ჭიკაძე vs ვალიეხოსი – წლის ბოლო UFC ქარდზე, თანამთავარ ორთაბრძოლაში ‘ქართველი ნინძა’ გიგა ჭიკაძე ახალგაზრდა არგენტინელ მებრძოლს, კევინ ვალიეხოსს დაუპირისპირდება.
ოფიციალურად – გიგა ჭიკაძე 2025 წლის ბოლო ივენთზე იჩხუბებს
ვალიეხოსი გიგას – ურეიტინგოსთან ბრძოლას დათანხმდი, ლეგენდა ხარ
ჭიკაძე vs ვალიეხოსი – უყურე UFC Vegas 112-ს setantasports.com-ზე 05:00 სთ-დან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
კევინ ვალიეხოსს UFC-ის მატჩმეიკერებმა კარიერის საუკეთესო ბრძოლა მისცეს და მისი დატესტვა ქართველ გიგა ჭიკაძეს მოუწევს, რომელიც თაივის წონის რეიტინგის მე-15 ნომერია.
ქართველი ნინძა, თავისმხრივ, 27 აპრილის შემდეგ პირველად იბრძოლებს. მაშინ გიგა 3-რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა და ახლა რეაბილიტაციის მოხდენას ახალგაზრდა პროსპექტის წინააღმდეგ ეცდება.
გიგას წვდომში ექნება დიდი უპირატესობა, რის გამოყენებასაც ქართველი დისტანციაზე ქიქებით ეცდება. ვალიეხოსიც სტრაიკერია, ასე რომ, დიდი შანსია, ბრძოლა ძირითადად დგომში ვიხილოთ, სადაც ქართველი ნინძა ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს.
კევინ ვალიეხოსმა ბრძოლის წინ ქართველ მებრძოლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეტოქეს პატივს სცემს და მადლობელია ამ ბრძოლის გამართვისთვის:
“ურეიტინგო მებრძოლის წინააღმდეგ ჩხუბს დათანახმდა და შანსი მომცა – გიგა ნამდვილი ლეგენდაა.
ვფიქრობ, მის წინააღმდეგ საბრძოლო სტილების დაპირისპირება გვექნება – გიგა ქიქებს გამოიყენებს, მე კი კრივით უნდა შევძლო წარმატების მიღწევა”
UFC 112-ის მთავარი ორთაბრძოლა უმსუბუქეს წონაში ბრენდონ როივალს და მანელ კაპეს შორის გაიმართება. თბილისის დროით, პრელიმ ქარდი 05:00 სთ-ზე, ხოლო მთავარი ქარდი 07:00 სთ-ზე დაიწყება.