Sports Orient-ის ორგანიზებით თბილისში საფეხბურთო ლეგენდების მონაწილეობით კიდევ ერთი მატჩი გაიმართება. ამჯერად შეხვედრა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის – დინამო თბილისის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.
საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად თბილისს ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის, აიაქსის ლეგენდების გუნდი ესტუმრება. ამსტერდამელები ამხანაგურ შეხვედრაში დინამოს ლეგენდების გუნდს დაუპირისპირდებიან.
მატჩი 19 ოქტომბერს, 19:00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება და მასში მონაწილეობას ორივე კლუბის მხრიდან სხვადასხვა თაობის გამორჩეული მოთამაშეები მიიღებენ.
დინამოს სახელით ითამაშებენ: ალექსანდრე იაშვილი, აჩი არველაძე, გიორგი მერებაშვილი, გიორგი ლორია, ჯაბა კანკავა
ალექსანდრე იაშვილი – ალექსანდრე იაშვილი – დინამოს ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 89 გატანილი გოლით კლუბის საუკეთესო ბომბარდირი.
არჩილ არველაძე – თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემტევი. აჩიმ ლურჯ-თეთრი მაისურით ეროვნულ ჩემპიონატში 63 მატჩში 37 გოლი გაიტანა. ოთხჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და ოთხჯერ თასის მფლობელი.
გიორგი მერებაშვილი – თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი დინამოელი. მერებამ დინამოს სახელით 221 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარში 69 გოლი გაიტანა. იგი სამჯერაა საქართველოს ჩემპიონი, სამჯერ თასის და ორჯერ სუპერთასის მფლობელი.
გიორგი ლორია – დინამოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, ეროვნულ ჩემპიონატში ჩატარებული მატჩებით კლუბის რეკორდსმენი. დინამოსთან ერთად სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, სამჯერ მოიგო თასი და ერთხელ სუპერთასი.
ჯაბა კანკავა – თანამედროვე ქართული ფეხბურთის ლეგენდა, ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, რომელმაც ქვეყნის მთავარი გუნდში 101 თამაში ჩაატარა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ამასთან ერთად ჯაბა კანკავა იმ დინამოს ერთ-ერთი ლიდერ გახლდათ, რომელმაც 2004 წელს უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
აიაქსს წარმოადგენენ: მაარტენ სტეკელენბურგი, რონალდ დე ბური, კლარენს ზეედორფი, რაიან ბაბელი, ვან დერ ვაარტი
რაიან ბაბელი – მას აიაქსის შემადგენლობაში 142 მატჩი აქვს გამართული და მის ანგარიშზე 30 გოლია. რაიანი კლუბთან ერთად ორჯერ გახდა ნიდერლანდების ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი. 2007 წელს კი, ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად 21-წლამდე ფეხბურთელებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.
რონალდ დე ბური – გამორჩეულ ნიდერლანდელ ნახევარმცველს აიაქსის რიგებში 307 მატჩი აქვს ჩატარებული, კლუბთან ერთად ხუთჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, თითოჯერ კი, უეფას ჩემპიონთა ლიგა და სუპერთასი მოიგო. ამასთან ერთად იგი 1994 და 1996 წლებში ნიდერლანდების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
მაარტენ სტეკელენბურგი – მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ მეკარეს აიაქსის შემადგენლობაში 311 შეხვედრა აქვს გამართული, მან კლუბთან ერთად ოთხ-ოთხჯერ მოიგო ნიდერლანდების ჩემპიონატი და თასის გათამაშება.
კლარენს ზეედორფი – ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი, ერთადერთი ფეხბურთელი ისტორიაში რომელმაც ჩემპიონთა ლიგა სამი სხვადასხვა კლუბის სახელით მოიგო. მას აიაქსის რიგებში 91 მატჩი აქვს ჩატარებული და კლუბთან ერთად კი, ერთხელ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ნიდერლანდების ჩემპიონატი და ერთხელაც ნიდერლანდების სუპერთასი.
რაფაელ ვან დერ ვაარტი – რაფაელ ვან დერ ვაარტი – მას აიაქსის რიგებში 156 მატჩი აქვს გამართული, 56 გოლი აქვს გატანილი და კლუბთან ერთად ორჯერ გახდა ნიდერლანდების ჩემპიონი. ასევე, 2003 წელს იგი, პრესტიჟული ჯილდოს Golden Boy-ს პირველი გამარჯვებული გახდა.
მთავარი მწვრთნელები – გიორგი გეგუჩაძე და კახაბერ კაჭარავა
ორივე გუნდის შემადგენლობაში გულშემატკივარი კიდევ სხვა გამორჩეულ ფეხბურთელებს იხილავს, სრული სია მალე გახდება ცნობილი.
ბილეთები უკვე იყიდება ონლაინ tkt.ge-ზე
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.