მორიგი მატჩები გაიმართა NBA-ში, ცენტრალურ შეხვედრაში ბრუკლინ ნეტსმა ბოსტონ სელტიკსს უმასპინძლა და 92:103 დამარცხდა. ბრუკლინის კარგი სერია შეწყდა, თუმცა, ცუდი პერიოდი უკან დარჩა, დურანტი ხასიათზე მოვიდა, კაირი დაბრუნდა, ბენ სიმონსი კი ისევ აღარ ჩანს.
ბრუკლინიდან საუკეთესო კევინ დურანტი იყო, პარკეტზე 40 წუთი დაჰყო, ამ დროის განმავლობაში 31 ქულა, 5 პასი და 7 მოხსნა მოაგროვა. იმავე დროის მანძილზე კაირი ირვინგმა 18 ქულას, 8 მოხსნას და 5 პასს მოუყარა თავი. თამაშის მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ბოსტონიდან საუკეთესო იყო ჯეილან ბრაუნი, 40 წუთში 34 ქულა, 10 მოხსნა და 2 ქულა დააგროვა. კარგი შეხვედრა ჰქონდა ჯეისონ ტატუმსაც, – 37 წუთში 11 მოხსნა, 1 პასი და 29 ქულა.
ბრუკლინის ბალანსი 13-12-ია. ბოსტონის 19-5.
ლოს ანჯელეს ლეიკერსმა 130:119 დაამარცხა ვაშინგტონ ვიზარდსი. სუპერ მატჩი ჰქონდა ენტონი დევისს, ბოლო შეხვედრებში ისეთ პერფორმანსს გვაჩვენებს, რომ MVP-ზეც დააფიქრებს ადამიანს.
დევისმა 38 წუთი დაჰყო პარკეტზე, ამ დროის მანძილზე 17 მოხსნა, 1 პასი და 55 ქულა მოაგროვა. კარგი იყო ლებრონ ჯეიმსიც, – 34 წუთი, 29 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი.
ლეიკერსის ბალანსი 10-12-ია.
პორტლენდს დემიენ ლილარდი დაუბრუნდა, პეისერსთან შეხვედრაში ლილარდმა 21 ქულა აიღო, პორტლენდმა 116:100 მოიგო. საკრამენტო კინგსმა ჩიკაგო დაამარცხა 110:101, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ზაკ ლავინი გახდა, 41 ქულით, რვა მოხსნითა და 2 პასით.