ინგლისური ფინალები – ტოტენჰემისა და მანჩესტერ იუნაიტედის დაპირისპირებამდე ბილბაოში, ევროპა ლიგის ფინალში, ვიხსენებთ UEFA-ს ისტორიაში ყველა იმ შემთხვევას, როდესაც ფინალში ინგლისური კლუბები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ევროპა ლიგის ფინალის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ზე 22:55 წუთიდან შეგეძლებათ. სან მამესზე გასამართი მატჩის ქართულენოვანი რეპორტაჟის კომენტატორები გიორგი ციხისთავი და ზუკა კობალავა იქნებიან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
სრულად ინგლისური ფინალები
სულ ისტორიაში ასეთი 5 შემთხვევა ყოფილა და მათში მონაწილეობა როგორც ტოტენჰემს, ასევე მანჩესტერ იუნაიტედს მიუღია.
- ვულვზი 2-3 ტოტენჰემი (საერთო ანგარიში)
1971/72 წლების UEFA თასის ფინალი - მანჩესტერ იუნაიტედი 1-1 ჩელსი (6-5 პენალტებით)
2007/08 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი - ჩელსი 4-1 არსენალი
2018/19 წლების ევროპის ლიგის ფინალი - ტოტენჰემი 0-2 ლივერპული
2018/19 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი - მანჩესტერ სიტი 0-1 ჩელსი
2020/21 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი - ტოტენჰემი vs მანჩესტერ იუნაიტედი
2024/25 წლების ევროპა ლიგის ფინალი
ტოტენჰემი 3-2 ვულვზი
UEFA-ს თასი, 1971/72 წლების ფინალი
პირველი სრულად ინგლისური ფინალი UEFA-ს თასზე იყო და გამარჯვებული ტოტენჰემი გახდა. ორმატჩიან ფინალში, რომელიც იმ დროისთვის სტანდარტი იყო, „მამლებმა“ 2-1 მოიგეს მოლინიუზე მარტინ ჩივერსის 87-ე წუთზე გატანილი გამარჯვების მომტანი გოლის წყალობით და შემდეგ 1-1 ითამაშეს უაიტ ჰარტ ლეინზე.
ვულვზის მენეჯერმა ბილ მაკგარიმ ჩათვალა, რომ ფინალი უემბლიზე, ერთმატჩიან ფორმატში უნდა გამართულიყო და ამ დაპირისპირებას „დავიწყებული ფინალი“ უწოდა.
მანჩესტერ იუნაიტედი 1-1 ჩელსი (6-5 პენალტებით)
ჩემპიონთა ლიგა, 2007/08 წლების ფინალი
36 წლის შემდეგ მეორე სრულად ინგლისური ფინალი შედგა. ოკუპანტების დედაქალაქ მოსკოვში კრიშტიანუ რონალდუს გოლს ფრენკ ლამპარდმა უპასუხა, დროგბა წითელი ბარათით გააძევეს, მაგრამ ჩელსიმ პენალტებამდე მაინც მიიყვანა საქმე.
რონალდუმ თავისი დარტყმა გააფუჭა, ხოლო ჯონ ტერიმ გადამწყვეტი დარტყმის დროს წაიბორძიკა, ფეხი დაუცდა და ბურთი ძელს მოხვდა. საბოლოოდ, ედვინ ვან დერ სარმა ანელკას პენალტი მოიგერია და იუნაიტედმა მესამედ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი.
ჩელსი 4-1 არსენალი
ევროპა ლიგა, 2018/19 წლების ფინალი
ბაქოში გამართულ ფინალში, მეორე ტაიმში გატანილი ოთხი გოლით, ჩელსიმ დიდი უპირატესობით დაამარცხა თანაქალაქელი, ლონდონური მეტოქე. ჟირუმ, პედრომ და ედენ აზარმა ჩელსი 3-0 დააწინაურეს, ხოლო ალექს ივობიმ ერთი გოლი გაქვითა. მალევე აზარმა მეორე გოლიც გაიტანა.
არსენალმა კვლავ ვერ მოიგო ევროპული ტიტული 1994 წლის თასების თასის შემდეგ. ეს იყო უნაი ემერის პირველი მარცხი ევროპა ლიგის ფინალში.
ტოტენჰემი 0-2 ლივერპული
ჩემპიონთა ლიგა, 2018/19 წლების ფინალი
ამავე სეზონში, რამდენიმე დღეში ჩელსისა და არსენალის ფინალის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ინგლისურად მოიკაზმა. ტოტენჰემმა ამ ტურნირზე თავისი პირველი ფინალი ითამაშა, თუმცა მატჩის მე-2 წუთზე სალაჰის პენალტით მეტოქეს მალევე ჩამორჩა.
დივოკ ორიგიმ 87-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა და კლოპის მწვრთნელობით ლივერპულმა პირველი ტიტული მოიგო.
მანჩესტერ სიტი 0-1 ჩელსი
ჩემპიონთა ლიგა, 2020/21 წლების ფინალი
ჩელსიმ მესამედ მოიგო ევროპული თასი მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ. მეისონ მაუნტის პასით კაი ჰავერცმა ანგარიში გახსნა, რასაც სიტიმ ვერაფერი დაუპირისპირა. ფინალი პორტუში, COVID-19-ის პანდემიის პირობებში, შეზღუდული მაყურებლის თანდასწრებით გაიმართა.
ეს იყო გვარდიოლას პირველი ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბარსელონას შემდეგ, თუმცა სიტის საოცნებო ფინიში ისევ გადაიდო.
ტოტენჰემი vs მანჩესტერ იუნაიტედი
ევროპის ლიგა, 2024/25 წლების ფინალი – ტოტენჰემი vs მანჩესტერ იუნაიტედი
ბილბაო მასპინძლობს უეფას ევროპა ლიგის მორიგ ინგლისურ ფინალს, სადაც ორი გუნდი, ორივე უკვე ამგვარი ფინალების გამოცდილი მონაწილე – მორიგ ისტორიას დაწერს.
ორივე კლუბს აქვს დიდი წარსული და კიდევ უფრო დიდი მოტივაცია: ტოტენჰემს პირველი ტიტული 1984 წლის შემდეგ სურს, ხოლო იუნაიტედს ევროპა ლიგის მე-2 თასი წყურია. ამასთან ტიტულთან ერთად მთავარი ჯილდო ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის საგზური იქნება.