Crystalbet ეროვნული ლიგის მატჩები setantasports.com-ზე. ჩვენს პლატფორმაზე ქართული საკლუბო ფეხბურთი ბრუნდება.
შეთანხმების ფარგლებში, ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ყოველი ტურის ერთი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ტრანსლირება Setanta Sports-ის OTT პლატფორმაზეც მოხდება.
პარტნიორობა Crystalbet ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის მე-2 წრიდან იწყება.
პირველი შეხვედრა, რომლის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვაც setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი დინამოების დერბია. მე-19 ტურში დინამო ბათუმი დინამო თბილისს მასპინძლობს.
შავი ზღვის პირელები მე-3 ადგილს იკავებენ, ხოლო დედაქალაქელები მე-5 პოზიციაზე არიან. გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულას შეადგენს, ეს კი პრინციპულ მატჩს დამატებით ინტრიგას სძენს.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.