ასტონ ვილას ზედიზედ მე-10 მოგება – ვილანები საჩემპიონო ბრძოლაში – ბირმინგემელებმა ვილა პარკზე მანჩესტერ იუნაიტედი მიიღეს და მეტოქე მორგან როჯერსის დუბლით დაამარცხეს (2:1).
უნაი ემერის გუნდმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-10 თამაში მოიგო – პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში კი ვილანები ლიდერ არსენალს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან.
მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩში უნაი ემერის გუნდმა შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთი შემოგვთავაზა და მორგან როჯერსის ორი საოცარი გოლით 3 ქულა დაიმსახურა.
ასტონ ვილა vs მანჩესტერ იუნაიტედი – მიმოხილვა
გასული სეზონიდან მოყოლებული, მორგან როჯერსს ყველა ტურნირზე უკვე 21 გოლი დაუგროვდა, 23 წლის და 148 დღის ასაკში ის პრემიერ ლიგის ფეხბურთლებიდან ყველაზე ახალგაზრდაა ვისაც 20+ გოლი აქვს აღნიშნულ პერიოდში.
1914 წლის შემდეგ ასტონ ვილას ყველა ტურნირზე 10-მატჩიანი მოგებათა სერია არ ჰქონია – ასევე, უნაი ემერის გუნდს შობისთვის მხოლოდ ერთ სეზონში ჰქონდა უფრო მეტი ქულა პრემიერ ლიგაში (39 ქულ, 2023/24 წლების სეზონში), ვიდრე მიმდინარე სეზონში აქვს (36 ქულა).
საინტერესოა, რომ უნაი ემერის თავის სამწვრთნელო კარიერაში სულ მეორედ აქვს 10-მატჩიანი მოგებათა სერია – პირველად ესპანელი მწვრთნელს მსგავსი სვლა 2021 წელს, არსენალში მუშაობის დროს ჰქონდა (11).
ასტონ ვილა შემდეგ მატჩს სტემფორდ ბრიჯზე, ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ 27 დეკემბერს, 21:30 სთ-ზე ჩაატარებს.
ტრადიციულად, პრემიერ ლიგის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.