ბენფიკა vs რეალი – ჩემპიონთა ლიგის ფაზის ფანტასტიკური დასასრული ვიხილეთ ლისაბონში, სადაც ბენფიკამ მადრიდის რეალს უმასპინძლა.
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
საუკეთესო 24 გუნდში მოსახვედრად ბენფიკას მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა მაშინ, როცა რეალი საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრისთვის 3 ქულის ძიებაში იყო. ბლანკოსმა ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა – რაულ ასენსიოს გადაცემა კილიან მბაპემ აქცია გოლად და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში თავისი მე-12 გოლი გაიტანა, თუმცა მოურინიოს გუნდმა რეაქცია პირველივე ტაიმში გამოავლინა – შელდერუპის და პავლიდისის გოლებით ‘არწივები’ შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.
ლისაბონში გამართული მატჩის მეორე ტაიმი დრამატული, სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა. მოურინიოს გუნდის უპირატესობა 54-ე წუთზე შელდერუპის მეორე გოლით კომფორტული გახდა, თუმცა რეალმა ჩამორჩენა ერთამდე, 4 წუთში, კილიან მბაპეს გოლით შეამცირა. ფრანგმა ფეხბურთელმა ჯგუფურ/ეტაპზე ლიგის ფაზის ერთ სეზონში გატანილი გოლების რეკორდი მოხსნა (13), რომელიც აქამდე კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნოდა (11), თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მბაპემ ლიგის ფაზაზე 7 მატჩი ჩაატარა. ფრანგი მიუახლოვდა რონალდუს 17-გოლიან რეკორდსაც, სეზონის ბოლომე ბლანკოსის ფორვარდს ექნება შანსი გახდეს ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლის გამტანი მოთამაშე ისტორიაში.
განსაკუთრებით დრამატული გამოდგა მატჩის ბოლო წუთები – უხეშობისთვის მსაჯმა ჯერ რაულ ასენსიო გააძევა, ხოლო მალევე როდრიგომ 60 წამში მსაჯთან საუბრისთვის ორი ყვითელი ბარათი მიიღო და რეალი საერთოდ ცხრა კაცით დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ბენფიკა იგებდა, მოურინიოს გუნდი ლაივ ცხრილში 25-ე ადგილზე იყო – ‘არწივებს’ საუკეთესო 24 გუნდში გასასვლელად ერთი გოლი სჭირდებოდათ და მოხდა ის, რასაც ნებისმიერი საფეხბურთო ქომაგი ზღაპრულ დასასრულში წარმოიდგენს ხოლმე – მეკარის გოლით ბენფიკამ 4:2 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა – პორტუგალიელებს გმირად უკრაინელი მეკარე – ტრუბინი მოევლინა, რომელმაც ჯარიმიდან ჩაწოდებული თავით გადაგზავნა კურტუას კარში და ბენფიკას ზღაპრული გამარჯვება მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ ტრუბინი გახდა მე-5 მეკარე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე გოლი გაიტანა. აქამდე იგივე პროვედელმა, იანს იორგ ბუტმა, სინან ბოლატმა და ვინსენტ ენიემამ მოახერხეს.