სარჩევი
ესპანეთის ნაკრების პრესკონფერენცია | Setanta Sports

ესპანეთი vs საქართველოს მატჩამდე ელჩეში გაუარესებული ამინდის გამო პრესკონფერენცია და წინა სამატჩო ვარჯიში ლა როხამ დედაქალაქში გამართა.

ლუის დე ლა ფუენტემ და მიკელ მერინომ ესპანური მედიის კითხვებს უპასუხეს. საინტერესოა, რომ კოვიდ ფეხბურთის შემდეგ ონლაინ რეჟიმში გამართულ პრესკონფერენციას პირველად დავესწარი, რაც მაინც და მაინც საუკეთესო ნოსტალგიებს არ აღძრავდა.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ლუის დე ლა ფუენტე – მთავარი მწვრთნელი

მატჩი საქართველოსთან

  • საქართველოსთან მატჩი უნდა მოვიგოთ. ეს მარტივი არ იქნება – კარგ გუნდთან და კარგი ფეხბურთელების წინააღმდეგ გვიწევს თამაში. ჩემი გუნდი კონცენტრირებულია და ფსიქოლოგიურად მზად არის.“

ლამინ იამალი

  • „საქართველოსთან მატჩზე უნდა ვილაპარაკოთ. იმაზე, რაც იამალთან დაკავშირებით იყო სათქმელი, უკვე ვისაუბრეთ.“

დანი ოლმო

  • „ვარჯიშზე დაღლილობა იგრძნო და დისკომფორტიც ჰქონდა. 15 წუთი ივარჯიშა და თავი უხერხულად იგრძნო. ვუთხარით, რომ გაჩერებულიყო. დანარჩენი გუნდი იდეალურ მდგომარეობაშია.“

2026 წლის მუნდიალის დიდ მოლოდინებზე

  • „მე ისევ იმავეს ვფიქრობ, მაგრამ ახლა უფრო მეტად დამაჯერებლად. ყოველთვის ერთსა და იმავეს ვეუბნები ფეხბურთელებს: ჩვენ არ გვეშინია კონკურენციის მუნდიალზე. თუმცა ჯერ უნდა მოვიპოვოთ მსოფლიოს საგზური. ვფიქრობ, შესანიშნავი გუნდი გვყავს.“

დაცვის ცენტრში შექმნილ ვითარებაზე

  • „მომწონს, როცა თითოეულ პოზიციაზე სპეციფიკური ფეხბურთელები გვყავს. კუბარსი ორივე მხარეს თამაშობს – მარცხენასაც და მარჯვენასაც. ასეთმა მრავალფეროვნებამ შეიძლება გადაგვარჩინოს საგანგებო სიტუაციაში.“

ფეხბურთელების როლები

  • „ჩვენ ბედნიერები ვართ. ეს გუნდი იდეალურად იღებს საკუთარ როლებს.“

გაგრძელება და კონტრაქტი

  • „არც ბარსელონასთან მაქვს კონფლიქტი და არც ფლიკთან. ნაკრებში კონტრაქტი 2028 წლამდე მაქვს და მსურს გავაგრძელო მსოფლიოს ჩემპიონატამდე, 2030 წლამდე. ნაკრებში ვგრძნობ მხარდაჭერასა და დაფასებას ვგრძნობ.“

შესაძლო მატჩის გაუქმება

  • „იმედი მაქვს, არაფერი მოხდება. იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის უსაფრთხოება ცხადია მნიშვნელოვანია. ჩვენ უკვე შევცვალეთ მოგზაურობის გეგმა. დღეის ნაცვლად ელჩეში მატჩის დღეს ჩავალთ.“

აიმერიკ ლაპორტის შესახებ

  • „ძალიან კარგია, რომ ისევ ჩვენთან არის. უკვე გასულ წელს საუდის არაბეთში გამოავლინა მაღალი დონე. ლაპორტის საუკეთესო ვერსია მალე დაგვიბრუნდება.“

