სარჩევი
ჩემპიონთა ლიგა ბოლო ტური - ვის რა სჭირდება | Setanta Sports

ჩემპიონთა ლიგა ბოლო ტური – ლიგის ფაზის მე-8 რაუნდი, 18 მატჩი და 24 ადგილი – ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის.

ბოლო ტურში რაღაც ინტრიგა ყველა წყვილს აქვს. 36-დან მხოლოდ 4 გუნდია ისეთი, რომელსაც პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსი უკვე დაკარგული აქვს – ქაირათი, ვილიარეალი, სლავია პრაღა და აინტრახტი.

არსენალსა და ბაიერნს ტოპ 8 გუნდში ადგილი უკვე განაღდებული აქვთ, თუმცა ინგლისისა და გერმანიის პირველადგილოსნები ბოლო ტურში ფაზის პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ. უარეს შემთხვევაში, არსენალს მინიმუმ მე-2, ხოლო ბაიერნს – მე-4 ადგილი განაღდებული აქვს.

პირველი 8 საუკეთესო პლეი ოფში პირდაპირ გავა, მე-9-24-ე ადგილებზე გასული გუნდები 1/8-ფინალის წინასწარ რაუნდში ერთმანეთის პირისპირ ითამაშებენ.

ჩემპიონთა ლიგა ბოლო ტური – პირდაპირი რეპორტაჟი

უყურე ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურს პირდაპირ ეთერში setantasports.com-ზე. დასკვნით ტურში მულტივიუს ფუნქციის გამოყენებასთან ერთად, ცხადია, სიმულკასტი განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს.

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

NEWS26 – თვის გამოწერა

YEAR26 – წლის გამოწერა

ფეხბურთი, კალათბურთი, MMA, ჩოგბურთი და ავტორბოლა – Setanta Sports-ის პლატფორმა სპორტის გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს.

პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, ლიგა 1, ბუნდესლიგა, სერია A, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა და კონფერენს ლიგები, თასები, საუდის პრო ლიგა, ფორმულა 1, UFC, NBA, ევროლიგა, უიმბლდონი და გამორჩეული მასტერსები – ამ და სხვა მსოფლიო სპორტის ტოპ ტურნირებს სწორედ setantasports.com-ზე შეგიძლიათ მიადევნოთ თვალ-ყური.

ჩემპიონთა ლიგა ბოლო ტური – ყველა მატჩი

მასპინძელიდროსტუმარი
აიაქსი23:55ოლიმპიაკოსი
არსენალი23:55ქაირათ ალმათი
ატლეტიკ ბილბაო23:55სპორტინგი
ატლეტიკო მადრიდი23:55ბუდე-გლიმტი
ბარსელონა23:55კოპენჰაგენი
ბაიერ ლევერკუზენი23:55ვილიარეალი
ბენფიკა23:55რეალ მადრიდი
ბრიუგე23:55მარსელი
დორტმუნდი23:55ინტერი
აინტრახტი ფრანკფურტი23:55ტოტენჰემი
ლივერპული23:55ყარაბაღი
მანჩესტერ სიტი23:55გალათასარაი
მონაკო23:55იუვენტუსი
ნაპოლი23:55ჩელსი
პაფოსი23:55სლავია პრაღა
პსჟ23:55ნიუკასლი
პსვ23:55ბაიერნი
უნიონ სენ-ჟილუაზი23:55ატალანტა

