ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი ქართველი კალათბურთელებისთვის კარგად დაიწყო – მამუკელაშვილმა და ბითაძემ NBA მოგებით დაიწყეს.
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტომ ჯორჯიაში ატლანტა ჰოუკსი (138-118) დაამარცხა, ქართველი კალათბურთელი +- კოეფიციენტით (+21) ორივე გუნდში საუკეთესო იყო.
ჯამში მამუკელაშვილმა პარკეტზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც პროდუქტიული იყო როგორც შეტევაში, ისევე დაცვაში. ქართველმა ატლანტას წინააღმდეგ 7 ქულა, 4 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ბლოკი დააგროვა.
ტორონტო სწრაფ, დინამიურ კალათბურთს თამაშობს და ძირითადად პერიმეტრიდან უტევს. ახალგაზრდული შემადგენლობიდან გამომდინარე კანადელებს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა გაუჭირდებათ, თუმცა პლეი-ოფში გასვლისთვის იბრძოლებენ.
ორლანდო მეჯიქმა მაიამისთან საშინაო მატჩი დაძაბულ ბრძოლაში მოიგო (125-121). გარდამტეხი აღმოჩნდა მატჩის დასრულებამდე 58 წამით ადრე ჯეილენ საგსის ორქულიანი, რამაც ორლანდოს ლიდერობა გაამყარა.
გამორჩეული თამაში ჰქონდა დებიუტანტ დეზმონდ ბეინს, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო. ორლანდოს ლიდერები – ფრანც ვაგნერი და პაოლო ბანქერო მეჯიქს 24-24 ქულით დაეხმარნენ.
ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ მაიამისთან თამაში სათადარიგოდან დაიწყო. გოგამ ჯამში პარკეტზე 18 წუთი გაატარა და ორმაგ დუბლთან მაინც ახლოს იყო. ქართველმა 8 ქულა, 8 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი დააგროვა.
უყურე NBA-ის გამორჩეულ მატჩებს Setanta Sport-ის არხებზე და setantasports.com-ზე.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.