აინტრახტი vs ლივერპული – მამარდაშვილის ლივერპული ოთხმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ რეაბილიტაციის მოხდენას ფრანკფურტში, აინტრახტის წინააღმდეგ ეცდება.
ლივერპულში კრიზისის ნიშნებია მას შემდეგ, რაც ენფილდზე სკაუზერებმა ისტორიულ მეტოქესთან, მანჩესტერ იუნაიტედთან წააგეს, მედიაში ლივერპულის კრიტიკა უფრო ხმამაღლა ისმის.
რეაბილიტაციის შანსი ლივერპულს
არნე სლოტის გუნდი პრემიერ ლიგაში ლიდერ არსენალს 4 ქულით ჩამორჩება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე ორ მატჩში 3 ქულა აქვს. წითლები სტამბულში, გალათასარაის წინააღმდეგ დამარცხდნენ (0:1), სადაც სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში ჰქონდათ.
მანჩესტერ იუნაიტედთან თამაშმა გვაჩვენა, რომ ლივერპულს დაცვის ხაზში ხარვეზებია და გუნდი მეტოქეების კონტრშეტევებს სათანადოდ ვერ პასუხობს, ამასთან, შეტევაში მომენტების რეალიზების პრობლემაცაა. მხოლოდ მანჩესტერთან მერსისაიდელებმა 4 დიდი მომენტის გამოყენება ვერ შეძლეს.
სკაუზერთა სასიხარულოდ, აინტრახტი ზუსტად ისეთი გუნდია, რომლის წინააღმდეგაც მერსისაიდელებს ბევრი მომენტი უნდა შეექმნათ. ფრანკფურტულ გუნდს ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული, თუმცა ამასთანავე ყველაზე მეტი – გატანილი, ასე რომ, დეუჩე ბანკ პარკზე გოლების წვიმას უნდა ველოდოთ.
ჩემპიონთა ლიგის ფაზის ორ ტურში აინტრახტის ჩატარებულ მატჩებში ჯამში 12 გოლი გავიდა. პირველ ტურში გერმანელებმა გალათასარაი გაანადგურეს 5:1, ხოლო შემდეგ ზუსტად იგივე ანგარიშით დამარცხდნენ ატლეტიკოს წინააღმდეგ.
აინტრახტი vs ლივერპული – საინტერესო ფაქტები
- აინტრახტი და ლივერპული ერთმანეთს ევროტურნირებზე აქამდე ორჯერ შეხვდნენ. ეს უეფას თასის პირველ რაუნდში, 1972-73 წლების სეზონში მოხდა, მაშინ ლივერპულმა ორი მატჩის ჯამში 2:0 მოიგო (2:0 სახლში, 0:0 სტუმრად).
- ლივერპულს გერმანული გუნდების წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 15 გასვლით მატჩში მხოლოდ 1 წაგება აქვს, ლევერკუზენის წინააღმდეგ (2:4), 2002 წლის აპრილში. ბოლო 5 გასვლითი მატჩიდან ინგლისელებმა გერმანიაში 5-ივე მოიგეს.
- ლივერპულს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპსა და ლიგის ფაზაზე ჯამში ჩატარებულ ბოლო 30 მატჩში 26 მოგება 2 ფრე და 2 წაგება აქვს.
- აინტრახტის მიერ გატანილი გოლებში ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად იღებენ მონაწილეობას ანსგარ კნაუფი (1 გოლი, 1 შედეგიანი გადაცემა) ან ჯონათან ბურკადტი (2 გოლი, 1 შედეგიანი გადაცემა).
- ჩემპიონთა ლიგაზე მერსისაიდული კლუბის მაისურით მხოლოდ ჯეიმი კარაგერს აქვს უფრო მეტი გასვლითი მატჩი (40), ვიდრე მოჰამედ სალაჰს (36).
- მოჰამედ სალაჰს ლივერპულის რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად გამართულ მატჩში ჩატარებულ ბოლო 19 თამაშში 15 გოლი აქვს გატანილი.
- აინტრახტის მცველს, ნათანიელ ბრაუნს 12 წართმევის მცდელობიდან 11 წარმატებული აქვს. ეს შედეგი (92%) ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოა იმ მოთამაშეებს შორის, ვისაც 10-ზე მეტი დუელი ჰქონია.
აინტრახტი vs ლივერპული – სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერ იუნაიტედთან განცდილი მარცხის შემდეგ, დიდი ალბათობით, სლოტი რამდენიმე გადაადგილებს განახორციელებს სასტარტო შემადგენლობაში.
უგო ეკიტიკემ და ფლორიან ვირცმა პრემიერ ლიგის მატჩი სათადარიგოდან დაიწყეს, ასე რომ, სავარაუდოდ აინტრახტთან მათ სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.
კვლავ ტრავმირებულია ალისონი, რომლის ნაცვლადაც წითლების კარს საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. იუნაიტედთან მატჩში მიღებული დაზიანების გამო წითლებს რაიან გრავენბერხიც გამოაკლდათ.
რაც შეეხება აინტრახტის დანაკლისს, გერმანელებს ჰოილუნდი, ნგანკამი და ბაუმი ვერ დაეხმარებიან. სხვა მხრივ, ფრანკფრუტული გუნდი მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდება.
აინტრახტი: სანტოსი, კრისტენსენი, კოხი, სეტე, ბრაუნი, ბაოია, უზუნი, ლარსონი, ჩაიბი, დოანი, ბურკადტი
ლივერპული: მამარდაშვილი, ფრიმპონგი, ვან დაიკი, რობერტსონი, სობოსლაი, მაკალისტერი, გაკპო, ვირცი, სალაჰი, ეკიტიკე
აინტრახტი vs ლივერპული – როგორ ვუყუროთ
აინტრახტისა და ლივერპულის დაპირისპირებას ქართველი მაყურებელი Setanta Sport 2-ზე და setantasports.com-ის პლატფორმაზე იხილავს.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.