ჩემპიონთა ლიგა ბოლო ტური – სატურნირო ცხრილი

ადგილიგუნდიმატჩიგოლებიქულა
1არსენალი770020:21821
2ბაიერნი760120:71318
3რეალი750219:81115
4ლივერპული750214:8615
5ტოტენჰემი742115:7814
6პსჟ741220:101013
7ნიუკასლი741216:61013
8ჩელსი741214:8613
9ბარსელონა741218:13513
10სპორტინგი741214:9513
11მანჩესტერ სიტი741213:9413
12ატლეტიკო741216:13313
13ატალანტა741210:9113
14ინტერი740313:7612
15იუვენტუსი733114:10412
16დორტმუნდი732219:15411
17გალათასარაი73139:9010
18ყარაბაღი731313:15-210
19მარსელი730411:1109
20ლევერკუზენი723210:14-49
21მონაკო72328:14-69
22პსვ722315:1418
23ბილბაო72237:11-48
24ოლიმპიაკოსი72238:13-58
25ნაპოლი72237:12-58
26კოპენჰაგენი722311:17-68
27ბრიუგე721412:17-57
28ბუდე-გლიმტი713312:14-26
29ბენფიკა72056:10-46
30პაფოსი71334:10-66
31სენ-ჟილუაზი72057:17-106
32აიაქსი72057:19-126
33აინტრახტი711510:19-94
34სლავია70344:15-113
35ვილიარეალი70165:15-101
36ქაირათი70165:19-141

ვის რა სჭირდება

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის წინ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია: 36 გუნდიდან 32-ე გუნდი ბოლო მატჩებზე ისე გადის, რომ ტურნირზე დარჩენის იმედი ჯერ კიდევ გააჩნია.

უკვე 1/8-ფინალში

შვიდიდან შვიდი მოგებით არსენალს ლიგის ფაზაში იდეალური შედეგი აქვს. მიკელ არტეტას გუნდს გოლი მხოლოდ ბაიერნმა და ინტერმა გაუტანეს,(ლენარტ კარლი და პეტარ სუჩიჩი).

ბოლო ტურში ემირეითსს აუთსაიდერი ქაირათი ესტუმრება, არსენალს კი პირველობის განსამტკიცებლად ფრეც ეყოფა, რათა თეორიულად მერვედფინალში ყველაზე ხელსაყრელი წილისყრა მიიღოს.

ქაირათს კი პრესტიჟისთვის ბრძოლა მოუწევს. გიორგი ზარიასა და ლუკა გადრანის ექს გუნდს ბოლო 36-ე ადგილი უჭირავს 1 ქულით. ხსნა შეიძლება ვილიარეალი იყოს, თუმცა ესეც მხოლოდ თეორიულ შანსად მოსჩანს.

პირველ ადგილზე დასრულების შანსი სხვებიდან მხოლოდ ბაიერნს აქვს შენარჩუნებული, თუმცა ის მხოლოდ თეორიულ იერ-სახეს ატარებს. რეკორდმაისტერმა ტოპ-8-ში ადგილი გასულ კვირას უნიონ სენ-ჟილუაზთან 2-0 მოგებით გაინაღდა.

უქმეებზე აუგსბურგთან შინ დამარცხებულ ბაიერნს პსვ-ს დამარცხება ეინდჰოვენში სჭირდება და თან იმაზეც უნდა იოცნებოს, რომ არსენალი ქაირათთან დამარცხდეს ისე, თან ისე რომ ბურთების ბალანსში საერთო ჯამში ხუთბურთიანი სხვაობა აღმოიფხვრას.

პსვ-ს ამოცანა კი 24-ეულში ადგილის ნებისმიერი ხერხით შენარჩუნებაა. ახლა პსვ-ს 8 ქულა აქვს და ეს თეორიულად შეიძლება საკმარისიც იყოს, ოღონდ ამისთვის საჭიროა ეინდჰოვენს ქვემოთ ცხრილის 10 გუნდიდან სენსაცია 2-ზე მეტმა ვერ დააფიქსიროს.

აქ აიაქსი – ოლიმპიაკოსი ერთმანეთს ეთამაშებიან და რომელიმე მათგან პსვ-ს მარცხის შემთხვევაში გარდაუვლად გადაასწრებს ეინდჰოვენს.

მოკლედ, პსვ 24-დან ამოსავარდნად განწირულ გუნდს ჰგავს, თუმცა ეგრე აუგსბურგიც ჩამოწერილი იყო ბაიერნთან.

ტოპ 8-ისთვის ბრძოლა

აქ ყველაფერი რთულდება და ყველაზე საინტერესო ცხრილის ეს მონაკვეთია. თეორიულად, გალათასარაიდან და ყარაბაღიდან ქვემოთ არავინ, მაგრამ 10 ქულიანი გუნდებიც კი, ბურთების სხვაობისა და ერთმანეთთან თამაშების გამო, ტოპ-8-ში შეღწევის თეორიულ შანსს ინარჩუნებენ. პრაქტიკაში ეს სცენარი ცხადია ირეალურია, თუმცა მათემატიკური შანსი არსებობს.

