სარჩევი
ინფანტინო რუსეთისთვის ბანის მოხსნას მხარს უჭერს | Setanta Sports

FIFA-ს პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო მიიჩნევს, რომ რუსეთს საერთაშორისო ბანი ფეხბურთში უნდა მოეხსნას.

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

Sky Sports-სთან ინტევიუში ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის დაწესებას არაფერი მოაქვს და ფეხბურთის თამაშის უფლება ყველას უნდა ჰქონდეს.

რუსეთს FIFA-ს და UEFA-ს ტურნირებზე მონაწილეობის მიღება 2022 წელს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ აეკრძალა. კონფლიქტი კვლავ გრძელდება, თუმცა ინფანტინო ფიქრობს, რომ რუსეთს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მიღება უნდა შეეძლოთ.

კითხვაზე, უნდა მოეხსნას თუ არა ბანი რუსეთს, ინფანტინოს პასუხი ასეთი იყო: ‘რუსეთს ბანი უნდა მოეხსნას, რადგან ამ აკრძალვას არაფრისთვის მიუღწევია, ის მხოლოდ სიძულვილს და ბრაზს ზრდის.’

‘რუსი გოგონების და ბიჭების საერთაშორისო ტურნირებზე დაბრუნება ვფიქრობ, რომ ამ სიძულვილს გააქრობს.’

ინფანტინოს აზრით, FIFA-მ უნდა დაიწყოს მუშაობა იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ ჰქონდეს აკრძალვა.

‘ჩვენ პოლიტიკური ლიდერების ქცევების გამო მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ უნდა ავუკრძალოთ ფეხბურთის თამაში. ვინმემ ამაზე საუბარი უნდა დაიწყოს’, განაცხადა ინფანტინომ.

ამავე დროს, UEFA-ს პრეზიდენტი, ალექსანდერ ჩეფერინი მიიჩნევს, რომ რუსეთს მხოლოდ მას შემდეგ მოეხსნება ბანი, როცა უკრაინაში საომარი მოქმედებები დასრულდება.