სარჩევი
Liverpool Complete £125m Alexander Isak Transfer – British Record Deal | Setanta Sports

ზაფხულის ყველაზე დიდი სატრანსფერო საგა დასასრულს მიუახლოვდა და ალექსანდერ ისაკი ლივერპულში სულ მალე გადავა.

შვედი ფეხბურთელის ტრანსფერი ლივერპულში რეკორდული – 125 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეთანხმდა.

ისაკი ლივერპულში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის და მერსისაიდულ კლუბთან 2031 წლამდე გათვლილ კონტრაქტს გააფორმებს.

პრემიერ ლიგის ტრანსლაციების ყურებას მაყურებელი ქართული კომენტირებით setantasports.com-ზე შეძლებს.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ალექსანდერ ისაკი ლივეპრულის სატრანსფერო მიზნების სიაში სეზონის დაწყებისთანავე იყო.

პრობლემა ნიუკასლის ხელმძღვანელობისგან შეიქმნა, რომელმაც მერსისაიდელთა პირველი შეთავაზება დაბლოკა და ყველაფერი გააკეთა ფორვარდი შეენარჩუნებინა.

საპასუხოდ ისაკმა საჯარო ოფიციალური წერილიც კი დაწერა, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ტაინსაიდური კლუბის დატოვება სურდა და ამ კლუბში თამაშზე უარი თქვა.

შემდეგ იყო ედი ჰაუს განცხადებები, სადაც სპეციალისტი მუდამ აღნიშნავდა, რომ შვედი ფეხბურთელი ნიუკასლის ნაწილია და არ სურდა ისაკის გაშვება.

28 აგვისტოს, ნიკ ვოლდემატეს დამატებით ფაქტობრივად ფარდა აეხადა ალექსანდერ ისაკის მომავალს და დღეს ტაინსაიდური კლუბი მერსისაიდელთა შეთავაზებას დათანხმდა.

რეკორდული ტრანსფერი – 125 მილიონი გირვანქა

ისაკი ლივერპულში - რეკორდული ტრანსფერი შეთანხმებულია | Setanta Sports

აქამდე რეკორდული პრემიერლიგური ტრანსფერი 2023 წელს, ჩელსიმ განახორციელა მოიზეს კაისედოს შეძენით, მაშინ ლონდონელებმა 115 მილიონი გირვანქა გადაიხადეს ეკვადორელ ნახევარმცველში.

ბუნებრივია, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გუნდები აქტიურად ახორციელებენ ტრანსფერებს.

სულ რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს ნაკრების ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი შეთანხმდა ვილიარეალში.

ლივერპული ისაკთან ერთად – ჩემპიონების განაცხადი

არნე სლოტის გუნდმა შვედი სუპერვარსკვლავის შეძენით განაცხადი გააკეთა, რომ ამ სეზონში ყველა ტურნირის მოგებისთვის იბრძოლებს.

პრემიერ ლიგის სამი ტურის შემდეგ მერსისაიდელებმა სამივე მატჩი მოიგეს და ტურნირს უდანაკარგოდ ლიდერობენ.

ბოლო ინტერვიუებში ჰოლანდიელი მწვრთნელი აღნიშნავდა, რომ თუ გუნდის გაძლიერების შესაძლებლობა მიეცემოდა, ამას აუცილებლად გააკეთებდა.

ალექსანდერ ისაკი ლივერპულისთვის ამ ზაფხულში ჯერემი ფრიმპონგის, უგო ეკიტიკეს, მილოშ კერკეჟის, ჯოვანი ლეონის, გიორგი მამარდაშვილის, ფლორიან ვირცის, ფრედი ვუდმენის და უილ რაითის შემდეგ მე-10 შენაძენი გახდა.

ტუმცა, სლოტი გაჩერებას არ აპირებს. ფანჯრის დახურვამდე ბოლო საათებში მერსისაიდელები კრისტალ პალასის მცველის, მარკ გეჰის გაფორმებას შეეცდებიან.