რეალი, ლივერპული და ტოტენჰემი თავიანთ თავზე არიან დამოკიდებულნი. 3-3 ქულა მათთვის ტოპ 8-ში ადგილს ავტომატურად ანაღდებს.

ბენფიკა vs რეალი

მადრიდის რეალმა, რომელსაც ახლა ალვარო არბელოა ხელმძღვანელობს, გასულ კვირას მონაკოს 6-1 განადგურებით ბურთების სხვაობა საგრძნობლად გაიუმჯობესა. მეცხრე ადგილს ორი ქულით უსწრებს და ოთხშაბათს ჟოზე მოურინიოს გუნდს შეხვდება:

ბენფიკასთან სტუმრად მოგება მერვედფინალის საგზურს ავტომატურად ანაღდებს. ბურთების კარგი ბალანსის გამო უდიდესი შანსია ბლანკოსს ფრეც ეყოს.

ბენფიკას კი უპირობო გამარჯვება სჭრიდება, თან ისე, რომ მის წინ ცხრილში მყოფმა ნებისმიერმა 5-მა გუნდმა ვერ მოიგოს, ასეთ შემთხვევაში ჟოზე 24-ე ადგილით პლეი ინის კარს მიიხურავს, თუმცა რეალისტურ სცენარში, დიდი ალბათობით, ბენფიკასთვის ჩემპიონთა ლიგა ამ ფაზაშივე დასრულდება.

ლივერპული vs ყარაბაღი

ლივერპულიც 15 ქულითაა და ყარაბაღთან შინ მოგებით შემდეგ ეტაპზე უპირობოდ გავა. ბურთების შედარებით სუსტი სხვაობის გამო, რომელიც ნოემბერში პსვ-სთან შინ, 1-4 ანგარიშით წაგებამ დაამძიმა, ფრე დიდი ალბათობით მერსისაიდულ გუნდს არ ეყოფა.

ყარაბაღს რაც შეეხება გუნდს თავი თითქმის ქუდში აქვს, მარცხის შემთხვევაშიც კი. აზერბაიჯანის ჩემპიონი ყველაზე უარეს შემთხვევაში 27-ე ადგილამდე შეიძლება დაქვეითდეს, თუმცა ამისთვის მის ქვემოთ მყოფმა ცხრავე გუნდმა წარმატებას უნდა მიაღწიოს, ეს კი პრაქტიკული თვალსაზრისით ნაკლებად წარმოსადგენია.

აინტრახტი vs ტოტენჰემი

ტოტენჰემი შიდა ჩემპიონატში არასტაბილურობის მიუხედავად, ევროპაში შედეგს ინარჩუნებს. გასულ კვირას სვენსონის გაძევების შემდეგ, დორტმუნდი 10 კაცით დარჩა და ინგლისელებმა მოიგეს, რის შემდეგაც 14 ქულამდე ავიდნენ.

თომას ფრანკის გუნდს ყველაფერი საკუთარ ხელში აქვს: უმოტივაციო ფრანკფურტთან სტუმრად მოგება ავტომატურ კვალიფიკაციას მოუტანს გუნდს. ფრე ან წაგება კი საქმე გაართულებს, რადგან დეზებს რვა გუნდი ერთქულიანი ჩამორჩენით მისდევს.

აინტრახტს კი მხოლოდ პრესტიჟის დაცვაღა დარჩა. დინო ტოპმიოლერის გაშვების შემდეგ გუნდი დროებით დენის შმიდტს ჩააბარეს, მასთან ერთად კი არწივები კვლავ პირველი გამარჯვების მოლოდინში არიან.

13 ქულიანების დიდი ჯგუფი და ყველაზე ხმაურიანი მატჩი

ყველაზე საინტერესო ამბები ამ მონაკვეთში ხდება. ერთბაშად 8 გუნდს 13 ქულა აქვს.

მე-6 ადგილიდან მე-13-მდე განსხვავებას მხოლოდ ბურთების ბალანსი ქმნის.

