მამუკელაშვილის დებიუტი – საქართველოს ეროვნული ნაკრების და ტორონტო რაპტორსის კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის პრესეზონზე კანადური გუნდის მაისურით დენვერთან (108-112) თავისი სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
სანდრომ დენვერთან გამართულ შეხვედრაში პარკეტზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 15 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანინ გადაცემა დააგროვა.
ქართველი 60%-იანი სიზუსტით უტევდა პერიმეტრიდან (3/5), ხოლო ორქულიანი მამუს არ გაუფუჭებია (3/3).
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მარცხისა, როცა სანდრო პარკეტზე იყო ჯამში ტორონტო 5-ქულიანი უპირატესობით იგებდა დენვერის წინააღმდეგ.
შეგახსნებთ, რომ სეზონის დაწყებამდე სანდრო მამუკელაშვილი ტორონტო რაპტორსს სან ანტონიო სპერსიდან შეუერთდა. ქართველისთვის პრესეზონზე დენვერთან მატჩი სადებიუტო იყო.
ტორონტო რაპტორსი ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის სეზონს ახალგაზრდული შემადგენლობით ხვდება, ასე რომ, დიდი შანსია, ქართველმა კალათბურთელმა 2025/26 წლების სეზონში დიდი დრო გაატაროს პარკეტზე.
9 ოქტომბერს, გამთეენისას 06:00 სთ-ზე მამუკელაშვილის ტორონტო რეგულარული სეზონისთვის მოსამზადებელ მატჩს საკრამენტოს წინააღმდეგ ჩაატარებს.
ახალი სეზონიდან, ქართველ გულშემატკივარს NBA-ის რეგულარული სეზონის გამორჩეული მატჩების ყურება Setanta Sports-ის არხებსა და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეეძლება.
2025-26 სეზონი setantasports.com-ზე
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.