კრისტალ პალასი vs ლივერპული – Community Shield-ს FA Cup-ისა და პრემიერ ლიგის გამარჯვებულები გაითამაშებენ.
ლივერპულისა და კრისტალ პალასის სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას უემბლი უმასპინძლებს.
Community Shield-ის მატჩში განაცხადში პირველად იქნება ქართველი ფეხბურთელი. გიორგი მამარდაშვილს ლივერპულთან ერთად პირველი ტიტულის მოგების შანსი აქვს.
თანაც ეს საქართველოს ნაკრების მეკარისთვის ლივერპულის მაისურით პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება.
კრისტალ პალასი vs ლივერპული – პირდაპირი რეპორტაჟი
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს დროით 18:00 საათიდან დაიწყება. ქართულენოვანი რეპორტაჟის კომენანტორები ალექსანდრე გაბრიჩიძე და ზუკა კობალავა იქნებიან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
კრისტალ პალასი vs ლივერპული – პრევიუ
პრემიერ ლიგის გამარჯვებული ლივერპული დღეს, უემბლიზე ქომიუნითი შილდისთვის FA Cup-ის გამარჯვებულ კრისტალ პალასს დაუპირისპირდება. ეს არის 2025-26 წლების სეზონის სიმბოლური გახსნა.
პალასი მისთვის ბედნიერ, იღბლიან ადგილს უბრუნდება — მაისში მოპოვებული პირველი დიდი ტიტულის შემდეგ, არწივები მორიგ თასს შეუტევენ.
ამასობაში, ხარჯიანი ზაფხულის შემდეგ, პრემიერ ლიგის ორჯერ უკვე ჩემპიონი ლივერპული ცდილობს არნე სლოტის ბრწყინვალე სადებიუტო სეზონის შემდეგ, მეორე ტიტული მოიპოვოს.
დაწყების დრო: 18:00 GET 15:00 BST
სად ვუყუროთ: setantasports.com
Opta-ს სუპერ კომპიუტერის პროგნოზით, ლივერპული ფავორიტია და ძირითად 90 წუთში გამარჯვებას სიმულაციების 54.9%-ში აღწევს.
კრისტალ პალასისთვის ეს ქომიუნითი შილდის მატჩში პირველი მონაწილეობა იქნება — მაისში FA Cup-ის ისტორიული გამარჯვების შემდეგ.
თასის მფლობელ გუნდებს ბოლო ცხრა შემთხვევაში შვიდჯერ მოუგიათ ეს ტიტული, როდესაც მატჩი პრემიერ ლიგისა და FA Cup-ის გამარჯვებულებს შორის ტარდებოდა.
ტიტულის წონასთან დაკავშირებით აზრები, როგორც წესი, იყოფა ხოლმე. ცხადია, მას მეტ მნიშვნელობას გამარჯვებული გუნდის ქომაგი მიანიჭებს. როგორც პალასი, ასევე ლივერპული ეცდება, რომ სეზონი გამარჯვებით, პოზიტიურ ნოტზე გახსნას.
ლივერპული მატჩს პრემიერ ლიგის ჩემპიონობის სტატუსით ხვდება — 2024-25 წლების სეზონში კლუბმა ინგლისის უმაღლესი დივიზიონის მე-20 ტიტული მოიპოვა, რითიც მანჩესტერ იუნაიტედის რეკორდს გაუთანაბრდა.
კრისტალ პალასმა კი სენსაციურად მოიგო კლუბის პირველი დიდი ტიტული — უძველესი საფეხბურთო ტურნირის ფინალში არწივებმა მანჩესტერ სიტის 1:0 სძლიეს.
წითლები ბოლო შვიდ წელში მეოთხედ გამოდიან ქომიუნითი შილდის მატჩის სათამაშოდ — იმდენჯერ, რამდენჯერაც წინა 28 წელში ერთად.
2019 (მანჩესტერ სიტისთან) და 2020 (არსენალთან) წაგებების შემდეგ, მერსისაიდელებმა 2022 წელს ტიტული მოიპოვეს, მათ სიტის 3:1 სძლიეს ქინგ ფაუერ სტედიუმზე.
კრისტალ პალასი პირველად თამაშობს ამ ტიტულისთვის. წარსული სტატისტიკა კი მათთვის კარგს არ მიანიშნებს — ბოლო ოთხი გუნდი, რომელიც პირველად გამოვიდა ქომიუნითი შილდზე, ყველა დამარცხდა. აქედან ორჯერ — სწორედ ლივერპულთან (საუთჰემპტონი 1976 და უიმბლდონი 1988).
1988 წელს უიმბლდონთან გამარჯვება იყო ერთადერთი შემთხვევა ბოლო ექვსიდან, როდესაც ლივერპულმა ქომიუნითი შილდი პირდაპირ მოიგო, თუ მატჩს პრემიერ ლიგის ჩემპიონის რანგში ატარებდა.
მეორე მხრივ, FA Cup-ის ბოლო მფლობელებს კარგი შედეგი აქვთ. ბოლო ცხრა შემთხვევაში, როცა მატჩი ლიგის და თასის გამარჯვებულებს შორის გაიმართა, შვიდჯერ FA Cup-ის მფლობელმა მოიგო. თუმცა, გასულ სეზონში ჩემპიონმა მანჩესტერ სიტიმ თასის მფლობელ მანჩესტერ იუნაიტედს პენალტებში აჯობა.
ეს იქნება ქომიუნითი შილდის პირველი მატჩი 1989 წლის შემდეგ, სადაც ორი გუნდი წინა სეზონის ბოლო ტურში ერთმანეთს შეხვდა. მაშინ ლივერპულმა არსენალს 1:0 სძლია, თუმცა ტიტული ლონდონელებმა მოიპოვეს.
