გალათასარაი vs ლივერპული – ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩს გიორგი მამარდაშვილის ლივერპული RAMS პარკზე, ადგილობრივი გალათასარაის წინააღმდეგ გამართავს.
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
NEWS26 – თვის გამოწერა
YEAR26 – წლის გამოწერა
ფეხბურთი, კალათბურთი, MMA, ჩოგბურთი და ავტორბოლა – Setanta Sports-ის პლატფორმა სპორტის გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს.
პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, ლიგა 1, ბუნდესლიგა, სერია A, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა და კონფერენს ლიგები, თასები, საუდი პრო ლიგა, ფორმულა 1, UFC, NBA, ევროლიგა, უიმბლდონი და გამორჩეული მასტერსები – ამ და სხვა მსოფლიო სპორტის ტოპ ტურნირებს სწორედ setantasports.com-ზე შეგიძლიათ მიადევნოთ თვალ-ყური.
გალათასარაი vs ლივერპული – 21:45, Setanta Sport 1, setantasports.com
სტამბოლში გამართული ბოლო მატჩი გალათასარაისა და ლივერპულს შორის ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე შედგა, სადაც თურქულმა კლუბმა გამარჯვებას მინიმალური ანგარიშით მიაღწია (1:0). სწორედ აქ შედგა მამარდაშვილის სადებიუტო ჩემპიონთალიგური მატჩიც. ახლა კი, ‘სქაუზერები ‘ უკვე პლეი-ოფის ეტაპზე ორმატჩიან დაპირისპირებაში ეცდებიან რევანშის აღებას.
ალისონ ბეკერის ტრავმის შემდეგ, დღეს ლივერპულის კარში ქართველს უნდა ველოდოთ. არნე სლოტმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ალისონს მუხლის დაზიანება აქვს, თუმცა ზუსტი პერიოდი, თუ როდის შეძლებს ბრაზილიელი მოედანზე დაბრუნებას, სამედიცინო კვლევების შემდეგ გაირკვევა.
არნე სლოტი ლივერპულის მწვრთნელის რანგში თავის მე-100 მატჩს ჩაატარებს გალათასარაის წინააღმდეგ. სტამბოლში გამარჯვების მოპოვება რომ ურთულესია, ეს ამ გუნდების წინა შეხვედრაშიც გამოჩნდა, თუმცა ‘წითლები’ შემტევი შემადგენლობით არიან და მცირე დანაკლისს თუ არ ჩავთვლით, თურქეთში მოსაგებად ჩადიან.
გალათასარაი ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე საუკეთესო რვა გუნდში ვერ შევიდა, რის გამოც თურქებს მერვედფინალში გასვლამდე იუვენტუსთან ორმატჩიანი დაპირისპირება ჰქონდათ. ოკან ბურუკის გუნდმა საკუთარ მოედანზე ტურინელები 5:2 დაამარცხეს და დიდი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ტურინში მარტივი გასვლა არ გამოვიდა – გალათასარაიმ ძირითად დროში 10-კაციან იუვენტუსთან 0:3 წააგო, ხოლო დამატებით დროში თურქებმა ორი უპასუხო გოლი გაქვითეს და მერვედფინალში გავიდნენ.
საკადრო თვალსაზრისით, თურქები ლივერპულთან გასამართ შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდებიან.
სხვა მატჩები setantasports.com-ზე
23:55, ნიუკასლი VS ბარსელონა – Setanta Sport 1, setantasports.com
23:55, ატალანტა VS ბაიერნი – Setanta Sport 2, setantasports.com
23:55, ატლეტიკო VS ტოტენჰემი, Setanta Sport 3, setantasports.com