ლივერპული პსვ ეინდჰოვენს შეუთანხმდა – კოდი გაკპო ლივერპულში ითამაშებს.
სიტყვიერი შეთანხმება ხელის მოწერამდე ჯერ არ მისულა. როგორც ბრიტანულ პრესაში ვრცელდება ვაჭრობა 37 მილიონი ფუნტიდან დაიწყო და სავარაუდოდ 50 მილიონ ფუნტამდე ავიდნენ.
კოდი გაკპოს შეძენა ნიუკასლ იუნაიტედს სურდა ზაფხულში, თუმცა, არ გამოვიდა. თავის მხრივ, მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი თამაშის შემდეგ, მის შესაძენად ფავორიტი მანჩესტერ იუნაიტედი იყო, ტენ ჰაგი პირადად ითხოვდა გაკპოს ტრანფერს, მაგრამ ლივერპულმა დაასწრო.
დაიწერა, რომ ფეხბურთელის აგენტი ორივე კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ჩანს, ლივერპულის შეთავაზება უკეთესია.
ტრანსფერი პსვ ეინდჰოვენის ტვიტერის ანგარიშზე დაადასტურეს, –
“პსვ-მ და ლივერპულმა შეთანხმებას მიაღწიეს კოდი გაკპოს ტრანსფერზე. უახლოეს მომავალში 23 წლის თავდამსხმელი ინგლისში გაემგზავრება, ტრანსფერის დასასრულებლად ფორმალური საკითხების მოგვარებაა დარჩენილი”.
ლივერპულის შემდეგი მიზანი ჯუდ ბელინგემი იქნება.