პსჟ vs ნიუკასლი

ბოლო ტურის ყველაზე გამორჩეული მატჩი პარი სენ-ჟერმენსა და ნიუკასლს შორის, პარკ დე პრენსზე გაიმართება.

ორი სეზონის წინ, პარიზში მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ, როდესაც ბოლო წუთებზე კილიან მბაპეს პენალტმა ნიუკასლის ჯგუფიდან გასვლის იმედი გადაუწურა, ამ მატჩს ისევ დიდი დატვირთვა ექნება.

ორივეს ბურთების კარგი ბალანსი აქვს და გამარჯვებული, წესით, ტოპ 8-ში პირდაპირ ადგილს გაინაღდებს, მაგრამ ფრე ორივეს ტოპ 8-იდან ამოგდების რეალურ საფრთხეს შეუქმნის. წაგებული 13 ქულაზე დარჩება და ქვემოთ მყოფი ექვსი გუნდისთვის იოლი სამიზნე გახდება.

ნიუკასლი ბრძოლაში პსვ-ს დამარცხების შემდეგ დაბრუნდა, ხოლო პსჟ-მა სპორტინგთან წინა ტურში წაგებით საქმე გაირთულა.

ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები ყველაფრის თავის ადგილზე დაბრუნებას სწორედ ენტონი გორდონთან და ნიუკასლთან ეცდებიან.

ნაპოლი vs ჩელსი

ჩელსიმ გასულ კვირას პაფოსთან არასანახაობრივი, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ამ ეტაპზე ტოპ-8-ის ბოლო ადგილს იკავებს, თუმცა ნეაპოლში რთული გასვლა ელის ანტონიო კონტეს გუნდის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ჩემპიონს ტრავმების გამო ბევრი ფეხბურთელი აკლია.

ერთი შეხედვით, ნეაპოლში მოგებამ, წესით, ლიამ როსენიორის გუნდს მერვედფინალის საგზური პირდაპირ უნდა მოუტანოს, თუმცა უდიდესი ალბათობით საქმე ბურთების დათვლაზე მიდგება, სადაც ლურჯებმა მათ ქვემოთ მყოფი 13-ქულიან ხუთი გუნდიდან მინიმუმ 4-თან ბურთების შეფარდებაში უპირატესობა უნდა შეინარჩუნონ. ოთხთან იმიტომ, რომ პსჟ-ნიუკასლიდან ერთ-ერთი ამ სცენარში აუცილებლად ვარდება ტოპ 8-დან.

ჩელსისთვის ფრე ან მარცხი 1/8-ფინალის წინასწარ რაუნდში მოხვედრის ტოლფასი იქნება, რადგან კონკურენცია დორტმუნდის ჩათვლით უდიდესია.

რაც შეეხებათ ნეაპოლელებს, პარტენოპეი 25-ე ადგილზეა, თეორიულად ნაპოლის შესაძლოა 3 ქულაც არ ეყოს, თუკი დორტმუნდის ჩათვლით მის ზემოთ მყოფი ცხრა გუნდი თავის მატჩს მოიგებს.

თუმცა ეს მხოლოდ მათემატიკური სცენარია და ნაკლებ სავარაუდო. ამიტომ გამარჯვება დიდი ალბათობით, ნაპოლის 24 საუკეთესოში შეიყვანს.

ეს შეიძლება ფრემ და 1 ქულამაც გააკეთოს, თუმცა ამ შემთხვევაში კონკურენტების უმეტესობის მარცხი იქნება საჭირო.

თეორიაში მინიმალურმა მარცხმაც შეიძლება კონტეს გუნდს უშველოს, თუკი კონკურენტები უარესი სხვაობით წააგებენ.

მოკლედ, დიეგო არმანდო მარადონაზე დიდი ბრძოლა იქნება.

ბარსელონა vs კოპენჰაგენი და ბილბაო vs სპორტინგი

ბურთების სხვაობა გადამწყვეტი გახდება მე-9-დან მე-13 ადგილებზე მყოფი ხუთი გუნდისთვისაც.

