ჩელსი vs ლივერპული – გიორგი მამარდაშვილის დებიუტი პრემიერ ლიგაში სტემფორდ ბრიჯზე, ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ შედგება.
გიორგი მამარდაშვილის პრემიერლიგური დებიუტის ხილვა ქართველ მაყურებელს Setanta Sport 1-ზე და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეუძლია.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
მერსისაიდელებმა პრემიერ ლიგაში უდანაკარგო სერია ლონდონში, კრისტალ პალასის წინააღმდეგ შეწყვიტეს (1:2) და რეაბილიტაციის მოხდენას ჩელსის წინააღმდეგ ეცდებიან.
ლივერპულმა სელჰარსთ პარკზე გამართულ შეხვედრაში ბოლო წუთზე, ედი ნკეტიას გატანილი გოლით წააგო და მდევარ გუნდებს მოახლოების საშუალება მისცა. 6 ტურის შემდეგ არნე სლოტის გუნდი პრემიერ ლიგას 15 ქულით ლიდერობს და მდევარ არსენალს 2 ქულით უსწრებს.
ლონდონის ჩელსი, თავისმხრივ, არც ისე კარგ ფორმაშია. მარესკას გუნდმა ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო. ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ლონდონელებმა საკუთარ მოედანზე ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი ბენფიკა მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს (1:0).
ლურჯებს ინგლისის პრემიერ ლიგაში ორმატჩიანი წაგებათა სერია აქვთ. მანჩესტერ იუნაიტედთან დამარცხების შემდეგ (1:2), ლონდონურმა კლუბმა ბრაიტონთანაც დათმო მატჩი (1:3). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მარესკას გუნდს ორივე ამ მატჩის ჩატარება 10 კაცით მოუწია წითელი ბარათების გამო.
დისციპლინარული საკითხი მარესკას გუნდში აშკარა პრობლემაა. მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩში წითელი ბარათი მეკარემ, რობერტ სანჩესმა მიიღო.
შემდეგ ბრაიტონთან უხეშობისთვის ტრევორ ჩალობა გააძევეს, რომელიც ამ მატჩს გამოტოვებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ბენფიკას წინააღმდეგ წითელი ბარათი ჟოაო პედრომ დაიმსახურა.
ამ პრობლემებს ემატება ისიც, რომ გუნდის მთავარი ლიდერი, კოულ პალმერი ტრავმირებულია და ლივერპულთან გასამართ თამაშს გამოტოვებს.
საკადრო პრობლემებია ლივერპულშიც, არნე სლოტის გუნდს სტამბულში, ჩემპიონთა ლიგაზე გალათასარაისთან ურთულესი მატჩი ჰქონდა, სადაც მინიმალური ანგარიშით დამარცხდა (0:1).
წაგებასთან ერთად სლოტის გუნდს ალისონი გამოაკლდა, რომლის ადგილიც საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა დაიკავა.
წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე არნე სლოტმა თავისი გუნდის საკადრო პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჰუგო ეკიტიკე და ფედერიკო კიეზა გუნდთან ერთად ივარჯიშებენ და დიდი შანსია ისინი მოედანზე ვიხილოთ.
რაც შეეხება ალისონს, სლოტმა დაადასტურა, რომ ბრაზილიელი მეკარე ლივერპულს გამოაკლდა და ბრაზილიელი ასევე მოახლოებულ სანაკრებო პაუზაზე სელესაოსაც ვერ დაეხმარება.
სლოტმა პრესკონფერენციაზე ასევე ალისონის შემცვლელზე, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი მეკარე თავის ახალ გუნდს კარგად შეეწყო.
“საუთჰემპტონთან მატჩში ვიხილეთ, რომ გიორგი გუნდს კარგად შეეწყო. ის მაღალი დონის მეკარეა და ალისონს ჩაანაცვლებს. ჩვენ აქამდეც ჩავანაცვლეთ ალისონი და იგივე მოგვიწევს ახლაც. მამარდაშვილის კარგი თამაშები ადრეც გვინახავს და იგივეს ველით ახლაც”
მთელი რიგი გავლენიანი გამოცემები წერენ, რომ ალისონი ლივერპულს ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მამარდაშვილს პრემიერ ლიგაში მანჩესტერ იუნაიტედის, მანჩესტერ სიტის, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის რეალის წინააღმდეგ ვიხილავთ.
