იოკოჰამა vs ლივერპული – მერსისაიდელები იაპონურ ტურნეს იოკოჰამასთან ამხანაგური მატჩით იწყებენ. ეს იქნება კლუბის პირველი ვიზიტი იაპონიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში.
გიორგი მამარდაშვილს ძირითად შემადგენლობაში ველით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ალისონ ბეკერმა აზიური შეკრება დატოვა.
იოკოჰამა vs ლივერპული – პირდაპირი რეპორტაჟი
შეხვედრა ნისანის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.
მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ზე, Setanta Sports-სა და ჩვენს Youtube არხზე შეძლებთ.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
იოკოჰამა – დახასიათება
იაპონური კლუბი დაარსდა 1972 წელს როგორც Nissan Motor, ხოლო 1992 წლიდან J. ლიგაში მონაწილეობს უკვე იოკოჰამა მარინოსის სახელით. 1999 წელს ის შეუერთდა იოკოჰამა ფლუგელსს, რის შემდეგაც სახელში დაემატა „F.“
კლუბის მთავარი საშინაო არენა – ნისანის სტადიონია, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახლახანს ჰიდეო ოშიმამ აინაცვლა, რომელიც მანამდე ასისტენტის პოზიციაზე მუშაობდა. მისი მიზანია გუნდის გადასარჩენად ბრძოლა სეზონის ბოლომდე, რომელიც დეკემბერში დასრულდება.
მარინოსმა ხუთჯერ მოიგო იაპონიის უმაღლესი ლიგა (J1 League), ბოლოს 2022 წელს. კლუბი ასევე ორჯერ დაეუფლა ტიტულს ზედიზედ, 2003 და 2004 წლებში. იოკოჰამას აქტივების უმრავლესობას Nissan ფლობს, ხოლო 2014 წლიდან წილი აქვს City Football Group-საც.
აღსანიშნავია, რომ იოკოჰამა ერთადერთი გუნდია კაშიმა ანტლერსთან ერთად, რომელიც J1 ლიგის დაარსებიდან დღემდე უმაღლეს დივიზიონში უწყვეტად ასპარეზობს.
2024 წელს კლუბს ავსტრალიელი ჰარი კიუელი – ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის გამარჯვებული – წვრთნიდა, რაც კიდევ უფრო ამყარებს კავშირს ინგლისურ გრანდთან.
გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში
მამარდა მერსისაიდელთა რიგებში მე-3 მატჩს ჩაატარებს. პრესტონსა და მილანთან საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარემ 45-45 წუთი ითამაშა.
ახლა კი საინტერესო სიახლეა არნე სლოტის გუნდში, მეკარის პოზიციაზე. ალისონ ბეკერმა შეკრება პირადი მიზეზების გამო დატოვა.
ეს კი ცხადია, მამარდაშვილის სათამაშო დროს პირდაპირ პროპორციულად გაზრდის.
ბრაზილიელი არ გამოჩენილა გუნდის ღია ვარჯიშზე JFA Dreamfield-ის ბაზაზე და უკვე გამგზავრებულია მერსისაიდში.
კლუბის ცნობით, ბეკერი კვლავ შეუერთდება გუნდს, როცა ის AXA Training Centre-ში დაბრუნდება. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ იოკოჰამასთან სასტარტოში გიორგი მამარდაშვილი გამოჩნდება – ქართველ მეკარეს კარგი შანსი ეძლევა, თავი წარმოაჩინოს მორიგ ამხანაგურ მატჩში.
ლივერპულისთვის ეს იქნება მეორე და ბოლო ამხანაგური შეხვედრა აზიური ტურნეს ფარგლებში – შაბათს გუნდი ჰონგ კონგში 2:4 დამარცხდა მილანთან კაი ტაკის სტადიონზე გამართულ მატჩში.
ალისონი გახდა ლივერპული მე-3 ფეხბურთელი, ვინც შეკრება ვადაზე ადრე დატოვა. მანამდე ჯო გომესმა აქილევსი მყესის პრობლემის გამო, შინ, გაერთიანებულ სამეფოში გასწია, ხოლო ლუის დიასმა ბაიერნში ტრანსფერის გამო რეკორდმაისტერისკენ გასწია.
საწვრთნელ პროცესს კი დაუბრუნდა ალექსის მაკ ალისტერი, თუმცა ბოლო ვარჯიშის ნაკვალევის ფოტო თავად არგენტინელმა გამოაქვეყნა.
მისივე თქმით და ხუმრობით დაწერილი ფოტოს აღწერის მიხედვით, ახალწვეულ უგო ეკიტიკეს, საკმაოდ მძლავრი დარტყმა ჰქონია, რომლის შედეგადაც მაკ ალისტერს თვალი ჩაულურჯდა.
უგო ეკიტიკეს დებიუტს ლივერპულის რიგებში, სწორედ იოკოჰამას წინააღმდეგ ელიან.
რთული სათქმელია ითამაშებს თუ არა მაკ ალისტერი, რომელმაც წინა სეზონის ბოლო ორი მატჩი კლუბში გამოტოვა. შემდეგ, იმავე უცნობი დაზიანების გამო მან არგენტინის ნაკრებშიც იუქმა და ახლა უკვე ზაფხულში, შეკრებაზე ყოფნის მიუხედავად, არც მანამდე პრესტონსა და არც შემდეგ მილანთან უთამაშია.
ასევე, ველით ფლორიან ვირცის გაბრწყინებასაც. როგორც გასული სეზონის მიწურულს, არნე სლოტი ამბობდა, მას ახალი იარაღი სჭირდებოდა, ფლორიანზე დიდი ავანსია გაცემული და წითლების ქომაგები მის გამართლებას ამხანაგურებიდანვე ელიან.
ჯერ-ჯერობით რაც საწვრთნელ შეკრებაზე ჩანს, კუთხურებს ტრენტის წასვლის შემდეგ ვირცი შეასრულებს, შესაძლოა, ეს საჯარიმოს სიახლოვეს საჯარიმო დარტყმებსაც შეეხოს.
ლივერპულის ბოლო ვარჯიშიდან, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გასაჯაროვდა და ეს გრძელ მანძილზე მოწოდებული აუტებია, რომელსაც ფეხბურთელები სტანდარტულის მწვრთნელთან ერთად ამუშავებდნენ.
იოკოჰამასთან ნაკლებად, თუმცა უკვე პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე, ვინ იცის, როგორ გამოადგეს, რორი დელაპისეული აუტები სლოტის გუნდს.
აქვე, მომდევნო ამხანაგურ შეხვედრებს ლივერპული ბილბაოს ატლეტიკთან გამართავს. ერთ დღეს ინგლისური-ესპანური ორი დაპირისპირება იქნება, პირველი და მეორე გუნდების მონაწილეობით. ამ მატჩების ხილვაც setantasports.com-ზე შეგეძლებათ.