პსჟ vs ფლამენგო – ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი მორიგი ტიტულის მოსაგებად ბრაზილიურ ფლამენგოს – კატარში, აჰმად ბინ ალის სტადიონზე დაუპირისპირდება.
კონტინენტთაშორისი თასის ფინალი თბილისის დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება.
ტურნირის შესახებ


FIFA-ს კონტინენტთაშორისი თასი ყოველწლიური ტურნირია, რომელმაც სტარტი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფორმატის ცვლილების შემდეგ აიღო. ტურნირში FIFA-ს 6 კონფედერაციის გამარჯვებული მონაწილეობს.
პლეი-ოფში მონაწილეობას აზიის, ოკეანეთის, აფრიკის, სამხრეთ-ამერიკის და ჩრდილოეთ ამერიკის კონფედერაციის გამარჯვებულები იღებენ, ხოლო ევროპული კონფედერაციის გამარჯვებული პირდაპირ ფინალში ხვდება.
კონტინენტთაშორისი თასის პირველი გათამაშება 2024 წელს გაიმართა, სადაც ფინალურ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგის იმდროინდელმა გამარჯვებულმა – მადრიდის რეალმა მექსიკური პაჩუკა (3:0) დაამარცხა და ტურნირის ისტორიაში პირველი ტრიუმფატორი გახდა.
2025 წელს იგივე ტურნირის მოგებას ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი შეეცდება, რომლის მეტოქეც ბრაზილიური ფლამენგო იქნება.
ბრაზილიურმა კლუბმა კონტინენტთაშორისი ტურნირის პლეი-ოფში ჯერ ჩრდილოამერიკული კრუზ აზული დაამარცხა (1:2), ხოლო შემდეგ აფრიკის კონფედერაციის გამარჯვებულს, პირამიდსს სძლია და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
პსჟ vs ფლამენგო – პირველი ურთიერთშეხვედრა ისტორიაში
იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ტურნირი ჯერ კიდევ ახალია და არც ისე პოპულარული, დეკემბრის შუაში მატჩის მოახლოება თითქოს ვერც შევამჩნიეთ.
ასეა თუ ისე, კატარში გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის და კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებულებს ვიხილავთ ერთმანეთის წინააღმდეგ, რაც ცალსახად დამაინტრიგებელი და საინტერესოა.
იმის გათვალისწინებით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარ კარიერაში კიდევ ერთი ტიტულის მოგება შეუძლია, ქართველი გულშემატკივრებისთვის დაპირისპირება კიდევ უფრო საინტერესო ხდება.
პსჟ და ფლამენგო აქამდე ოფიციალურ მატჩში ერთმანეთს ისტორიაში არასდროს შეხვედრილან. იყო ამხანაგური შეხვედრები – 1975 წელს ფლამენგომ პარიზული გუნდი 3:0 დაამარცხა, 1979 წელს კი 3:1 -სჟ-მ იმარჯვა. მესამე ამხანაგური მატჩიც ამ გუნდებს შორის მე-20 საუკუნეში შედგა (1991), მაშინ პარკ დე პრანსზე გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
ლუის ენრიკეს გუნდი ფინალურ მატჩს ჩვეულ ფორმაში ვერ ხვდება. პარიზელებმა ბოლო 8 მატჩში ორჯერ წააგეს, საფრანგეთის ჩემპიონატში ლიდერობაც დაკარგეს, თუმცა ჯამში 20 გოლი გაიტანეს და მშვენიერ შემტევ ფეხბურთს გვაჩვენებენ.
რაც შეეხება ფილიპე ლუსის ფლამენგოს, ბრაზილიური გუნდი ბოლო 7 მატჩია ყველა ტურნირზე დაუმარცხებელია და პსჟ-ს წინააღმდეგ მატჩს თითქმის უდანაკარგოდ ხვდება.
პსჟ vs ფლამენგო – საკადრო პრობლემები


ლიგა 1-ის ბოლო ტურში, მეცის წინააღმდეგ მატჩში (3:2) ლუის ენრიკეს ჟოაო ნევეშის, ბრედლი ბარკოლას და ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების ფუფუნება ჰქონდა. გუნდის ეს ლიდერები მწყობრში არიან და დიდი ალბათობით, ფლამენგოს წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.
ჯერჯერობით უცნობია უსმან დემბელეს საკითხი, 2025 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულის თამაში სასტარტო შემადგენლობიდან კითხვის ნიშნის ქვეშაა.
რაც შეეხება ფლამენგოს, როგორც უკვე აღვნიშნე, ფილიპე ლუისის გუნდს დანაკლისი ფაქტობრივად არ აქვს. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ტრავმის გამო გუნს ვერ ეხმარება, ალანია.
პსჟ vs ფლამენგო – სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ – შევალიე, მენეში, პაჩო, მარკინოსი, ზაირ-ემერი, ფაბიან რუისი, ვიტინია, ნევეში, კვარაცხელია, დუე, ბარკოლა
ფლამენგო – როსი, ვარელა, დანილო, ლეო პერეირა, ალექს სანდრო, პულგარი, ჟორჟინიო, ლინო, არასეტა, კარაშალი, ბრუნო ენრიკე
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.