ლივერპული მარტში უემბლიზე წაგებული ფინალის შემდეგ („ნიუკასლთან“, EFL თასი) სათასო რეაბილიტაციას ეცდება. კლუბს არასოდეს წაუგია ერთი კალენდარული წლის განმავლობაში უემბლიზე ორი ფინალი.
პალასს უემბლიზე კარგი ისტორია აქვს — 2007 წლის გახსნის შემდეგ ექვსიდან ოთხი მატჩი მოიგო ნეიტრალურ მოედანზე, დამარცხდა მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედთან (2016 FA Cup-ის ფინალი) და ჩელსისთან (2022 FA Cup-ის ნახევარფინალი).
კრისტალ პალასი vs ლივერპული — გუნდების სიახლეები
ოლივერ გლასნერის გუნდმა ზაფხულში მხოლოდ ორი ტრანსფერი განახორციელა — მარცხენა მცველი ბორნა სოსა აიაქსიდან და მეკარე ვალტერ ბენიტესი პსვ-დან.
პალასისთვის მთავარია, რომ გუნდმა ამჯერად ლიდერები შეინარჩუნა. მათ შორის ებერეჩი ეზე, რომელსაც არსენალს უკავშირებდნენ. ეზემ თასის ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა და ბოლო 13 მატჩში 12 გოლში მიიღო მონაწილეობა (9 გოლი, 3 საგოლე პასი).
გლასნერმა დაადასტურა, რომ ედი ნკეტიას ტრავმა კიდევ რვა კვირა გადადებს დაბრუნებას, ასევე არ თამაშობენ მატეუს ფრანსა და ახალგაზრდა კეილებ კპორჰა.
ლივერპულმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შენაძენი გააკეთა. ლევერკუზენისს ყოფილი ფეხბურთელები ჯერემი ფრიმპონგი და ფლორიან ვირცი, სავარაუდოდ, ძირითადში იქნებიან. ასევე მოსალოდნელია მილოშ კერკეზისა და უგო ეკიტიკეს დებიუტი.
მოჰამედ სალაჰმა გასულ სეზონში 52 მატჩში 57 გოლში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ 2017 წლის ოქტომბერში ტოტენჰემთან დებიუტის შემდეგ, უემბლიზე ბოლო შვიდ შეხვედრაში გოლი და საგოლე პასი არ შეუსრულებია.
რაიან გრავენბერხი, რომელიც მაისში პალასთან მატჩში მოედნიდან გააძევეს, ამჯერად ითამაშებს, რადგან დისკვალიფიკაცია მხოლოდ პრემიერ ლიგას ეხება.
ტრავმების გამო, კონორ ბრედლი და ჯო გომესი არ ითამაშებენ. ალისონი კი მზად არის, მას შემდეგ რაც ოჯახური მიზეზების გამო დატოვა აზიის ტურნე. მეუღლის ოპერაციის გამო ბრაზილიაში მყოფი ალისონი სამიოდ დღის წინ ლივერპულში დაბრუნდა და გუნდს შეუერთდა.
მამარდაშვილი თუ ალისონი – არჩევანი არნე სლოტზე იქნება.
კრისტალ პალასი vs ლივერპული — ურთიერთ შეხვედრები
ეს იქნება ამ გუნდების პირველი დაპირისპირება უემბლიზე. პალასმა ბოლო 16 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო (3 ფრე, 12 წაგება) — 2024 წლის აპრილში პრემიერ ლიგაში ენფილდზე 1:0.
გასულ სეზონში ლივერპულმა სტუმრად 1:0 მოიგო, ხოლო ბოლო ტურში ენფილდზე 1:1 ითამაშა — რის შემდეგაც ჩემპიონის თასი გადაეცა.
სავარაუდო შემადგენლობები
კრისტალ პალასი: დინ ჰენდერსონი, კრისტოფერ რიჩარდსი, მაქსენს ლაკრუა, მარკ გეი, დანიელ მუნიოზი, ტირიკ მიტჩელი, ადამ უორტონი, დაიჩი კამადა, ისმაილა სარი, ებერეჩი ეზე, ჟან-ფილიპ მატეტა.
მთავარი მწვრთნელი: ოლივერ გლასნერი
ლივერპული: ალისონი, იერემი ფრიმპონგი, იბრაჰიმა კონატე, ვირჯილ ვან დეიკი, მილოშ კერკეზი, რაიან ხრავენბერხი, დომინიკ სობოსლაი, ფლორიან ვირცი, მოჰამედ სალაჰი, კოდი გაკპო, ჰუგო ეკიტიკე.
მთავარი მწვრთნელი: არნე სლოტი
ეს მატჩი არა მხოლოდ პრესტიჟისთვის და ტიტულისთვისაა — მას საქველმოქმედო დატვირთვაც აქვს. ბილეთებისა და პროგრამების გაყიდვიდან შემოსული თანხა FA-ის მეშვეობით გადანაწილდება FA თასის პირველივე რაუნდიდან მონაწილე 124 კლუბზე, რომლებიც საკუთარ წილს საზოგადოებრივ და საქველმოქმედო პროექტებში გამოიყენებენ. დარჩენილი თანხა კი FA-ის პარტნიორ ქველმოქმედ ორგანიზაციებს მოხმარდება.
გასულ წელს პრემიერ ლიგის ჩემპიონი მანჩესტერ სიტი FA თასის გამარჯვებულ მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდა. დერბი პენალტებამდე მივიდა — ძირითადი დრო 1:1 დასრულდა ბერნარდუ სილვასა და ალეხანდრო გარნაჩოს გოლებით. პენალტებში კი სიტიმ 7:6 გაიმარჯვა.