ბარსელონა და სპორტინგი +5-ზე არიან და თუ ზემოთ მყოფები ქულებს დაკარგავენ, პირველ რიგში, ამ მოცემულობით, ისინი ისარგებლებენ, რადგან პსჟ და ნიუკასლი ერთმანეთს ქულებს აუცილებლად წაართმევენ. ბარსელონა კოპენჰაგენს მასპინძლობს, სპორტინგი კი ატლეტიკ ბილბაოს სტუმრობს, თან ისე, რომ ორივე მეტოქე პლეი ინის ზონაში ადგილისთვის იბრძვის.

ბარსელონას საქმე ალბათ საუკთესოდ აქვს, რადგან შინ კოპენჰაგენთან ჰანზი ფლიკის გუნდს შეტევაში შედეგიანობის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.

აი სპორტინგს კი შედარებით გაუჭირდება, რადგან გასვლაზე ბილბაოში თამაში ბევრად რთული იქნება.

ბილბაოც და კოპენჰაგენიც 8-8 ქულით არიან. ბასკები 23-ეზე, სკანდინავიელები კი – 26-ეზე, მათაც ნაპოლის მსგავსი მოცემულობა აქვთ – არის შანსი რომ გათამაშება როგორც ცხრილის შუაში, ასევე 24-ეულს მიღმა დაასრულონ.

მანჩესტერ სიტი vs გალათასარაი

მანჩესტერ სიტის +4 ბურთების სხვაობა აქვს და ტოპ-8-ში შეღწევის კარგი შანსი ექნება, თუ გალათასარაის სახლში დამაჯერებლად მოუგებს, თუმცა გასულ კვირას ბუდე-გლიმტთან 1-3 წაგებამ აჩვენა, რომ გვარდიოლას გუნდს საუკეთესო პერიოდი არ უდგას და შესაძლოა სტამბოლურ გუნდთან ისეთივე დამაჯერებელი ფავორიტი არ იყოს, როგორიც სხვა დროს იქნებოდა.

თავის მხრივ გალათასარაი ცხრილის შუაშია. ოქან ბურუქის გუნდს 24-ეულში ადგილს ავტომატურად მხოლოდ 3 ქულა გაუნაღდებს, თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით გუნდი წესით, პლეი ინში მარცხითაც მოხვდება.

ატლეტიკო vs ბუდე გლიმტი და სენ ჟილუაზი vs ატალანტა

ატლეტიკო მადრიდს +3 აქვს, გასულ კვირას გალათასარაისთან 1-1 ითამაშა და ახლა ბუდეს მასპინძლობს, რომელსაც პლეი ინში გასვლა ჯერ კიდევ შეუძლია. ატლეტიკოს მიზანი გამარჯვების გარდა ბურთების ბალანსის საგრძნობი გაუმჯობესებაა.

სიმეონეს გუნდი გატანილი გოლების მაჩვენებლით 13-ქულიან გუნდებში მხოლოდ ბარსელონას ჩამოუვარდება, თანაბარი ბალანსის შემთხვევაში სხვებთან შედარებით ჩოლოს გუნდს შესაძლოა ამ კომპონენტმა გაუმართლოს.

ატალანტა +1-ზეა და 13 ქულიანებში ბოლოა. გასულ კვირას ბილბაოსთან შინ 2-3 წაგებამ ტოპ 8-ის შანსები საგრძნობლად დააზიანა და ახლა სენ ჟილუაზთან გამარჯვებაც კი შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს პირდაპირ მერვედფინალში მოსახვედრად.

დორტმუნდი vs ინტერი და მონაკო vs იუვენტუსი

12 ქულით ორი გუნდია: იუვენტუსი და გასული სეზონის ფინალისტი ინტერი, რომელთაც ავტომატური კვალიფიკაციის მცირე შანსი მაინც აქვთ. ლუჩიანო სპალეტის იუვენტუსი მონაკოს სტუმრობს და მოგება სჭირდება, თანაც უნდა დაელოდოს, რომ ზემოთ მყოფებიდან რამდენიმე ქულებს დაკარგავს.

