სარჩევი
ინტერი vs მილანი - უყურე დერბი დელა მადონინას setantasports.com-ზე | Setanta Sports

ინტერი vs მილანი – იტალიური საფეხბურთ კლასიკა, ისტორიული სანახაობა, რომელმაც არა მხოლოდ ერთი ქალაქი, არამედ მთელი მსოფლიო მოიცვა – ნერაძური და როსონერი დღეს ისტორიას გააგრძელებენ და ჯუზეპე მეაცაზე შექმნილ ელექტრულ ატმოსფეროში მორიგ სანახაობას დადგამენ.

დერბი დელა მადონინას პირდაპირი რეპორტაჟი Setanta Sport 1-ზე და setantasports.com-ის პლატფორმაზე 23 ნოემბერს, 23:45 სთ-ზე დაიწყება.

უყურე დერბი დელა მადოინინას setantasports.com-ზე

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდი დერბის გარკვეული დანაკლისით ხვდება, დელა მადონინას მსგავსი საბაბი ნაკლებად აინტერესებს. თითოეული შეხება, თითოეული დუელი და ტაქტიკური ბიძგი მნიშვნელოვანი იქნება ჯუზეპე მეაცაზე.

დაუბრუნებს თუ არა ინტერის იმპულსი ნერაძურის იტალიის ჩემპიონატში პირველ ადგილს? თუ მილანი შეძლებს მდგრადობის შენარჩუნებას და კონტრშეტევებზე აწყობილი ფეხბურთით შავ-ლურჯების დასჯას და დაიბრუნებს დიდებას? ლეგენდარული სტადიონი დრამას, ათასობით ადამიანის შეუპოვარ ქომაგობას და იმპულსის ცვალებად ტალღებს ელის.

მილაუნური უხეში, დრამატული და სანახაობრივი მეტოქეობის 245-ე თავი მსაჯის სასტვენისთანავე დაიწყება და ამას მაყურებელი Setanta Sport-ის ეთერში იხილავს.

ინტერი დერბი დელა მადონინაში ბოლო დროს არც ისე კარგად გამოიყურება. საინტერესოა, რომ ნერაძურიმ 2024 წლის აპრილში მილანთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 მატჩში მილანის, იუვენტუსის და ნაპოლის წინააღმდეგ (5 ფრე, 6 წაგება) ვერც ერთი გამარჯვება მოიპოვა.

ამავე დროს, მილანს ბოლო ორი ‘გასვლითი’ დერბი მოგებული აქვს ინტერის წინააღმდეგ. დღეს წარმატების შემთხვევაში, როსონერი 2003 წლიდან 2005 წლამდე დაფიქსირებულ შედეგს გაიმეორებს, როცა ნერაძურის წინააღმდეგ ზედიზედ სამი გასვლით მატჩი მოიგეს.

ინტერი vs მილანი – სკუდეტოს კონტენდერები

იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი ძალიან დაძაბულია – ამ მომენტისთვის ნაპოლია პირველ ადგილზე, თუმცა კონტეს გუნდს ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული, ვიდრე ინტერს, რომას და მილანს.

მიუხედავად იმისა, რომ დერბი დელა მადონინას დამატებით ინტრიგა არასდროს სჭირდება, უნად აღინიშნოს, რომ დღევანდელი თამაში სატურნირო თვალსაზრისითაც ძალიან გამორჩეულია. წარმატების შემთხვევაში, ორივე გუნდს აქვს შანსი სერია ა-ს სათავეში ჩაუდგეს. ამ მომენტისთვის ინტერი ლიდერ ნაპოლის მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, ხოლო როსონერის ჩამორჩენა ლიდერთან 3 ქულაა.

ინტერი სანაკრებო პაუზაზე ლაციოს დამარცხებით გავიდა (2:0) – ეს ნერაძურის ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იყო ყველა ტურნირზე. აღსანიშნავია, რომ ინტერს ბოლო 12 მატჩიდან 11 მოგებული აქვს – ერთადერთი მარცხი კივუს გუნდმა ოქტომბერში ნაპოლის წინააღმდეგ იწვნიეს (1:3).

ამ სვლის დროს ინტერმა 28 გოლი გაიტანა (2.3 საშუალოდ ერთ მატჩში) და გაუშვა მხოლოდ 7 (0.6 საშუალოდ ერთ მატჩში).

კივუს გუნდის ლიდერმა – ლაუტარო მარტინესმა ლაციოსთან გამართულ მატჩში გატანილითი გოლით გამოიჩნა თავი და არგენტინელს 2025 წელს იტალიის ჩემპიონატში უკვე 10 გოლი დაუგროვდა – ამ შედეგით ის გახდა მეოთხე ფეხბურთელი, რომელსაც შვიდ სხვადასხვა კალენდარულ წელში ინტერის მაისურით იტალიის ჩემპიონატში 10 ან მეტი გოლი აქვს გატანილი. აქამდე ეს ალესანდრო ალტობელი (7-ჯერ), ბენიტო ლორენციმ და ჯუზეპე მეაცამ (ორივემ 8-ჯერ) გააკეთეს.

მილანს დერბი დელა მადონინაში 5-მატჩიანი წაუგებელი სერი აქვს ყველა ტურნირზე (სერია ა, კოპა იტალია და სუპერკოპა იტალიანა) 3 მოგება და 2 ფრე. მანამ სანამ ეს სერია დაიწყებოდა, მილანმა ინტერთან ზედიზედ 6 მატჩი წააგო.

როსონერის მსგავსი დაუმარცხებელი სერია ბოლოს 2002 წლიდან 2005 წლამდე ჰქონდა, თუმცა მაშინ მილანი 10-მატჩიანი წაუგებელი სერიით იყო.

ცალსახაა, რომ როსონერიმ ალეგრის გუნდში დაბრუნებით მომენტუმი დაიჭირა და მნიშვნელოვანი თამაშების მოგება დაიწყო – კლუბი აგვისტოში წაგების შემდეგ 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება დერბის, ამაზე დიდი სერია როსონერის წაგების გარეშე 2022 წელს ჰქონდა, როცა პიოლის ხელმძღვანელობის ქვეშ გუნდი ზედიზედ 13 მატჩი არ აგებდა და საბოლოოდ სკუდეტოთიც დაასრულა ის სეზონი.

ინტერი vs მილანი – სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი – ზომერი, აკანჯი, აჩერბი, ბასტონი, კარლოს აუგუსტო, ბარელა, ჩალჰანოღმუ, სუჩიჩი, დიმარკო, წურამი, ლაუტარო მარტინესი

მილანი – მენიო, ტომორი, გაბია, პავლოვიჩი, სალემაკრსი, ფოფანა, მოდრიჩი, რაბიო, ესტუპინიანი, პულიშიჩი, ლეაო