სარჩევი
არავისი არ გვეშინია - თურქების კომენტარები საქართველოსთან მატჩის წინ | Setanta Sports

თურქების კომენტარები საქართველოსთან მატჩის წინ – თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ და ეროვნული ნაკრების მცველმა, მერიჰ დემირალმა საქართველოსთან მატჩზე ისაუბრეს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურში თურქეთის ნაკრები საკუთარ მოედანზე საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს.

მატჩი ქოჯაელში, 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45-ზე გაიმართება.

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვინჩენო მონტელამ საქართველოსთან ევროპის ჩემპიონატზე გამართულ შეხვედრაზე გაავლო პარალელი და განაცხადა, რომ ქართველებისგან დაახლოებით მსგავს თამაშს ელის რაც ევრო 2024-ზე იხილა.

დემირალმა საქართველოსთან მატჩის წინ აღნიშნა, რომ თურქეთის ეროვნული ნაკრები კარგ ფორმაშია და მიუხედავად საქართველოს ამბიციებისა, მათ მეტოქის არ ეშინიათ.

თურქეთი vs საქართველო – მატჩის წინ

სანიოლი: თურქეთთან სრულიად სხვა თამაშს ველოდები

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის E ჯგუფში თურქეთის ნაკრები მე-2 ადგილს იკავებს 6 ქულით და მდევარ საქართველოს 3 ქულით უსწრებს.

სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ჩვენი ნაკრები თურქეთში მხოლოდ მოსაგებად ჩავა, რათა მეორე ადგილზე დაწინაურდეს და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი შეინარჩუნოს.

დემირალი საქართველოსთან მატჩის წინ თავისი გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებულია:

თურქების კომენტარები საქართველოსთან მატჩის წინ:

არავისი არ გვეშინია – მერიჰ დემირალი

“მზად ვართ, ვარჯიშებზე ყველაფერი გავაკეთეთ და საქართველოს მწყობრში ვხვდებით. საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა ჩვენ არავისი გვეშინია. ვიცით საკუთარი შესაძლებლობები, ამიტომაც ვიცით, რომ მეტოქეს მოედანზე საუკეთესო პასუხს გავცემთ” – მერიჰ დემირალი

ყველაფრისთვის მზად ვართ – ვინჩენცო მონტელა

“ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი ატმოსფერო იქნება სტადიონზე. საქართველოსთან აქამდეც ვითამაშეთ და ვიცით, თუ რას წარმოადგენს მეტოქე.

თუმცა, ყველა თამაშს სხვადასხვანაირი ისტორია აქვს, მათ შეიძლება განსხვავებულად ითამაშონ, მაგალითად ისე, როგორც ეს ევროპის ჩემპიონატზე გააკეთეს, თუმცა ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ხვალ მოედანზე მხოლოდ იმისთვის გავალთ, რომ ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწით”

საქართველოს ნაკრებს თურქეთთან ისტორიაში სულ 7-ჯერ უთამაშია, საიდანაც ქართველებს გამარჯვება მხოლოდ ერთხელ დარჩათ, 5 შემთხვევაში თურქებმა იმარჯვეს, ხოლო 1 მატჩი ფრედ დასრულდა.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.