სარჩევი
ევრობასკეტი 2025 - საქართველო ფინეთთან დამარცხდა | Setanta Sports

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის მერვედფინალში ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ დამარცხდა (79:93) და ტურნირს გამოეთიშა.

ისტორიული გამოდგა ჯვაროსნების სვლა 2025 წლის ევრობასკეტზე, სადაც ჩვენმა ნაკრებმა საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და მეოთხედფინალურ ეტაპზე გასვლა პირველად მოახერხა.

ამგვარად, მერვედფინალების შემდეგ, საქართველოს ნაკრები 2025 წლის ევრობასკეტზე მე-8 ადგილზე გავიდა.

სატურნირო ცხრილი ევრობასკეტზე ჯგუფში დაკავებული ადგილის, პლეი-ოფში ნაჩვენები შედეგისა და ქულების სხვაობის მიხედვით დგინდება.

საქართველოს ნაკრები მერვედფინალურ ეტაპზე ჯგუფში მე-4 ადგილის დაკავებით გავიდა. ჩვენებმა ჯგუფში კვიპროსისა და ესპანეთის დამარცხება შეძლეს, ხოლო იტალიასთან, საბერძნეთთან და ბოსნიასთან დამარცხდნენ.

მერვედფინალში ჯიკიჩის გუნდმა საოცარი გუნდური თამაში აჩვენა და წინა ევრობასკეტის ფინალისტი, საფრანგეთი ტურნირიდან გამოთიშა.

საქართველო ფინეთთან დამარცხდა

ჩვენ კალათბურთელებს მერვედფინალურ მატჩში ცუდი სტარტი ჰქონდათ. ფინეთმა მნიშვნელოვანი უპირატესობა პირველ ორ მეოთხედში მოიპოვა, რისი დაქაჩვაც ძალიან გაგვიჭირდა.

აღსანიშნავია, რომ იყო მომენტები, როდესაც მეტოქეს მივუახლოვდით და შემცირება ექვსამდეც კი დავიყვანეთ მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე, მაგრამ კრიტიკულ მომენტში ფინელმა კალათბურთელებმა ცივსისხლიანობა გამოავლინეს და უპირატესობა ხელიდან არ გაუშვეს.

გარდა იმისა, რომ ფინელებს მთელი მატჩის განმავლობაში სროლა მისდიოდათ, გარდამტეხი აღმოჩნდა სათადარიგო მოთამაშეების ჩაგდებული ქულების სხვაობაც.

ფინეთის ნაკრების სათადარიგომ ჯამში სულ 44 ქულა დააგროვა, ჩვენი ნაკრების სათადარიგოს კი სულ 4 ქულა ჰქონდა.

სიამაყით შეგვიძლია დავასრულოთ 2025 წლის ევრობასკეტი, სადაც ქართველმა კალათბურთელებმა მართლაც ყველაფერი გააკეთეს წარმატების მისაღწევად, გვაჩუქეს ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.