რეალი vs ბარსელონა – სეზონის პირველ კლასიკოში ესპანური გრანდები სატურნირო ცხრილის სათავეში, თუმცა ორქულიანი სხვაობით ხვდებიან.
ბერნაბეუზე გასამართ შეხვედრაში ბარსელონა ისტორიული მეტოქის დამარცხებას და ლა ლიგის სათავეში მოხვედრას დაუმიზნებს.
მადრიდულ დერბიში განცდილი გამანადგურებელი ანგარიშით მარცხის შემდეგ (2:5), სამეფო კლუბმა სათამაშო ფორმა ვილიარეალთან და ხეტაფესთან მოგებული რთული თამაშებით აკრიფა.
შუა კვირაში ლოს ბლანკოსმა მოგებათა სერია იტალიურ გიგანტთან – იუვენტუსთან გამართულ მატჩში გააგრძელა (1:0). ჩემპიონთალიგურ შეხვედრაში რეალს ჯუდ ბელინგემის ერთაერთმა გოლმა მოაგებინა, რის გამოც ჩაბი ალონსო თავის პირველ ელ კლასიკოს 4-მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდება.
ჟირონასთან გამართულ ადგილობრივ დერბიში, მატჩის დამატებით დროში მიღებული ზედიზედ ორი ყვითელი ბარათის გამო ჰანსი ფლიკი ბარსელონას სტადიონზე ვერ გაიყვანს და მატჩს ტრიბუნიდან უყურებს. ბერნაბეუზე მწვრთნელის ტერიტორიას ბერნაბეუზე ფლიკის ასისტენტი, მარკუს სონგი დაიკავებს.
ბარსელონამ ბოლო პერიოდში გაუგებარი თამაშები აჩვენა და ზედიზედ ორჯერ წააგო – ჯერ პარი სენ-ჟერმენთან ჩემპიონთა ლიგაზე (1:2), ხოლო შემდეგ ესპანეთის სამხრეთში, სევილიასთან საერთოდ განადგურდა (1:4).
თავის ბოლო მატჩში ბარსელონამ კატალონიურ დერბიში დამატებით დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა (2:1).
ელ კლასიკოს წინ, ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ კვირას გასამართ მატჩში უხვგოლიანი დასანახაობა ვივარაუდოთ. ამაზე ბოლო კლასიკოებიც მეტყველებს:
| 11 მაისი, 2025 | ბარსელონა 4-3 რეალი |
| 26 აპრილი, 2025 | ბარსელონა 3-2 რეალი |
| 12 იანვარი, 2025 | რეალი 2-5 ბარსელონა |
| 26 ოქტომბერი, 2024 | რეალი 0-4 ბარსელონა |
| 3 აგვისტო, 2024 | რეალი 1-2 ბარსელონა |
სიახლეები რეალ მადრიდში


მადრიდულ გუნდს უბრუნდებიან დანი კარვახალი და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, რომლებმაც ინდივიდუალური ვარჯიშები განაახლეს და სათამაშოდ მზად არიან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩაბი ალონსოს გუნდს მხოლოდ ორი ფეხბურთელი დააკლდება, ესენი არიან დავიდ ალაბა, რომელმაც ტრავმა ხეტაფესთან მატჩში მიიღო, და ანტონიო რუდიგერი.
პოტენციურად ერთ-ერთი ყველაზე დიდი კითხვა ჩაბი ალონსოს გუნდის შემადგენლობაში მარჯვენა ვინგერია, ბრაჰიმ დიასმა იუვენტუსთან დაიწყო, თუმცა ამჯერად შესაძლოა სასტარტოში ფრანკო მასტანტუნო ვიხილოთ.
სიახლეები ბარსელონაში


კატალონიური გუნდი ელ კლასიკოს დიდი საკადრო პრობლემებით ხვდება. ორივე მეკარე – ხოან გარსია და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გუნდს ვერ ეხმარებიან, ამიტომ ბლაუგრანას კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს.
სულ რამდენიმე ხნის წინ დადასტურდა, რომ ფლიკის გუნდს რაფინიაც გამოაკლდა. ბრაზილიელი დანი ოლმოსთან, რობერტ ლევანდოვსკისთან და გავისთან ერთად გუნდს ტრიბუნიდან უგულშემატკივრებს. თუმცა, ფორმაში შესული მარკუს რაშფორდი და ფერმინ ლოპესი სრულ მზადყოფნაში არიან.
რეალი vs ბარსელონა – სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა: შესნი, ერიკ გარსია, არაუხო, კუბარსი, ბალდე, პედრი, დე იონგი, იამალი, ფერმინი, რაშფორდი, ფერან ტორესი
რეალი: კურტუა, ვალვერდე, მილიტაო, ჰაუსენი, კარერასი, ჩუამენი, ბელინგემი, არდა გულერი, მასტანტუნო, ვინისიუსი, მბაპე
რეალი vs ბარსელონა – როგორ ვუყუროთ?
ელ კლასიკოს ხილვა ქართველ მაყურებელს setantasports.com-ის პლატფორმაზე შეეძლება.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.