ინტერი დორტმუნდში გაცილებით მტრულ ატმოსფეროში ითამაშებს, სადაც მასპინძელ გუნდს მათემატიკურად ტოპ 8-ში დასრულება ჯერ კიდევ შეუძლია. თუნდაც ტოპ-8 ვერ შედგეს, დამატებითი ქულები და უკეთესი ადგილი უფრო ხელსაყრელ პლეი-ოფის წილისყრას დაეხმარება.

ამ ოთხეულიდან ინტერი, იუვე და დორტმუნდი გვერდიგვერდ არიან. თუმცა მათემატიკურად პლეი ინი მხოლოდ სერია A-ს გუნდებს აქვთ განაღდებული, აი დორტმუნდს კი თეორიულად საფრთხე ჯერ კიდევ შეიძლება დაემუქროს. ოღონდ ეს სცენარი წარმოუდგენელზე წარმოუდგენელია. ამისთვის ბორუსიამ უნდა წააგოს და მის ქვემოთ მყოფმა ცხრავე გუნდმა თავისი მატჩი მოიგოს.

დორტმუნდზე მოგვიანებით, მანამდე კი ისევ იუვე-ინტერზე.

პრაქტიკული თვალსაზრისით მათ ტოპ 8-ში შესვლა ძალიან გაუჭირდებათ, თუმცა მიზანი პოზიციის გაუმჯობესება უნდა იყოს, რაც პლეი ინში უკეთეს განთესვას განაპირობებს.

აი მონაკოს საქმე ბევრად რთულადაა. მონეგასკები 21-ე ადგილზე არიან, თუმცა შანსიან გუნდებს შორის მათ მესამე ყველაზე უარესი ბალანსი აქვთ. ცხადია, ეს რეალთან განადგურების შედეგია.

მონაკო საკუთარი თავის გარდა კონკურენტების მატჩების შედეგებზეც დამოკიდებულია.

ბრძოლა პლეი ინის ზონაში

1/8-ფინალის წინასწარ რაუნდში 16 ადგილი თამაშდება, მეცხრე ადგილიდან 24-მდე, და მათემატიკურად, 32-ე ადგილზე მყოფ აიაქსამდეც კი ყველას შეუძლია იქ მოხვედრა.

გასულ სეზონში, ლიგის ფაზის საბოლოო ცხრილში, ტოპ-8-ში შესასვლელად 16 ქულა იყო საჭირო, ხოლო 24-ე ადგილზე დასასრულებლად 11 ქულა და -6 ბურთების სხვაობაც კი საკმარისი აღმოჩნდა.

დორტმუნდს 11 ქულა და +4 აქვს, გალათასარაისა და ყარაბაღს კი შეუძლია ტოპ-8-ში ასვლაც, მაგრამ ასევე შეუძლია ტოპ-24-ის მიღმაც ჩავარდნაც. დორტმუნდის გვერდის ავლით 10 გუნდს შეუძლია ზემოთ ასვლა, თუმცა ამისთვის ძალიან არარეალური შედეგების ჯაჭვი და ბურთების დიდი სხვაობის დატრიალება იქნება საჭირო.

დორტმუნდზე ქვემოთ მყოფ ყველა გუნდს პლეი-ოფების გარეშე დარჩენის რეალური საფრთხე შეიძლება დაემუქროს.

გალათასარაი ჩემპიონთა ლიგაზე უკიდურესად მერყევად თამაშობს: კამპანია ფრანქფურტში 1-5 წაგებით დაიწყო, თუმცა ლივერპული დაამარცხა და აიაქსს ამსტერდამში 3-0 გადაუარა.

როგორც ვთქვით, უსაფრთხოებისა და უკეთესი განთესვისთვის გალამ უნდა სცადოს და წაგებითაც, მცირე ანგარიშით უნდა წააგოს.

ყარაბაღი სადებიუტო სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება და პლეი ინში გასვლის რეალური შანსი აქვს, მაგრამ ენფილდზე ლივერპულთან სტუმრობა ელოდება.

აზერბაიჯანელებს 10 ქულა აქვთ და ეს, წესით, ტოპ-24-ისთვის საკმარისი უნდა იყოს, თუმცა ბურთების სხვაობა კრიტიკული შეიძლება გახდეს და ყარაბაღს დიდი ანგარიშით მარცხის თავიდან აცილება სჭირდება.