მეოთხე ფლანგელი

  • „შეშფოთებული არ ვარ გარემარბების გამოკლების გამო. ბევრი ალტერნატივა გვაქვს – ფერანი, ხორხე დე ფრუტოსი, ხესუს როდრიგესი. იმედი მაქვს, ყველა მზად იქნება, რადგან ყველა ძალიან კარგი ფეხბურთელია.“

დანი ოლმოს ტრავმა (ზოგადი კომენტარი)

  • „დაველოდოთ სამედიცინო დასკვნას. ტრავმები ფეხბურთის ყველაზე მახინჯი მხარეა – არ აქვს მნიშვნელობა რომელი გუნდს ექმნება ეს პრობლემა.“

ანსუ ფატი

  • „ისედაც ჩვენი სიის ნაწილი იყო ამ გამოძახებამდე. უკვე 5–6 გოლი აქვს. გვახარებს მისი წარმატება, როგორც მისთვის, ისე ესპანური ფეხბურთისთვის. ის ძალიან საინტერესო მოთამაშეა ეროვნული გუნდის მომავლისთვის.“

მიკელ მერინო – ფეხბურთელი

სახლში წაუგებელი სერია

  • „სტატისტიკა მხოლოდ სტატისტიკაა. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და ზედმეტად ყურადღებას არ ვამახვილებთ რიცხვებზე. გვინდა, ყველას დავანახოთ, რომ საუკეთესო გუნდი ვართ და გავახაროთ გულშემატკივრები, რომლებიც ჩვენს სანახავად მოდიან.“

დასვენება

  • „რთულია, ბევრი დრო არ გაქვს დასასვენებლად. ფეხბურთელის ცხოვრება მოგზაურობებით სავსე და საკმაოდ მოსაწყენია. ყოველ დღე ვიხარჯები მაქსიმალურად, რომ ყოველთვის მზად ვიყო და მშვიდად დავისვენო საკუთარ დივანზე.“

უამინდობა ელჩეში

  • „ეს ცხოვრების და ფეხბურთის ნაწილია. ხვალ მივემგზავრებით და ვნახავთ, როგორ წავა საქმე. მთავარი ხალხის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. ეროვნული გუნდის თამაში ყოველთვის დღესასწაულია.“

ფაბიან რუისთან სათამაშო დროის გაზიარება

  • „ფეხბურთში ყოველთვის რთული თემაა – იყო ძირითადში თუ შეცვლაზე. ნაკრებში დონე ძალიან მაღალია. ევრო 2024-ზე ჩემი როლი ისეთი იყო, რომ ვალდებული ვიყავი, მაქსიმალურად გამომეყენებინა შანსი. ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა, მე და ფაბის. კონკურენცია არის საუკეთესო გზა ვნახოთ, რომ გუნდს ჰყავს მაღალი დონის მოთამაშეები თითოეულ პოზიციაზე.“

FIFA-ს რეიტინგში პირველი ადგილი

  • „ჩვენ ამაზე ჯერ არ გვისაუბრია, მაგრამ ეს ძალიან დადებითი ამბავია. მსოფლიოს საუკეთესო გუნდად ყოფნა დიდი მნიშვნელობისაა. სასიამოვნოა აქ ყოფნა და იმ დიდებულების წარმოდგენა, რასაც ესპანეთი წარმოადგენს. ასე ვიწყებთ ჩვენს გზას და უნდა შევინარჩუნოთ 1-ლი ადგილი რეიტინგში.“

ლამინ იამალისა და ნიკოს არყოფნა

  • „როცა ასეთი დონის ფეხბურთელები აკლია გუნდს, ცხადია ეს დანაკლისია. მაგრამ აქ ყველა ფეხბურთელს შეუძლია ერთი ერთზე თამაში. ამ გუნდს ყოველთვის აქვს თავისი ხელწერა, ვინც არ უნდა იყოს მინდორზე.“