ბრაზილიელ მეკარეს ლივერპულურ კარიერაში 37 პრემიერლიგური მატჩი აქვს გამოტოვებული, რა დროსაც ლივერპული საშუალოდ უფრო მეტ ქულას აგროვებს, თუმცა ამ დროს თამაშების რაოდენობაა რა თქმა უნდა გასათვალისწინებელი:
ალისონთან ერთად | ალისონის გარეშე | |
235 | მატჩები | 37 |
156 | მოგება | 27 |
49 | ფრე | 7 |
30 | წაგება | 3 |
2.20 | ქულები/მატჩში | 2,38 |
66.4% | მოგების პროცენტულობა | 73% |
0.90 | გაშვებული გოლები/მატჩში | 1.27 |
1.05 | მოსალოდნელი გოლები/მატჩში | 1.12 |
2.5 | სეივები/90 წუთში | 2.6 |
73.3% | სეივების პროცენტულობა | 66.7% |
31.2 | პასები/90 წუთში | 31.9 |
26.1 | პასების სიზუსტე/90 წუთში | 24.5 |
83.4% | პასების სიზუსტე | 76.6% |
8.8 | შორეული პასები/90 წუთში | 11.1 |
3.9 | წარმატებული შორეული პასები/90 წუთში | 3.9 |
44.4% | შორეული პასების სიზუსტე | 35% |
ზედიზედ ორი მატჩის წაგების შემდეგ, არნე სლოტის გუნდს საფეხბურთო ექსპერტებისგან კრიტიკა ხვდა წილად.
Sky Sports-ის საფეხბურთო ექსპერტმა და ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა განაცხადა, რომ სლოტს შემადგენლობაში ძირეული ცვლილებების გაკეთება მოუწევს.
კარაგერმა ფლორიან ვირცი გააკრიტიკა, რომელსაც ლივერპულში ჩატარებულ 8 მატჩში ჯერჯერობით თავი არც ერთი შედეგიანი მოქმედებით გამოუჩენია. ჯეიმი თვლის, რომ დროა ვირცი სათადარიგო სკამზე ვიხილოთ.
ლონდონის ჩელსის საკადრო პრობლემებს რომ დავუბრუნდეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მარესკას გუნდს დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს. დისკვალიფიცირებულ ტრევორ ჩალობას ემატება ტრავმირებული ლივაი კოლვილი, რომელიც ლივერპულთან ასევე ვერ ითამაშებს.
კოლვილის გარდა ჩელსის ტრავმის გამო ტოსინ ადარაბაიოიო, კოულ პალმერი და ლიამ დელაპიც გამოაკლდება.
ჯერჯერობით არაა ცნობილი, თუ რამდენად მზად იქნება სათამაშოდ კიდევ ერთი მცველი, ვესლი ფოფანა, რომელსაც კუნთის ტრავმის გამო რამდენიმე ვარჯიში გაუცდა.
ამგვარად, დიდი შანსია ლონდონელთა დაცვის ხაზში თინეიჯერი აჩემპონგი ვიხილოთ, რომელსაც პრემიერ ლიგის საწყის ტურებში კარგი თამაშები ჰქონდა.
რაც შეეხება ლივერპულის დანაკლისს, ალისონის გარდა გუნდს ჯოვანი ლეონი გამოაკლდება, რომელმაც სათასო შეხვედრაში მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო და მთელ სეზონს გამოტოვებს.
გალათასარაისთან შეხვედრაში მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია უგო ეკიტიკეს, ასე რომ, დიდი ალბათობით, მერსისაიდელთა შემტევ ხაზში ალექსანდერ ისაკს ვიხილავთ.
ჩელსი vs ლივერპული
სავარაუდო შემადგენლობები
ჩელსი – სანჩესი, ჯეიმსი, აჩემპონგი, ბადიაშილი, კუკურელია, ენცო, კაისედო, ესტევაო, ბუანანოტე, ნეტუ, ჟოაო პედრო
ლივერპული – მამარდაშვილი, ბრედლი, კონატე, ვან დაიკი, კერკეზი, მაკალისტერი, გრავენბერხი, სალაჰი, სობოსლაი, გაკპო, ისაკი