2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი უპრეცედენტო იქნება მონაწილე ქვეყნების რაოდენობით. მუნდიალზე მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 32-დან 48-მე გაიზარდა, რამაც ბევრ ქვეყანას უმაღლეს ასპარეზზე მონაწილეობის მიღების შანსი მისცა.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპები დასასრულს მიუახლოვდა და მხოლოდ პლეი-ოფები დარჩა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი მატჩი ბულგარეთის წინააღმდეგ მინილაური სხვაობით დათმო (2:1), ჯვაროსნებმა შესარჩევი ეტაპი 3 ქულით დაასრულეს, ჯგუფში სანიოლის გუნდმა მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო და ხუთჯერ მარცხი იწვნია.
ვილი სანიოლის პრესკონფერენცია სრულად – ბულგარეთი 2-1 საქართველო
ამ მომენტისთვის ცნობილია იმ 42 ქვეყანა, რომელიც მექსიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებენ.
მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ქვეყნების გაზრდამ განაპირობა ის, რომ მაგალითად 28-წლიანი ლოდინის შემდეგ მუნგიალს დაუბრუნდა ერლინგ ჰოლანდის ნორვეგია. 1998 წლის მუნდიალი ბოლო იყო შოტლანდიისთვისაც, რომელმაც შემდეგ მსოფლიოზე საგზური 1 დღის წინ გაიფორმა.
დებიუტანტები მსოფლიო ჩემპიონატზე
ამ მომენტისთვის 4 ქვეყანა არის ისეთი, რომლებმაც არსებობის ისტორიაში პირველად გადალახეს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი და საგზური მოიპოვეს.
აზიიდან დებიუტანტები იქნებიან იორდანია და უზბეკეთი. ივნისში გამართულ შესარჩევ ეტაპზე იორდანიამ ომანის დამარცხებით გაინაღდა მსოფლიოზე საგზური, ხოლო უზბეკეთმა არაბეთის გაერთიანებულ საემიროსთან აღებული ქულით.
აფრიკიდან პირველად მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე კაპო ვერდე, რომელმაც შთამბეჭდავი შესარჩევი ეტაპი ჩაატარა და ჯგუფი პირველი ადგილით დაასრულა. ჯგუფში კაპო ვერდემ 10 მატჩში 23 ქულა დააგროვა და კამერუნი ტურნირს მიღმა დატოვა.
ყველაზე სენსაციურია მსოფლიო ჩემპიონატზე კურასაოს მოხვედრა. ეს კუნძულოვანი ქვეყანა ჯგუფში ტრინიდადი და ტობაგოსთან, იამაიკასთან და ბერმუდასთან ერთად იყო, სადაც 6 ჩატარებულ შეხვედრაში არც ერთი თამაში წააგო (3 მოგება, 3 ფრე) და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების უახლეს ინფორმაციას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.