სარჩევი
სალაჰმა დუმილი დაარღვია: 'ვგრძნობ, რომ ავტობუსის ქვეშ მომისროლეს' | Setanta Sports

ლივერპულის ეგვიპტელმა ფეხბურთელმა, მოჰამედ სალაჰმა ლიდსთან გამართული მატჩის (3:3) შემდეგ ინტერვიუში დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ არნე სლოტთან მისი ურთიერთობის გათვალისწინებით, მისი მომავალი კლუბში ბუნდოვანია.

ელანდ როუდზე შეკრებილმა გულშემატკივარმა საოცარი სანახაობა იხილა – ლივერპული ლიდსს 2:0-ს ამარცხებდა, თუმცა მასპინძლებმა ეს ჩამორჩენა აღმოფხვრეს, შემდეგ სობოსლაიმ წითლები კვლავ წინ გაიყვანა, თუმცა მატჩის კომპენსირებულ დროში ტანაკამ ლიდსს ქულა მოუტანა.

მერსისაიდელთა ლიდერმა – მოჰამედ სალაჰმა, რომელიც უკვე ზედიზედ მესამე მატჩია სასტარტო შემადგენლობაში ვეღარ ხვდება, საჯაროდ განაცხადა, რომ კლუბში მას აღარ ენდობიან და ‘ავტობუსის ქვეშ მოისროლეს’, ფორვარდი ძალიან იმედგაცრუებულია და შესაძლოა კლბი იანვარშივე დატოვოს.

უყურე პრემიერ ლიგის ყველა მატჩს setantasports.com-ზე

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

“ზედიზედ მესამედ სათადარიგოზე, ვფიქრობ, ეს ჩემს კარიერაში პირველად მოხდა. სიმართლე რომ ითქვას, მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. კლუბისთვის ბევრი რამ გავაკეთე წლების განმავლობაში და განსაკუთრებით წინა სეზონში, თუმცა ახლა სათადარიგოზე ვარ და მიზეზიც არ ვიცი, თუ რატომ.

“როგორც ჩანსმ კლუბმა ავტობუსის ქვეშ მომისროლა – ესაა, როგორც თავს ვგრძნობ. ვფიქრობ, ცალსახაა კლუბში არის ვიღაც, ვისაც ჩემი ყოფნა არ სურს.

აქამდე არა ერთხელ მითქვამს, რომ მწვრთნელთან პრობლემები არ მქონდა, თუმცა ახლა ურთიერთობა საერთოდ აღარ არსებობს. სეზონის დაწყებამდე ბევრი დაპირება მივიღე, მაგრამ ჯერჯერობით ზედიზედ სამი მატჩია სათადარიგოზე ვარ, ვერ ვიტყვი, რომ მათ პირობა შეასრულეს.

კლუბს ყოველთვის მხარს ვუჭერდი და ჩემი შვილებიც იგივეს აკეთებენ. ძალიან მიყვარს ლივერპული და ყოველთვის მეყვარება. გუშინ დედაჩემს დაურეკე და აღნიშნულზე ვესაუბრე, მათ ვუთხარი, რომ ბრაიტონთან თამაშზე მოსულიყვნენ (13 დეკემბერი). არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა, მაგრამ სიამოვნებას აუცილებლად მივიღებ.

ჩემს თავში დარწმუნებული ვარ და მხოლოდ სიამოვნების მიღება მსურს თამაშისგან. ენფილდზე ვიქნები და აფრიკის თასის წინ გულშემატკივარს დავემშვიდობები”, – განაცხადა მოჰამედ სალაჰმა.

მერსისაიდულ კლუბშ რომ სეზონის დაწყებიდან 5 თამაშის შემდეგ პრობლემებია, ეს ცალსახაა. პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონები ყველა ტურნირზე ბოლო 15 მატჩში 9-ჯერ დამარცხდნენ.

საინტერესოა, თუ როგორი გაგრძელება მოყვება სალაჰის განცხადებას მაშინ, როცა კლუბში ისედაც ბევრი პრობლემაა და გარანტირებული ადგილი არც მთავარ მწვრთნელს აქვს.

შემდეგ მატჩს ლივერპული 10 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-6 ტურში იტალიაში, მილანის ინტერის წინააღმდეგ ჩაატარებს.