სარჩევი
ჩემპიონთა ლიგის წილისყრა - შედეგები | Setanta Sports

30 იანვარს ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა. გაირკვა ფლეი-ინის მატჩების წყვილები.

წილისყრაზე ცხადია ლიგის ფაზის ბოლო ტურში ბენფიკას საოცარი გამარჯვება ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა იყო, ჯორჯო მარკეტი დაგვპირდა, რომ სეზონის ბოლომდე კიდევ ბევრ სანახაობრივ და ემოციურ ‘ამერიკულ მთებს’ ვიხილავთ სეზონის დასრულებამდე.

მეკარეების გოლები ჩემპიონთა ლიგაზე: ტრუბინმა ისტორია გადაწერა

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე დაკომპლექტდა არა მხოლოდ 1/16 ფინალური ეტაპის წყვილები, არამედ გავიგეთ გუნდების გზა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპამდე.

აღსანიშნავია, რომ მომავალი წილისყრა ამ ტურნირზე 27 თებერვალს, მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპების წყვილები გაირკვევა.

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა – შედეგები

9-16 ადგილებზე გასული გუნდები განთესილებად ითვლებიან და ისინი 1/16 ფინალური ეტაპის პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებენ, ხოლო 16-24 ადგილებზე გასული გუნდები განუთესავად და შესაბამისად ეს გუნდები საპასუხო მატჩს გამართავენ სტუმრად.

ფლეი-ინიდან გასული გუნდები ჩემპიონთა ლიგის ფაზის საუკეთესო 8 გუნდს დაუპირისპირდებიან ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე.

ჩემპიონთა ლიგა – 1/16 ფინალური წყვილები

ბენფიკა vs რეალი

ბუდე/გლიმტი vs ინტერი

მონაკო vs პსჟ

ყარაბაღი vs ნიუკასლი

გალათასარაი vs იუვენტუსი

ბრიუგე vs ატლეტიკო მადრიდი

დორტმუნდი vs ატალანტა

ოლიმპიაკოსი vs ლევერკუზენი

შეგახსნებთ, 17-18 და 24-25 თებერვალს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური მატჩები.

უყურე ჩემპიონთა ლიგას Setanta Sport-ზე

ისტორიული მომენტები, გადამწყვეტი გოლები და ევროპის საუკეთესო გუნდების მატჩები Setanta Sport-ის ეთერში ხელმისაწვდომია მოლდოვასა და საქართველოში.