სარჩევი
საქართველო 80-69 ესპანეთი ევრობასკეტი | Setanta Sports

საქართველო 83-69 ესპანეთი – საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი დიდი სენსაციით გახსნა. კალათბურთის ეროვნულმა გუნდმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა.

ალექსანდერ ჯიკიჩის გუნდმა მოწინააღმდეგეს და ჯგუფის ფავორიტს 14-ქულიანი უპირატესობით სძლია. საბოლოოდ მატჩი 83:69 დასრულდა – 20:17, 17:18, 20:14, 26:20.

საინტერესოა, რომ საქართველომ ესპანეთს ოთხივე მეოთხედი მოუგო.

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ესპანეთთან:

კამარ ბოლდუინი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, გოგა ბითაძე – ჯიკიჩმა საქართველოს სასტარტო ამ ხუთეულით ააწყო.

საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო შედეგი სანდრო მამუკელაშვილს ჰქონდა – 19 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა. გოგა ბითაძემ შეხვედრა 15 ქულით დაასრულა, თორნიკე შენგელიამ კი 13 ქულა ჩაწერა.

საინტერესოა, რომ ესპანეთის შემადგენლობაში არის როტაცია, თუმცა ევროპის მოქმედ ჩემპიონს წინა გათამაშებიდან 6 კალათბურთელი კვლავ შემადგენლობაში ჰყავს.

ამ სენსაციური გამარჯვებით საქართველოს ნაკრები C ჯგუფის ლიდერად იქცა, ჯგუფის დარჩენილი მატჩები დღესვე ჩატარდება – ბოსნია vs კვიპროსი, იტალია vs საბერძნეთი.

საქართველოს ნაკრების შემდეგი მატჩი 30 აგვისტოს, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გაიმართება.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.