სარჩევი
კერიკის ეფექტი - იუნაიტედმა სიტის შემეგ არსენალიც დაამარცხა | Setanta Sports

კერიკის ეფექტი – ინგლისის პრემიერ ლიგის 23-ე ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა ემირეითსზე ადგილობრივი არსენალი დაამარცხა (3:2) და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მაიკლ კერიკმა იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ ჯერ მანჩესტერ სიტი, ხოლო შემდეგ ლონდონის არსენალი დაამარცხა, ეშმაკები ამ მოგებით ოთხეულში შევიდნენ, რითიც ჩელსის და ლივერპულს გადაასწრეს.

უყურე პრემიერ ლიგის ყველა მატჩს setanatsports.com-ზე

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

ემირეითსზე შეკრებილმა გულშემატკივარმა უხვგოლიანი და სანახაობრივი მატჩი იხილა. პირველ ტაიმში მეთოფეები ლისანდრო მარტინესის ავტოგოლით დაწინაურდნენ, რასაც ეშმაკებმა მბიუმოს გოლით უპასუხეს.

მბიუმო პირველი ახალწვეული გახდა მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში რობინ ვან პერსის (2012-13) შემდეგ, რომელმაც პრემიერ ლიგის სეზონში იუნაიტედისთვის დაპირისპირებული სამივე გუნდის – არსენალის, მანჩესტერ სიტის და ლივერპულის კარის აღება შეძლო.

მანჩესტერ იუნატედმა უპირატესობა მეორე ტაიმის დაწყებიდან 6 წუთში პატრიკ დორგუს შესანიშნავი გოლით მოიპოვა – დანიელმა ფეხბურთელმა ბრუნო ფერნანდეშთან ორჯერ გათამაშებული ‘ერთი-ორის’ შემდეგ ბრწყინვალე შორეული დარტყმით აიღო დავიდ რაიას კარი. გატანილი გოლის შემდეგ იუნატედი თავს კარგად იცავდა, არსენალი ბურთს ფლობდა, თუმცა რეალურ სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდა.

მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე არსენალმა ისევ სტანდარტულიდან შეძლო გოლის გატანა, საკას მოწოდებული კუთხურის შემდეგ იუნაიტედის დაცვაში შექმნილი ქაოსით მიკელ მერიკომ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. ზუსტად ორ წუთში, მატეუჟ კუნიამ სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გოლი გაიტანა შორეული დარტყმით და მაიკლ კერიკის გუნდმა 3 ქულა აიღო.

იუნაიტედმა ამ გამარჯვებით ლონდონის არსენალის 17-მატჩიანი საშინაო დაუმარცხებელი სერია დაასრულა. ამასთან, ეშმაკებმა ემირეითსზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს 2017 წლის შემდეგ.

ლონდონის არსენალი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს ინარჩუნებს და მდევარ მანჩესტერ სიტის 4 ქულით უსწრებს, იუნაიტედი კი ამ გამარჯვებით ოთხეულში შევიდა და მდევარ ჩელსის და ლივერპულს სეშესაბამისად 1 და 2 ქულით უსწრებს.