საფრანგეთი 70-80 საქართველო. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის მერვედფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
ალექსანდერ ჯიკიჩის გუნდმა საფრანგეთის წინააღმდეგ შეუდარებელი გუნდური თამაში აჩვენა და სენსაციური გამარჯვებაც დაიმსახურა.
თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში საფრანგეთი მდევრის როლში იყო და სულ რამდენჯერმე შეძლო გათანაბრება, თუმცა ბოლოს მაყურებელმა ჯვაროსნების შეუდარებელი გუნდური თამაში იხილა და ფრანგები უბრალოდ უშანსოდ დარჩნენ.
შეტევაში გამოსარჩევია კამარ ბოლდუინის და თორნიკე შენგელიას თამაში, რომლებმაც 24-24 ქულა ჩაუგდეს მეტოქეს. ორივე კალათბურთელმა 4-იდან 3 სამქულიანის გამოყენება შეძლო.
გამოსარჩევია სანდრო მამუკელაშვილის და გოგა ბითაძის თამაში როგორც შეტევაში, ისევე დაცვაში. მატჩის მიწურულს გოგამ სასწაული დაცვა ითამაშა და დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.
სანდრომ 14 ქულასთან ერთად 11 მოხსნაც მოაგროვა და მთელი თამაში უმაღლეს ტემპში ჩაატარა. სამწამიანში ორი ნაბიჯის შემდეგ, სანდროს შეჩერება მხოლოდ ჯარიმით თუ იყო შესაძლებელი.
ბრწყინვალე იყო ნაკრების კაპიტანი, რომელმაც ბოლდუინთან ერთან თამაშში ყველაზე მეტი – 24 ქულა ჩააგდო და გარდამტეხ მომენტში უმნიშვნელოვანესი სამქულიანით წინ გაგვიყვანა.
საფრანგეთი – საქართველო 70:80
საფრანგეთი – კორდინიე, კულიბალი, ჟაიტე, მალედონი, იაბუსელე
შეცვლიდან შემოვიდნენ – ფრანსისკო, ჰორდი, ლუვავუ-კაბარო, ოკობო, რისაშერი
საქართველო – ბოლდუინი, სანაძე, მამუკელაშვილი, შენგელია, ბითაძე
შეცვლიდან შემოვიდნენ – შერმადინი, ოჩხიკიძე, ბურჯანაძე, ანდრონიკაშვილი
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის ევრობასკეტის გამარჯვებული, ესპანეთი უკვე დაამარცხა, ხოლო ახლა კი ფინალისტი საფრანგეთიც მიაყოლა და მეოთხედფინალში ფინეთის ნაკრებს შეხვდება.
ფინეთმა, თავისმხრივ, მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის, სერბეთის წინააღმდეგ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებს შორის ევრობასკეტის მეოთხედფინალური მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.