სარჩევი
ატლეტიკომ ლუკმენის ტრანსფერი შეათანხმა | Setanta Sports

მადრიდის ატლეტიკომ ბერგამოს ატალანტას ნიგერიელი თავდამსხმელის, ადემოლა ლუკმენის ტრანსფერი შეათანხმა, წერს გავლენიანი გამოცემა Reuters.

2026 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

ლუკმენი მადრიდში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მადრიდულ გრანდთან კონტრაქტს მოაწერს ხელს. გავლენიანი წყაროების ცნობით, ლუკმენის ტრანსფერი ატლეტიკოს 35 მილიონი ევრო დაუჯდება. ჯერჯერობით ფეხბურთელის კონტრაქტის დეტალებზე ესპანური პრესა ინფორმაციას არ ავრცელებს.

28 წლის ფორვარდი ატალანტას 2022 წელს, ლაიპციგიდან შეუერთდა. ბერგამოულ კლუბში გატარებულ 4 წელში, ნიგერიელმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 55 გოლი გაიტანა.

ლუკმენმა ატალანტას ისტორიაში საკუთარი სახელი სამუდამოდ ჩაწერა 2024 წლის ევროპა ლიგის ფინალში ნაჩვენები პერფორმანსით – ნიგერიელმა ფინალში ჰეტ-ტრიკი შეასრულა, რითიც ატალანტას ევროპა ლიგის ტიტული მოაგებინა და ლევერკუზენის 51-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. ლუკმენი ამ შედეგით პირველი ფეხბურთელი გახდა 1975 წლის შემდეგ, რომელმაც ევროთასების ფინალში 3 ან მეტი გოლის გატანა შეძლო.

ლონდონში დაბადებულმა ლუკმენმა პროფესიონალური კარიერა ადგილობრივ ჩარლტონ ატლეტიკში დაიწყო 2015 წელს. 2017 წელს ის ევერტონს შეუერთდა, სადაც პრემიერ ლიგაში ჩატარებულ სადებიუტო მატჩში თავი გატანილი გოლით გამოიჩინა. მიუხედავად ამისა, ლუკმენმა პრემიერ ლიგაში ფეხი ვერ მოიკიდა და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად იჯარის წესით ლაიპციგს შეუერთდა. გერმანიაში ჩატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ, ლაიპციგმა 2019 წელს ლუკმენი 22.5 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გამოისყიდა.

სერია A-ში გადასვლამდე, ლუკმენმა ლაიპციგის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და იჯარის წესით ჯერ ფულემში გადავიდა, ხოლო შემდეგ ლესტერში.

ახლა, დიეგო სიმეონეს გუნდში, რომელსაც შემტევ ხაზში ტრავმირებული მოთამაშეები ჰყავს, ლუკმენს ადგილის დამკვიდრების კარგი შანსი ექნება. ატლეტიკო ამ მომენტისთვის ესპანეთის ჩემპიონატში მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ ბარსელონას 10 ქულით ჩამორჩება.