ევროპული საფეხბურთო საღამოები setantasports.com-ზე გრძელდება, 18 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალურ ეტაპზე ოთხი მატჩი გაიმართება – ტრაიციულად, ყველა შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Setanta Sport-ის არხებსა და setantasports.com-ზეა შესაძლებელი.
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
NEWS26 – თვის გამოწერა
YEAR26 – წლის გამოწერა
21:45 ყარაბაღი vs ნიუკასლი, Setanta Sport 1
სათამაშო დღის პირველი მატჩი ბაქოში გაიმართება, სადაც ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო ეტაპზე მყოფი ორი დებიუტანტი შეხვდება ერთმანეთს.
ყარაბაღისთვის ეს მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გურბან გურბანოვის გუნდი ქვეყნის ისტორიაში პირველია, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ჯგუფური ეტაპი/ლიგის ფაზა დაძლია და პლეი-ოფში გავიდა.
ლიგის ფაზის განმავლობაში ყარაბაღმა არა ერთი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა – აზერბაიჯანულმა გუნდმა სექტემბერში ლისაბონის ბენფიკა დრამატული ქამბექით დაამარცხა, რასაც შემდეგ კოპენჰაგენთან და აინტრახთან მოპოვებული გამარჯვებები მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ლიგის ფაზის დროს ყარაბაღმა ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ აიღო ქულა (2:2).
ზოგადად, ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ევროტურნირებზე ყარაბაღს საშინელი სტატისტიკა აქვს – 8 თამაშში 7 მარცხი და 1 ფრე.
ნიუკასლი ლიგის ფაზის ბოლო ტურის წინ საუკეთესო რვა გუნდში იყო, თუმცა პარი სენ-ჟერმენთან ნათამაშები ფრის შემდეგ ინგლისელებმა საუკეთესო რვა გუნდში ადგილი დაკარგეს და პლეი-ოფს 1/16 ფინალიდან იწყებენ.
ედი ჰაუს გუნდს ლიგის ფაზაზე ჩატარებულ 8 შეხვედრაში 17 გოლი აქვს გატანილი, ყარაბაღის საშინაო მატჩების სტატისტიკას თუ გავითვალისწინებთ, ამ შეხვედრაშიც სანახაობას და ბევრ გოლს უნდა ველოდეთ.
23:55 ბუდე/გლიმტი – ინტერი, Setanta Sport 1


გასული სეზონის ფინალისტი მილანის ინტერი ჩემპიონთა ლიგის ფაზის საუკეთესო 8 გუნდში ვერ მოხვედრის შემდეგ ასპარეზობას 1/16 ფინალიდან იწყებს და პირველ მატჩს ნორვეგიაში გამართავს.
ბუდე/გლიმტმა ლიგის ფაზაზე თავის სადებიუტო გამოსვლა წარმატებულად დაასრულა, ნორვეგიელებმა საფეხბურთო გულშემატკივარს თავი უხვგოლიანი მატჩებით დაამახსოვრეს და ამ წარმატებული სვლის დროს ბუდე/გლიმტმა სენსაციური გამარჯვებები მოიპოვა მადრიდის ატლეტიკოს და მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ.
ფაქტია, ინტერი მატჩში გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსით ითამაშებს, თუმცა ნორვეგიელების მხარეს საკუთარი მოედნის უპირატესობა იქნება, სადაც მთელი სეზონის განმავლობაში თამამად თამაშობენ და სენასციებიც შემოგვთავაზეს.
23:55 ბრიუგე vs ატლეტიკო, Setanta Sport 2


დიეგო სიმეონეს ატლეტიკო პლეი-ოფის პირველ შეხვედრას ბელგიაში გამართავს. მადრიდელები ჩემპიონთალიგურ შეხვედრას ლა ლიგაში რაიო ვალეკანოსთან განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ (0:3), ხვდებიან.
ბრიუგემ ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე მშვენიერი შემტევი ფეხბურთი აჩვენა და პლეი-ოფში გასვლა დაიმსახურა. საკუთარ მოედანზე ბელგიელები განსაკუთრებული წარმატებით ასპარეზობენ – ბრიუგეს ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ზედიზედ 5 საშინაო მატჩში მინიმუმ 2 გოლი გააქვს.
ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონში ატლეტიკო და ბრიუგე ერთ ჯგუფში იყვნენ, მაშინ დიეგო სიმეონეს გუნდმა ბელგიელების დამარცხება ვერც ერთხელ მოახერხა (0:0, 0:2) და იმ სეზონში ატლეტიკო პლეი-ოფს მიღმა დარჩა. მადრიდელები რევანშის აღებას ახლა უკვე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე შეეცდებიან.
23:55 ოლიმპიაკოსი vs ლევერკუზენი, setantasports.com
ათენში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფაზის სატურნირო ცხრილში მეზობელი გუნდები – ოლიმპიაკოსი და ლევერკუზენი შეხვდებიან.
გერმანული კლუბი ბოლოა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფაზის სატურნირო ცხრილში განთესილ გუნდებს შორის მოხვდა და საპასუხო მატჩში საკუთარ მოედანზე ითამაშებს.
საინტერესოა, რომ ეს გუნდები მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე უკვე გადაიკვეთნენ – ათენში გამართული შეხვედრა ბერძნებმა დამაჯერებლად მოიგეს (2:0). ლევერკუზენი რევანშის ასაღებად საბერძნეთში ოპტიმალური შემადგენლობით ჩავიდა, გერმანელებს სასტარტო შემადგენლობიდან მხოლოდ ფლეკენი დააკლდებათ.