სარჩევი
მანჩესტერს სეზონის ბოლომდე კერიკი გაწვრთნის | Setanta Sports

მანჩესტერს სეზონის ბოლომდე კერიკი გაწვრთნის – ინფორმაციას ბრიტანული გავლენიანი გამოცემა Sky Sports ადასტურებს.

მანჩესტერმა რუბენ ამორიმი გაათავისუფლა

აქამდე აქტიურად იწერებოდა, რომ მანჩესტერი ოლე გუნარ სულშერის კანდიდატურას განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ კერიკთან შედგა შეთანხმება, ინგლისელი ეშმაკების მწვრთნელის რანგში პირველ მატჩს შაბათს, მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ჩაატარებს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ორშაბათს, 12 იანვარს შედგა და კერიკი მანჩესტერის ხელმძღვანელების პირობებს დათანხმდა.

მიდლსბროს მთავარი მწვრთნელობის დროს, კერიკი ხშირად იყენებდა 4-2-3-1 სათამაშო ტაქტიკას, ასე რომ, სავარაუდოა წითლები ახალი ფორმაციით ვიხილოთ მანჩესტერულ დერბიში. ამორიმის ფავორიტი 3-მცველიანი ტაქტიკა კერიკმა მიდლსბროში მუშაობის დროს სულ სამჯერ გამოიყენა.

შეგახსენებთ, კერიკი მიდლსბროში 2022 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ივნისამდე მუშაობდა, რა დროშიც 139 მატჩი ჩაატარა მწვრთნელის რანგში, 63-ჯერ მოიგო, 49 მატჩ ფრედ დასრულდა და 24-ჯერ დამარცხდა.

მანჩესტერული დერბის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Setanta Sport 1-სა და setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.