სარჩევი
მამუკელაშვილის ბრწყინვალე თამაში მაიამისთან - ტორონტომ მოიგო | Setanta Sports

მამუკელაშვილის ბრწყინვალე თამაში – კანადური ტორონტოს და საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის რეგულარულ სეზონში მაიამი ჰიტთან გამართულ მატჩში 11 ქულა მოაგროვა და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში (106:96) დაეხმარა.

მამუკელაშვილმა მაიამის წინააღმეგ პარკეტზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ ეფექტურობის კოეფიციენტით ქართველი კალათბურთელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ორივე გუნდში (+17). გარდა ამისა, ქართველი პარკეტიდან 44%-იანი სიზუსტით ისროდა და 2 სამქულიანის გამოყენებაც შეძლო.

ტორონტო რაპტორსმა მაიამისთან მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვებით NBA-ის რეგულარულ სეზონში 4-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

მამუკელაშვილის რაპტორსი მიმდინარე სეზონში აღმოსავლეთ კონეფერენციაში მშვენიერ შედეგს დებს და პლეი-ოფში გასვლის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. ტორონტო 16 მოგებით და 11 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს.

სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონში ერთ მატჩში საშუალოდ 9.7 ქულას, 4.3 მოხსნას და 1.7 შედეგიან გადაცემას აგროვებს – რაც ქართველის კარიერაში საუკეთესოა.

უყურე NBA-ის გამორჩეულ მატჩებს setantasports.com-ზე

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.