9-ქულიანი გუნდები

ბრიუგე vs მარსელი, ლევერკუზენი vs ვილიარეალი, მონაკო vs იუვენტუსი – 9 ქულიანი გუნდების წყვილები ასე გამოიყურება.

მარსელმა კარგად იცის, რამდენად ძლიერია ლივერპული ამ ტურნირზე, რადგან გასულ კვირას 0-3 წააგო. რობერტო დე ძერბის გუნდს ბენჟამენ პავარი დისკვალიფიკაციის გამო აკლია, ხოლო იჯარით დამატებული ითენ ნვანერი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს პლეი-ოფის ფაზამდე ვერ შეძლებს, რადგან ამ სეზონში ამ ტურნირზე უკვე არსენალში უთამაშია.

მარსელს ფრეც უნდა ეყოს, რადგან 9 ქულა და ნულოვანი ბურთების სხვაობა აქვს. ოღონდ იმ პირობით, რომ ლევერკუზენიდან, მონაკოდან, პსვ-დან, ბილბაოდან, ოლიმპიაკოსიდან, ნაპოლიდან და კოპენჰაგენიდან ექვსი გუნდი ვერ მოიგებს.

ბრიუგეს ამოცანა ნათელია, მოიგოს 6-ქულიანი მატჩი მარსელთან, და მათ შორის მყოფი 7 გუნდიდან მინიმუმ ხუთმა თავისი თამაში ვერ მოიგოს.

ლევერკუზენიც და მონაკოც 9 ქულაზე არიან, მაგრამ სუსტი ბურთების სხვაობის გამო შესაძლოა ფრეზე მეტი დასჭირდეთ თავიანთ მეტოქეებთან, ვილიარეალთან და იუვენტუსთან, რათა პლეი ინის საგზური მოიპოვონ.

ცხადია, აქ ბაიერის მდგომარეობა უკეთესია, რადგან შინ უმოტივაციო ვილიარეალს ეთამაშება. აი მონაკოს კი იუვენტუსთან ბევრად უფრო რთული დაპირისპირება ელის. იღბალი ამ წყვილებში ცხადია სებასტიან პოკონიოლის გუნდს უფრო დასჭირდება, ვიდრე კასპერ იულმანის ბაიერს.

8-ქულიანი გუნდები

13-ქულიანი გუნდების რაოდენობის შემდეგ 5-5 გუნდი რვა და ექვს-ქულიანი მარაგებით არიან.

პსვ vs ბაიერნი, ბილბაო vs სპორტიგნი, აიაქსი vs ოლიმპიაკოსი, ნაპოლი vs ჩელსი, ბარსელონა vs კოპენჰაგენი – ამ ზონის გუნდების წყვილები ასე გამოიყურება.

პსვ 22-ე ადგილზეა და პოზიცია არასტაბილური აქვს, თუმცა დადებითი ბურთების სხვაობა დიდი პლუსია. მე-17 ადგილიდან ცხრილის ბოლომდე არცერთ სხვა გუნდს ეს უპირატესობა, ბურთების დადებითი ბალანსი არ აქვს.

სახლში ბაიერნთან ბოლო ტურის მატჩი იდეალური სცენარი არაა, თუმცა პსვ იმედოვნებს, რომ რეკორდმაისტერი ლიდერებს დაასვენებს.

პსვ იმ ხუთ გუნდს შორისაა, რომელსაც 8 ქულა აქვს, ატლეტიკთან, ოლიმპიაკოსთან, ნაპოლისთან და კოპენჰაგენთან ერთად, სადაც კოპენჰაგენი 26-ე ადგილზეა.

ამ გუნდების პელეტონისთვის 9 ქულაც შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს, მაგრამ ყველაფერი ბურთების სხვაობასა და ქვემოთ მყოფთა შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

პსვ-ს დადებითი ბურთების სხვაობა, რომელიც ენფილდზე 4-1 მოგებამ გაზარდა, უზარმაზარი უპირატესობაა.

ბრიუგე და 6-ქულიანი გუნდები

ამ ზონის გუნდების შანსები პრაქტიკულზე მეტად მათემატიკურ ხასიათს ატარებს, თუმცა ფეხბურთის სურპრიზების გარეშე, აბა, ვის გაუგონია?!

