანების მიმართ იგივე დარჩა.”

იურგენ კლოპი

მას შემდეგ რაც კლოპმა აქტიური სამწვრთნელო კარიერა შეწყვიტა, ის ბუნდესლიგის ორ მატჩს დაესწრო – პირველს, 2024 წელს, მშობლიურ მაინცში, ხოლო მეორეს ბუნდესლიგის მეორე წრის პირველ ტურში ლაიფციგში.

Red Bull არენაზე ლაიფციგმა ვერდერი 4-2 დაამარცხა. მთავარი სფოთლაითი ტრიბუნებზე სწორედ იურგენზე იყო, რომელიც მატჩს ლაიფციგის მმართველ დირექტორ მარსელ შეფერთან და Red Bull-ის გლობალური ფეხბურთის სპორტულ დირექტორ, მარიო გომესთან ერთად დაესწრო.

იურგენ კლოპის პრესკონფერენცია

მის ახალ როლსა და ფუნქციებზე იურგენ კლოპი პრესკონფერენციას გამართავს. გერმანელი სპეციალისტი მედიის კითხვებს სამშაბათს, 14 იანვარს უპასუხებს.

პრესკონფერენცია ავსტრიაში, ზალცბურგში ადგილობრივი დროით 14:00 საათზე, ხოლო საქართველოს დროით 17:00 საათზე გაიმართება.

მას Setanta Sports-ის გუნდიც დაესწრება. იურგენ კლოპს კითხვებს ალექსანდრე გაბრიჩიძე დაუსვამს.

კლოპთან ერთად პრესკონფერენციას ოლივერ მინცლაფის ჩაატარებს, რომელიც Red Bull-ის კორპორატიული პროექტებისა და ინვესტირების მიმართულების აღმასრულებელი ხელმძღვანელია.