პელიკანსისა და ინდიანას შეხვედრაში 11 წუთი ითამაშა გოგა ბითაძემ. ამ დროის მანძილზე 4 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა.
გოგას სათამაშო დრო მას შემდეგ მიეცა, რაც მის ტრანსფერზე დაიწერა. ევროპაში დაბრუნებაზე იყო საუბარი.
გოგა ბითაძის საქმე NBA-ში კარგად ვერ მიდის. თავიდანვე დიდი კითხვის ნიშანი დაისვა, – რატომ აირჩია პეისერსმა გოგა? სან ანტონიოს უფრო ვარაუდობდნენ და რა დასამალია, საქართველოშიც ბევრს სურდა გოგას პოპოვიჩთან ემუშავა, მაგრამ პეისერსი ჩაერია საქმეში.
გუნდში იყვნენ მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი. შესაბამისად გოგას ბევრი დრო არ ეძლეოდა, მხოლოდ კონკრეტნების ტრავმების შემთხვევაში იღებდა საკმარის დროს.
არადა, მოლოდინი დიდი იყო. პოტენციალი ყოველთვის ჰქონდა, უბრალოდ პეისერსი არ აღმოჩნდა ის გუნდი სადაც ამ პოტენციალს გამოავლენს. მას მერე მწვრთნელებიც შეიცვალნენ და საბონისიც წავიდა, მაგრამ გოგას დრო ისევ შემცირდა.
10 დეკემბრის შემდეგ პირველად მიეცა სათამაშო დრო. თუმცა, დამაიმედებელს ვერაფერს ვიტყვით.
ოთხი წუთი სანდროს
მამუკელაშვილმა ბოსტონთან შეხვედრაში ითამაშა. ბოსტონმა 139:118 მოიგო. სანდროს ოთხი წუთი დაუთმეს, თუმცა, დასამახსოვრებელი არაფერი გვინახავს. მილუოკი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია NBA-ში, ამ გუნდში წუთების მიღება ძალიან რთულია, თუმცა, სანდროს არც მოტივაცია აკლია და არც მონდომება.