სარჩევი
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია | Setanta Sports
2024 მაი 22, 12:16 შშ
1 წუთის საკითხავი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ევროპის ჩემპიონატისთვის შეკრებას ვილი სანიოლის გუნდი 28 მაისიდან, ავსტრიაში დაიწყებს.

საქართველოს ნაკრების 26-ფეხბურთელიანი შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

მეკარეები:

გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი.

მცველები:

საბა კვერკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი.

ნახევარმცველები:

გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი.

თავდამსხმელები:

ბუდუ ზივზივაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქვილითაია, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი.

ბოლო შეკრებისგან განსხვავებით სიაში ჯიმი ტაბიძე და საბა ლობჟანიძე არიან. მათ საბა საზონოვი და ლადო მამუჩაშვილი შეცვალეს.

საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას თბილისში აღარ ჩაატარებს. საშინაო ამხანაგური მატჩი ჩანიშნული არც იყო, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოოდ, როგორც ალექსანდრე იაშვილმა თქვა, პოტენციურმა მეტოქეებმა თბილისში ჩამოსვლაზე უარი განაცხადეს. დარჩენილ ვარიანტებზე კი სფფ-მ თქვა უარი.

შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატამდე ჯვაროსნები ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. მატჩი პოდგორიცაში 9 ივნისს გაიმართება. ნაკრები გერმანიაში სწორედ მონტენეგროდან გაემართება.

საქართველოს ნაკრები EURO 2024-ის ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ერთად იასპარეზებს.

მატჩები 18, 22 და 26 ივნისს, შესაბამისად, დორტმუნდში – ვესტფალენ შტადიონზე, ჰამბურგში – ფოლკსპარკ შტადიონზე და გელზენკირხენში – აუფშალკეზე გაიმართება.