ბრიუგე 27-ე ადგილზეა და ერთადერთი გუნდია 7 ქულით. როგორც ვთქვით, ბრიუგეს მარსელთან რთულ მატჩში მოგება და თან, კონკურენტების უმეტესობის ფეხის დაცდენა დასჭირდება. ბრიუგეს ამოცანა ნათელია, მოიგოს 6-ქულიანი მატჩი მარსელთან, და მათ შორის მყოფი 7 გუნდიდან მინიმუმ ხუთმა თავისი თამაში ვერ მოიგოს.

ატლეტიკო vs ბუდე-გლიმტი, ბენფიკა vs რეალი, პაფოსი vs სლავია, სენ ჟილუაზი vs ატალანტა, აიაქსი vs ოლიმპიაკოსი

6-ქულიან გუნდებს 3 ქულის გარდა მოვლენათა მთელი ჯაჭვის ერთობლიობა და დამთხვევები დასჭირდებათ.

ბუდე-გლიმტი, ბენფიკა, პაფოსი, სენ ჟილუაზი და აიაქსი. ყველას სასწაული სჭირდება, ბოლო ორს კი კიდევ ცოტა უფრო მეტი, რადგან უნიონ სენ-ჟილუაზისა და აიაქსის ბურთების სხვაობა ორნიშნა მინუსშია. ორივეს საშინაო მატჩი აქვს. თუმცა პოტენციური მოგების შემთხვევაში აიაქსისთვის მის ზემოთ 10-მა გუნდმა ქულაც ვერ უნდა აიღოს, ხოლო სენ ჟილუაზისთვის – 9-მ.

პაფოსი, რომლის შემადგენლობაშიც 38 წლის დავიდ ლუისი თამაშობს, ყველაფერს გააკეთებს სლავიასთან მოსაგებად, მაგრამ ბუდესა და ბენფიკასთვის ატლეტიკოსა და რეალ მადრიდის დამარცხება ძალიან რთული დავალება იქნება.

აქედან შედარებით რეალური პაფოსის შანსებია. კვიპროსელებმა თავიანთი მატჩი უნდა მოიგონ, და თან, -6 ბურთიანი ბალანსი ოდნავ მაინც გამოიკეთონ.

ლიგის ფაზაში ჩარჩენილები

აინტრახტის 5-1 მოგებამ გალათასარაისთან პირველ ტურში როგორც გაირკვა ცრუ იმედები გააჩინა, რადგან გერმანელებისთვის ერთადერთი სხვა სოლიდური შედეგი ნეაპოლში უგოლო ფრე აღმოჩნდა.

სლავია პრაღა უკვე გავარდნილია, მაგრამ პაფოსში სტუმრად მოგებაზე მაინც იბრძოლებს.

აქ მხოლოდ პრესტიჟი არ თამაშდება: თითოეულ გამარჯვებაზე 2.1 მილიონი ევრო გაიცემა, თითოეული ფრისთვის 700 ათასი ევრო, ხოლო ამდენივე თანხა ცხრილში უფრო მაღლა დაკავებულ ყოველ ადგილსაც ემატება, ამიტომ ბრძოლა მაინც ღირს. თეორიულად სლავია 34-ე ადგილიდან 28-ემდე ასვლასაც კი შეძლებს.

ვილიარეალი ლა ლიგაში მეოთხეა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციის გზაზე დგას, თუმცა წლევანდელ ტურნირზე სრული ქაოსია. მარსელინოს გუნდის როტაციით ცხადია, რომ გუნდმა აქცენტი ლა ლიგაზე გააკეთა.

აუთსაიდერი ქაირათმა საკვალიფიკაციო ეტაპზე სელტიკი დაამარცხა და ლიგის ფაზაში პირველად გავიდა, მაგრამ თამაშების უმეტესობაში დონეს აშკარად ვერ გაუმკლავდა. არსენალთან გასვლა მაინც დაუვიწყარი გამოცდილება იქნება, ყაზახური გუნდისთვის.

ცხადია, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურს setantasports.com-ზე უნდა მიადევნოთ თვალი.