სარჩევი
მამუკელაშვილმა სასტარტოდან დაიწყო - ტორონტომ ზედიზედ მე-7 მოიგო | Setanta Sports

მამუკელაშვილის პირველი სტარტი ტორონტოში – საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების და ტორონტო რეპტორსის კალათურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა რეგულარული სეზონის მატჩში ბრუკლინის წინააღმდეგ პირველად დაიწყო სასტარტო ხუთეულიდან და კანადურ გუნდს გამარჯვებაში (119:109) დაეხმარა.

უყურე NBA-ის გამორჩეულ მატჩებს setantasports.com-ზე

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

მამუკელაშვილის პირველი სტარტი სეზონში

ტორონტო რეპტორსმა NBA-ის რეგულარულ სეზონში ჩატარებულ ბოლო 12 მატჩში 11 მოიგო – კანადური გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია და პლეი-ოფში გასვლის მთავარი პრეტენდენტია.

ტორონტომ მატჩი შემდეგი ხუთეულით დაიწყო – ქუიქლი, ბარეტი, მამუკელაშვილი, ინგრემი, ბარნსი. ბრუკლინის ხუთეული კი ასეთი იყო – დემინი, მენი, ქლოვნი, პორტერი, კლექსტონი.

მატჩი გამორჩეული იყო ბრენდონ ინგრემისთვის, რომელმაც მეორე მეოთხედში ჩაგდებული სამქულიანით NBA-ში 10,000 ქულიან ნიშნულს გადააბიჯა.

ბრუკლინთან გამართულ მატჩში სეზონის პირველი სტარტი ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს – ქართველმა პარკეტზე 26 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

მამუკელაშვილი სასტარტო შემადგენლობაში ტრავმირებული პოეტლის ნაცვლად იყო, რომელიც სავარაუდოთ 1 კვირას იუქმებს.

ტორონტო რეპტორსი NBA-ის რეგულარულ სეზონში 12 მოგებით და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს.

შემდეგ მატჩს კანადური გუნდი საკუთარ პარკეტზე 25 ნოემბერს გამთენიისას, 04:00 სთ-ზე, კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ ჩაატარებს.