ესტევაოს შოუ – ლონდონის ჩელსის 18 წლის ფეხბურთელმა, ესტევაომ კატალონიის ბარსელონასთან (3:0) მატჩში 10/10 პერფორმანსი გვაჩვენა და ჩემპიონთა ლიგაზე თავისი განაცხადი გააკეთა.
პსჟ vs ტოტენჰემი, არსენალი vs ბაიერნი – ჩემპიონთა ლიგა setantasports.com-ზე
უყურე ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩს setantasports.com-ზე
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.


ბრაზილიელი ტალანტი ლონდონის ჩელსის პალმეირასიდან, 34 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ესტევაო პალმეირასში თამაშის დროსაც თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად ითვლებოდა და ახლა უკვე ამ ყველაფერს ევროპის ყველაზე დიდ სცენაზეც ამტკიცებს.
18 წლის ფეხბურთელმა კატალონიის ბარსელონასთან უნაკლო პერფორმანსი გვაჩვენა – ბრაზილიელი ლურჯების შეტევებს მარჯვენა ფლანგიდან განსაკუთრებით მწვავეს ხდიდა და პოზიციურად სივრცეებს ითვისებდა, რითიც კატალონიელ მცველებს დიდ პრობლემებს უქმნიდა.
ესტევაოს ბრწყინვალე გოლმა ბრაზილიელი მხოლოდ მე-3 თინეიჯერი გახადა ისტორიაში ერლინგ ჰოლანდის და კილიან მბაპეს შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე თავის პირველ 3 სასტარტო მატჩში გოლის გატანა მოახერხა – უდავოდ ბრაზილიელის კარიერაში საუკეთესო მომენტი.
მატჩისშემდგომ ინტერვიუში ესტევაომ თავადაც აღნიშნა, რომ ბარსელონასთან შეხვედრა მის კარიერაში საუკეთესოა და ეს მატჩი ყოველთვის ემახსოვრება.
ესტევაოს თამაშზე მატჩის შემდეგ კომენტარი ბარსელონას და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა – რაფინიამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ 18 წლის ფეხბურთელი ქვეყნის გამორჩეული ტალანტია.
“ესტევაო სწორ გზაზეა და ლამინ იამალთან ერთად თავის კლუბში და ეროვნულ ნაკრებში საუკეთესო ტალანტია. ყოველთვის მზად ვარ მას დავეხმარო ყველაფრით, რაც შემიძლია. ესტევაო გამორჩეულად ნიჭიერია და დარწმუნებული ვარ, წლების განმავლობაში იფრენს”, – განაცხადა რაფინიამ ჩელსისთან მარცხის შემდეგ.
ჩელსი vs ბარსელონა – მიმოხილვა
ესტევაომ აქამდე ჩემპიონთა ლიგაზე ყარაბაღის და აიაქსის წინააღმდეგ გამართულ მატჩებში გაიტანა გოლი.
პრემიერ ლიგაში ბრაზილიელმა 10 მატჩი ჩაატარა, თუმცა მხოლოდ 3 შეხვედრა დაიწყო სასტარტო შემადგენლობიდან.
ფაქტია, პროგრესის გაგრძელების შემთხვევაში, ესტევაოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებშიც ვიხილავთ.